მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206
-0.0073
flag
AZN 1.5623
-0.0002
flag
CNY 39.301
-0.0006
flag
EUR 3.0835
-0.0013
flag
GBP 3.5646
-0.0028
flag
KZT 54.51
0.0027
flag
TRY 0.0574
0
flag
USD 2.6554
-0.0009
news banner

2026 წელს კომპანიის მთავარი აქცენტი საექსპორტო ბაზრების გაფართოებაა - Bogveli

news image
mbc image

Bogveli ქუდებისა და კლასიკური სტილის სამოსის მწარმოებელი კომპანიაა. Business Insider Georgia- კომპანიის თანადამფუძნებელს, გიორგი ბოგველს, 2025 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

ბოლო პერიოდში კომპანიამ აქტიურად დაიწყო ექსპორტის მიმართულებით მუშაობა და ახალი ბაზრების ათვისება. 2025 წელი ამ მხრივ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. გვქონდა რამდენიმე შეხვედრა საზღვარგარეთ და მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზე გადავიდა, რაც ჩვენი ბრენდის უცხოურ ბაზრებზე რეალიზების რეალურ შესაძლებლობას ქმნის. საერთო ჯამში, წელი შედეგიანი იყო, თუმცა მომავალში უფრო ინტენსიურ მუშაობას ვგეგმავთ და გვჯერა, რომ 2026 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

ვგეგმავდით ადგილობრივ ბაზარზე სტენდებისა და შოურუმების გახსნას, თუმცა აღნიშნული საკითხი მომავლისთვის გადავდეთ. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ამჟამად პრიორიტეტს ექსპორტს ვანიჭებთ და ჩვენი რესურსები სწორედ ამ მიმართულებაზეა კონცენტრირებული, გაყიდვების ზრდის მიზნით.

ადგილობრივი ბაზარი მოცულობით მცირეა, თუმცა, რადგან წარმოება საქართველოში ხდება, მნიშვნელოვანია, ბრენდი აქაც იყოს წარმოდგენილი და ადგილობრივ მომხმარებელს ჰქონდეს მისი გაცნობის შესაძლებლობა.

რაც შეეხება გეგმებს, თებერვალში ვგეგმავთ კიდევ ერთ ვიზიტს შვედეთში. ჩვენი ერთ-ერთი მიზნობრივი ბაზარი არის სკანდინავიური ქვეყნები, და იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერად შევძლებთ საბოლოო ხელშეკრულების გაფორმებას ჩვენი ბრენდის რეალიზებისთვის მათ ბაზარზე.

მეორე მიმართულება, რომლის განვითარებაზეც ვფიქრობთ, არის ინგლისის ბაზარი. ჩვენი პროდუქცია ძირითადად ძველი ბრიტანულ-ამერიკული სტილისაა, ამიტომ თავიდან ვიკავებდით ინგლისში შესვლისგან, რადგან ადგილობრივი პროდუქცია საკმაოდ ფართოდ არის წარმოდგენილი. მოგვიანებით ჩავატარეთ კვლევა და გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ექსპერტებთან, რომლებმაც გვირჩიეს, რომ გვეცადა ჩვენი პროდუქციის წარდგენა ინგლისის გამოფენაზე. გვსურს გაზაფხულისთვის მონაწილეობა მივიღოთ გამოფენაში, ისე როგორც პარიზში, საფრანგეთში, რაც ჩვენთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა.

2026 წელს ჩვენი ორი მთავარი პრიორიტეტი იქნება: სკანდინავიური ქვეყნები, პირველ რიგში შვედეთის ბაზარი, და ბრიტანეთი, სადაც გვსურს საფუძველი ჩავუყაროთ ჩვენი პროდუქციის რეალიზებას “, - აცხადებს გიორგი ბოგველი.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Full Card - კრედო ბანკის განახლებული საკრედიტო ბარათი მეტი მოქნილობითა და კომფორტით

16.06.2026.17:10

კრედო ბანკმა მომხმარებლებს განახლებული საკრედიტო ბარათი - Full Card წარუდგინა. ბანკის ინფორმაციით, ახალი კონცეფცია მხოლოდ სახელწოდების ცვლილებას არ გულისხმობს და მიზნად ისახავს მომხმარებლებისთვის უფრო მოქნილი, მარტივი და თანამედროვე ფინანსური გამოცდილების შეთავაზებას.

Full Card აერთიანებს იმ შესაძლებლობებს, რომლებიც მომხმარებლებს ყოველდღიური ფინანსური საჭიროებების მართვაში ეხმარება. ბანკში აღნიშნავენ, რომ პროდუქტი შექმნილია მათთვის, ვისაც მოულოდნელი ხარჯების დროს სწრაფი და ხელმისაწვდომი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. ბარათის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა 10 000 ლარამდე საკრედიტო ლიმიტია, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სხვადასხვა დანიშნულებით - ყოველდღიური ხარჯებისთვის, შოპინგისთვის, ტექნიკის შესაძენად, კომუნალური გადასახადების დასაფარად თუ სხვა საჭიროებებისთვის.

Full Card-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა 55 დღიანი უპროცენტო პერიოდია. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გამოიყენოს თანხა და 55 დღემდე ვადაში დააბრუნოს ის დამატებითი საკომისიოს გარეშე.

კრედო ბანკის განმარტებით, განახლებული ბარათი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, უფრო თავისუფლად მართონ საკუთარი ფინანსები, შეინარჩუნონ მოქნილობა ხარჯების დაგეგმვისას და საჭირო მხარდაჭერა სწორედ იმ დროს მიიღონ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა