მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

როგორ აქცევს კომპანია „ჩვენთან“ სოფლის ტურიზმს ბავშვებისთვის საგანმანათლებლო თავგადასავლად

news image
mbc image

„ჩვენთან“ არის კომპანია, რომელიც მეექვსე წელია სოფლის ტურიზმის განვითარებას ემსახურება. მას ჰყავს შვილობილი კომპანია „სკა ჩვენთან“, რომელიც 5 სახეობის თაფლსა და სხვა ფუტკრის პროდუქტებს აწარმოებს. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელსა და პროექტის მენეჯერს, ქეთი დვალს ესაუბრა.

„მეექვსე წელია რაც მეუღლესთან ერთად ვუძღვები ბიზნეს საქმიანობას. კომპანია “ჩვენთან” ემსახურება სოფლის ტურიზმის განვითარებას. ვატარებთ სხვადასხვა აგრო-შემეცნებით გაკვეთილებს და მასტერკლასებს, როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზარდებისთვის. ჩვენი მთავარი მიმართულება მეფუტკრეობაა.

აღსანიშნავია, რომ პირველად ჩვენ შევთავაზეთ საზოგადოებას მსგავსი სერვისი ბავშვბისთვის, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩემს მეუღლეს ფუტკართან მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს და ვცდილობთ ჩვენთან ჩამოსულ ბავშვებს და მათ მშობლებს გავაცნოთ ქართული ფუტკარი და თაფლი, დავაინტერესოთ სოფლის ცხოვრებით, შევაყვაროთ ბუნება და ვასწავლოთ მისი დაცვა. ვფიქრობთ,მეფუტკრეობის დარგს დიდი პოტენციალი აქვს საქართველოში და მისი პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის “, - ამბობს ქეთი დვალი.

გარდა ტურიზმის მიმართულებისა, კომპანია დაკავებულია თაფლისა და სხვა ფუტკრის პროდუქტების წარმოებითა და რეალიზებით.

„გარდა ტურიზმის მიმართულებისა, გვაქვს პროდუქტის გაყიდვების გვერდი „სკა ჩვენთან“ – ონლაინ პლატფორმა, სადაც ვყიდით 5 სახეობის თაფლს და სხვა ფუტკრის პროდუქტებს.

ასევე გვაქვს ფუტკრის სადედე რძე, რომლის უნიკალურობა და სასარგებლო თვისებები ყველამ იცის. თუმცა ნაკლებადაა ცნობილი მისი კოსმეტიკური დანიშნულება. განსაკუთრებით ქალბატონებს გაუხარდებათ ფაქტი, რომ ფუტკრის რძე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ნიღაბად სახეზე როგორც ბუნებრივი გამაახალგაზრდავებელი საშუალება.

ერთი წელია სატესტო რეჟიმში მუშაობს ონლაინ პლატფორმა „სკა ჩვენთან“. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ თაფლზე დიდი მოთხოვნაა ბაზარზე, თავად პროდუქტის მიმართ არსებობს უნდობლობა, რაც საკმაოდ კომპლექსური საკითხია და წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების შედეგია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მეფუტკრეობის უძველესი ქვეყანაა, მომხმარებელი ხშირად ეჭვით უყურებს დახლზე დებულ პროდუქტს, რაც გამოწვეულია ფალსიფიცირებული თაფლით, ლაბორატორიული კონტროლის სიმწირით, ასევე განათლების და ინფორმაციის ნაკლებობით (მაგ. კრისტალიზაცია “ჩაშაქრება”), ბევრ მომხმარებელს ჰგონია, რომ თუ თაფლი ჩაშაქრდა, ის ნამდვილი არ არის. სინამდვილეში, ნამდვილი თაფლის უმეტესობა უნდა კრისტალიზდეს. ამ მითის გამო, მომხმარებელი ხშირად იწუნებს ხარისხიან პროდუქტს.

აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი ამოცანა გამჭვირვალობაა. მომხმარებლისთვის თაფლი დღეს „იდუმალებით მოცული“ პროდუქტია, ამიტომ ნდობის მოსაპოვებლად ეს იდუმალება უნდა გავაქროთ. ამის საშუალებას გვაძლევს სოციალური ქსელები, ამიტომ გვინდა, მომხმარებელი ყველა პროცესში ჩავრთოთ.

სიახლეები გვაქვს ტურიზმის მიმართულებით, ჩვენს მეფუტკრეობის მასტერკლასს, სადაც ბავშვები გადიან თეორიას, პრაქტიკას, არტ-თერაპიას და საკუთარი ხელით წურავენ თაფლს, დავამატეთ ლაბორატორიული სმაუშაო “ექსპედიცია ფუტკრებზე”. ჩვენთან ჩამოსულ ბავშვებს საშუალება ექნებათ მიკროსკოპში ფუტკრების დათვალიერების (ნახავენ ფუტკრის ნესტარს, ფეხებზე დაუთვალიერებენ სამტვერე ჯიბეებს, აღმოაჩენენ ხუთ თვალს და ა.შ).

