მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7266.5
0.0044
flag
AZN 1.5802
-0.0006
flag
CNY 39.49
-0.002
flag
EUR 3.16
-0.0036
flag
GBP 3.6552
-0.0069
flag
KZT 58.2
0.0015
flag
TRY 0.0592
-0.0002
flag
USD 2.6859
-0.0015
news banner

2026 წელს Optimo კონცენტრირდება ფუნქციონალის პრაქტიკულ განვითარებაზე და პროცესების მაქსიმალურ ავტომატიზაციაზე - მარიამ შალიკიანი

news image

2025 წელი Optimo • ოპტიმო-სთვის ზრდისა და სტაბილურობის პერიოდი იყო - გაიზარდა კომპანიის აქტიური მომხმარებლების რაოდენობა, ხოლო პროგრამა უფრო მეტად ჩამოყალიბდა მართვის ინსტრუმენტად, რომელიც ბიზნესებს რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.

როგორც Optimo-ს მარკეტინგის მენეჯერი მარიამ შალიკიანი Business Insider Georgia-სთან საუბარში აღნიშნავს, 2026 წელს კომპანია კონცენტრირებული იქნება ყოველდღიური ოპერაციების ავტომატიზაციაზე, ფუნქციონალის პრაქტიკულ განვითარებაზე და მომხმარებელზე მორგებულ გადაწყვეტილებებზე. გეგმებში ასევე შედის საერთაშორისო ბაზრების გაფართოება, რაც Optimo-ს კონკურენტულ უპირატესობებს რეგიონულ დონეზეც გაზრდის.

- როგორ შეაფასებთ Optimo-ს განვითარების პროცესს 2025 წელს? კომპანიის ოპერირების პროცესში, რა იყო მთავარი მიღწევები პროგრამის გამოყენებისა და მომხმარებელთა ბაზის ზრდის მხრივ?

- 2025 წელი Optimo-სთვის მნიშვნელოვანი ზრდისა და სტაბილიზაციის წელი იყო. ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროდუქტის გამარტივებას, ფუნქციონალის დახვეწასა და რეალური ბიზნეს პროცესებისადმი მაქსიმალურ მორგებას. გაიზარდა როგორც აქტიური მომხმარებლების რაოდენობა, ისე პროგრამის ყოველდღიური გამოყენების ინტენსივობა. მთავარი მიღწევა იყო ის, რომ Optimo უფრო მეტად ჩამოყალიბდა არა მხოლოდ აღრიცხვის, არამედ მართვის ინსტრუმენტად, რომელიც ბიზნესებს ეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით.

- რომელ სექტორებში დაფიქსირდა ყველაზე აქტიური გამოყენება 2025 წელს და თქვენი აზრით რატომ?

- 2025 წელს ყველაზე აქტიური გამოყენება დაფიქსირდა კვების ობიექტების, მაღაზიებისა და საცალო ვაჭრობის სფეროში. ამ სექტორებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მარაგების ზუსტი კონტროლი, გაყიდვების დინამიკის ნახვა და ყოველდღიური ოპერაციების ავტომატიზაცია. Optimo ამ საჭიროებებს პასუხობს მარტივი ინტერფეისითა და ფუნქციონალით, რომელიც ადვილად ინტეგრირდება ყოველდღიურ სამუშაო პროცესში.

- 2025 წელს ახალი ფუნქციების დანერგვამ რამდენად გააძლიერა მომხმარებელთა კომფორტი და ავტომატიზაცია და რა გეგმებია ამ კუთხით 2026 წლისთვის? გეგმავთ თუ არა ახალი ფუნქციებისა და მოდულების დამატებას, რომლებიც მომხმარებლებს უფრო ეფექტიანად დაეხმარება გაყიდვების, მარაგების და ფინანსური პროცესების მართვაში?

- 2025 წელს დანერგილმა ახალმა ფუნქციებმა მნიშვნელოვნად გაამარტივა მომხმარებელთა სამუშაო პროცესი. შემცირდა ხელით შესასრულებელი ოპერაციები და პროცესების მართვა გახდა უფრო სწრაფი და მოქნილი. 2026 წლისთვის დაგეგმილია ავტომატიზაციის კიდევ უფრო გაძლიერება, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ფუნქციონალის განვითარება და პროცესების უფრო მარტივად კონფიგურაციის შესაძლებლობა.

- რა არის Optimo-ს მთავარი სტრატეგიული მიზანი 2026 წელს?

- Optimo-ს მთავარი სტრატეგიული მიზანი 2026 წელს არის გახდეს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ყოველდღიურად გამოყენებადი, სანდო და პრაქტიკული მართვის ინსტრუმენტი. ჩვენი მიზანია, პროგრამა დაეხმაროს ბიზნესებს პროცესების გამარტივებაში, გამჭვირვალობის გაზრდასა და ოპერაციების უკეთ ორგანიზებაში.

