2026 წელს LisiWine-Meskhishvili Winery საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს
LisiWine-Meskhishvili Winery დაახლოებით ერთი წელია ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს. ობიექტი ლისის ტბის ახლოს მდებარეობს. კომპანია ტურიზმის სექტორში მოღვაწეობის პარალელურად, ღვინის წარმოებითაც არის დაკავებული. Business Insider Georgia 2025 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე LisiWine-Meskhishvili Winery-ის დამფუძნებელ ილია მესხიშვილს ესაუბრა.
"როგორც მოგეხსენებათ, წინა წლებში მხოლოდ კორპორატიული ღონისძიებების მიმართულებით ვსაქმიანობდით. 2025 წელს კი გადავედით სტუმრების ყოველდღიურ მიღებაზე. ვმასპინძლობდით როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებს. საერთო ჯამში წელს დადებითად ვაფასებთ, რაც შეეხება სამომავლო გეგმებს ვგეგმავთ, ცნობადობის გაზრდას ქართველი მომხმარებლებისთვის, შემდეგ კი უცხოელებისთვის. განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ ტურისტებზე, რათა მათთვის ჩვენი ობიექტის მოძიება უფრო მარტივი იყოს.

ღვინის მიმართულებით აქტიურად ვახორციელებთ ექსპორტს პორტუგალიაში და მონაწილეობას ვიღებთ სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაში. პორტუგალიაში ყოველწლიურად ტარდება ქვევრის ღვინის საერთაშორისო გამოფენა, სადაც LisiWine ქართულ ღვინოს წარადგენს. ჩვენი ღვინო იქ დიდ მოწონებას იმსახურებს, რაც განსაკუთრებულად გვახარებს.

ვგეგმავთ ექსპორტის გაძლიერებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩინეთსა და ამერიკასთან და ველით პროცესის დადებით განვითარებას ", - აცხადებს ილია მესხიშვილი.
ცნობისთვის, ლოკაცია ლისის ტბიდან ავტომობილით დაახლოებით 4 წუთის სავალ გზაზეა. გარემო გამოირჩევა განსაკუთრებული სიმშვიდითა და სიმყუდროვით.
სხვა სიახლეები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
28.05.2026.12:46
ლიბერთი, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, განსაკუთრებულად აღნიშნავს. ლოიალობის პროგრამა CashBack-ი, VISA-სთან პარტნიორობით, მომხმარებლებს სთავაზობს აქციას „ქეშბექობანა“, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია 50%-მდე ქეშბექის დაბრუნება, ბავშვებისთვის და არა მარტო ბავშვებისთვის საყვარელ ობიექტებში.
29 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, ლიბერთის VISA ბარათების მფლობელები, შეძლებენ მომენტალურად დაიბრუნონ ყველაზე მაღალი ქეშბექი შემდეგ მეგობარ ობიექტებში:
29 მაისი და 2 ივნისი - PUPAZZO TOYS – 50% ქეშბექი - ლიმიტი 150 ლარი
29-30 მაისი - COLLECTORS.GE – 30% ქეშბექი - ლიმიტი 150 ლარი (სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის 40% ქეშბექი, ლიმიტი 200 ლარი)
30 მაისი - MINISO – 50% ქეშბექი - ლიმიტი 100 ლარი (სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის ლიმიტი 150 ლარი)
30 მაისი - WISHLIST – 30% ქეშბექი - ლიმიტი 150 ლარი (შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ სათამაშოებზე)
30 მაისი - 2 ივნისი - PALITRA L – 40% ქეშბექი - ლიმიტი 150 ლარი
31 მაისი - 1 ივნისი - FAMILYSO – 40% ქეშბექი - ლიმიტი 150 ლარი
31 მაისი - SULAKAURI PUBLISHING – 40% ქეშბექი - ლიმიტი 100 ლარი
1 ივნისი - GEGELATO – 50% ქეშბექი - ლიმიტი 100 ლარი
1 ივნისი - SUPERHEROES SHOP – 50% ქეშბექი - ლიმიტი 100 ლარი
1 ივნისი - MANGA MANIA – 50% ქეშბექი - ლიმიტი 100 ლარი
1 ივნისი - OLLIVANDER – 50% ქეშბექი - ლიმიტი 100 ლარი
დეტალური პირობები:
• შეთავაზება ვრცელდება ლიბერთის VISA ბარათით გადახდისას;
• შეთავაზება ვრცელდება ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას;
• შეთავაზება ვრცელდება არსებულ ფასდაკლებაზეც;
• ფიზიკური მაღაზიების გარდა, შეთავაზება ვრცელდება ონლაინ შემდეგ ობიექტებში: მინისო, ვიშლისტი, სულაკაურის გამომცემლობა და პალიტრა L;
• ონლაინ გადახდისას აუცილებელია გადახდა შესრულდეს ლიბერთის გადახდის არხით;
• სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის აუცილებელია გადახდა შესრულდეს სტუდიო ლიბერთის VISA Platinum ბარათით;
• შეთავაზება არ ვრცელდება სასაჩუქრე ბარათების შეძენაზე;
• შეთავაზების დროს არ მოქმედებს ნივთის უკან დაბრუნება, შესაძლებელია მხოლოდ გაცვლა;
• ბანკი იტოვებს უფლებას საეჭვო ტრანზაქციის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელს არ დაუბრუნოს ქეშბექის თანხა.
გადავიმეოროთ ქეშბექის მიღების წესები:
1. გადმოწერე აპლიკაცია ან შედი ვებგვერდზე: cashback.ge
2. გაიაქტიურე სასურველი შეთავაზება წინასწარ
3. გადაიხადე ლიბერთის VISA ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე
4. თუ ჯერ კიდევ არ ხარ ლიბერთის მომხმარებელი, გახდი ჩვენიანი ონლაინ:
წესები დეტალურად: შეთავაზების გასააქტიურებლად, გადმოწერეთ CashBack ის აპლიკაცია:iOS | Android ან შედით ვებ გვერდზე cashback.ge.
თუ უკვე ხართ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებელი, CashBack-ის აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით. თუ ჯერ არ სარგებლობთ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, CashBack ის აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი მეგობარი ობიექტი, დააჭირეთ ღილაკს "აქტივაცია" და ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, დაიბრუნეთ თანხა მომენტალურად.