ასევე გემაში გვაქვს მულტიფუნქციური შენობის აშენება, სადაც მეფუტკრეობის გაკვეთილებს ჩავატარებთ უკვე ზრდასრულებისთვისაც (მოთხოვნა თავად მომხმარებლებისგან წამოვიდა) “, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი.

2025 წელი კომპანიისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. 

„2025 წელი იყო საკმაოდ ნაყოფიერი, დატვირთული და ამავე დროს ძალიან ემოციური, რადგან ჩვენი მექვსე ბიჭი დაიბადა იოანე, რომელმაც კიდევ უფრო დაათბო და დაატკბო ჩვენი ოჯახური ცხოვრება.

2025 წელს წინა წლებთან შედარებით 50 % გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა, რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს და წინსვლის მოტივაციას გვაძლევს “, - აღნიშნავს ქეთი დვალი.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა - Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

24.10.2026.21:32

განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, დამატებით კიდევ 156 მომხმარებელი მომდევნო ბლოკის მომლოდინეთა სიას შეუერთდა.

ამ ისტორიული შედეგით, არქი ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სამეულშია ერთ დღეში გაყიდული ბინების რაოდენობით, არქის მხოლოდ ორი საერთაშორისო გიგანტი უსწრებს: საუდის არაბეთის NHC - 3 980 გაყიდული ბინით (2024 წლის, 15 ნოემბერი) და დუბაის DAMAC - 3 164 გაყიდული ბინით (2024 წლის 10 დეკემბერი).

„დღევანდელი შედეგი ჩვენთვის მხოლოდ რეკორდული გაყიდვები არ არის. ეს არის ნდობა, რომელიც ათასობით ადამიანმა გამოგვიცხადა და რისთვისაც თითოეულ მათგანს გულწრფელ მადლობას ვუხდით. ამ შედეგის უკან ჩვენი გუნდის უდიდესი შრომა დგას. „არქი“ საქართველოში №1 დეველოპერული კომპანიაა, თუმცა ჩვენთვის მთავარი მხოლოდ ლიდერობა არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს შევთავაზოთ რეალური ღირებულება და გავამართლოთ მათი მოლოდინები. Archi Grand Avenue-ში სწორედ ასეთ გარემოს ვქმნით - ქალაქის ახალ ცენტრს, რომელსაც განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, მომხმარებლებმაც სწორედ ეს დაინახეს: პერსპექტიული ლოკაცია, პროექტის მასშტაბი, საერთაშორისო ბრენდების ჩართულობა და განსაკუთრებული ფინანსური პირობები. ამ ყველაფერმა ერთად მოგვცა შედეგი, რომლითაც დღეს ძალიან ვამაყობთ“, - აცხადებს „არქის“ გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

დღევანდელი შედეგით „არქიმ“ გასულ წელს დაფიქსირებული საკუთარი რეკორდი ორჯერ მეტად გააუმჯობესა და ბაზარზე ახალი სტანდარტი დააწესა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, პროექტში ბინების ფასი 27–28%-ით გაიზარდა. პერსპექტიული ლოკაცია და განვითარების მასშტაბი პროექტს მიმზიდველს ხდის როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ. განსაკუთრებული ინტერესი ადგილობრივმა მყიდველებმა, ქართველმა ემიგრანტებმა და საერთაშორისო ინვესტორებმა გამოიჩინეს.

Archi Grand Avenue 21 ჰექტარზე ვითარდება, საიდანაც 15 ჰექტარზე მეტი გამწვანებულ და რეკრეაციულ სივრცეებს დაეთმობა. პროექტი აერთიანებს საცხოვრებელ შენობებს, Hilton-ის ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, Wyndham-ის ბრენდირებულ რეზიდენციებს, სპორტულ კომპლექსს, გასტრონომიულ და კომერციულ სივრცეებს.

„მადლობა თითოეულ მომხმარებელს განსაკუთრებული ნდობისთვის. ეს ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი მოლოდინები არა მხოლოდ გავამართლოთ, არამედ გადავაჭარბოთ კიდეც. მათთვის, ვინც ამ ეტაპზე სასურველი ბინის შეძენა ვერ შეძლო, დამატებითი შესაძლებლობა შევქმენით. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახდეს ქალაქის ახალი ცენტრის ნაწილი“, - აცხადებს „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა