2026 წელს ბაზარზე აქტიურ პოზიციონირებას ვგეგმავთ - ALLGOOD
ჰიპერმარკეტების ქართული ქსელი „გუდვილი” ცნობილია თავისი გამორჩეული ქეითერინგის მომსახურებით. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება კომპანიამ ერთი წლის წინ ახალი ბრენდის სახით გამოყო და მისი პოზიციონირება დღემდე AllGood-ის სახელით ხდება. კომპანიის დირექტორი ქეთი მდივანი Business Insider Georgia -თან საუბარში 2025 წელს აფასებს და 2026 წლის გეგმებზე საუბრობს.
„2025 წელი, განსაკუთრებით, მეორე ნახევარი, საკმაოდ ნაყოფიერი და დატვირთული იყო სხვადასხვა ღონისძიებითა და პროექტებით. აღნიშნულ პერიოდში მოთხოვნა წინა წელთან შედარებით გაიზარდა.
ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ გაფართოებასა და ახალი პროექტების განვითარებაზე. 2026 წელს ბაზარზე მასშტაბურ პოზიციონირებას ვგეგმავთ. ეს მომავალი წლის მთავარი გეგმაა “, - აცხადებს ქეთი მდივანი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.