- როგორ გეგმავთ პროდუქტის ფუნქციონალის განვითარებას და მომხმარებელთა მუშაობის პროცესი ავტომატიზაციის ხარისხის გაძლიერებას 2026 წელს?

- 2026 წელს Optimo კონცენტრირდება ფუნქციონალის პრაქტიკულ განვითარებაზე და პროცესების მაქსიმალურ ავტომატიზაციაზე. მთავარი აქცენტი გაკეთდება ყოველდღიური ოპერაციების უფრო სწრაფ და სტაბილურ მართვაზე, მომხმარებლის სამუშაო პროცესზე მორგებულ ფუნქციებზე და სისტემის მოქნილ კონფიგურაციაზე. ჩვენი მიზანია, Optimo დარჩეს მარტივი, სანდო და ეფექტიანი ინსტრუმენტი ბიზნესებისთვის, რომლებიც ოპერაციების ოპტიმიზაციას ეძებენ.

- 2026 წელს დაგეგმილია თუ არა Optimo-ს გაფართოება რეგიონულ ან საერთაშორისო ბაზრებზე?

- Optimo უკვე წარმატებით ოპერირებს უზბეკეთის ბაზარზე, სადაც პროგრამა აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ბიზნესის მიერ. ეს გამოცდილება გვაძლევს მყარ საფუძველს, რომ 2026 წელს კიდევ უფრო გავაძლიეროთ საერთაშორისო მიმართულება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ პროდუქტის სიმარტივე და მოქნილობა სხვადასხვა ბაზარზე, ხოლო ლოკალურ საჭიროებებზე ადაპტირებული ფუნქციონალი Optimo-ს კონკურენტულ უპირატესობად ვაქციოთ რეგიონულ დონეზე.

- საბოლოოდ, რას ურჩევდით იმ ბიზნესებს, რომლებიც ჯერ არ იყენებენ Optimo-ს, რატომ უნდა დაიწყონ პროგრამის გამოყენება 2026 წელს?

- ბიზნესებს ვურჩევთ, პირველ რიგში შეხედონ საკუთარ ყოველდღიურ პროცესებს: რამდენ დროს ხარჯავენ ხელით მუშაობაზე, რამდენად მარტივად ხედავენ გაყიდვებსა და მარაგებს და რამდენად ორგანიზებულია გუნდის მუშაობა. თუ ეს პროცესები სხვადასხვა სისტემაშია გაფანტული ან დიდ დროს მოითხოვს, Optimo სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტაა. პროგრამა ეხმარება ბიზნესებს ერთ სივრცეში მართონ ძირითადი ოპერაციები, გაამარტივონ ყოველდღიური სამუშაო და შექმნან უფრო სტრუქტურირებული, კონტროლირებადი გარემო ზრდისთვის.

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

09.05.2026.17:23

თიბისის მობაილბანკს ინვესტირების ახალი შესაძლებლობა - კრიპტოთი ვაჭრობა დაემატა. 

ახალი ფუნქციონალით შესაძლებელია, 30-მდე ყველაზე პოპულარული კრიპტოაქტივით ვაჭრობა სწრაფად და მარტივად, დამატებითი რეგისტრაციის გარეშე. ინვესტირება კი 1$-დან არის შესაძლებელი, რაც თანამედროვე აქტივებზე წვდომას კიდევ უფრო ამარტივებს. ციფრულ აქტივებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, პირველ ეტაპზე კრიპტოთი ვაჭრობა საკომისიოს გარეშე იქნება შესაძლებელი.

მობაილბანკში კრიპტოაქტივებით ვაჭრობის შესაძლებლობა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მარტივად იყიდონ და გაყიდონ კრიპტოაქტივი მათთვის ნაცნობ და უსაფრთხო ციფრულ გარემოში. 

კრიპტო პლატფორმის დამატება ციფრული განვითარების სტრატეგიის ნაწილია. სწორედ ამ მიდგომის ფარგლებში, თიბისი პირველი იყო, რომელმაც საქართველოში ონლაინ და მობაილბანკინგი დანერგა. 2023 წლიდან დღემდე კი 160 ათასამდე მომხმარებელს მისცა შესაძლებლობა, ინვესტირება აშშ-ის წამყვან კომპანიებში 1$-დან მობაილბანკის მეშვეობით დაეწყოთ. თიბისი, როგორც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ინოვაციური ბანკი, ახალი ფუნქციონალით საინვესტიციო შესაძლებლობებს კიდევ უფრო აფართოებს.

თიბისი კრიპტოს პროექტი კომპანია Bybit-თან პარტნიორობით ხორციელდება, რომელიც მეორე უმსხვილესი კრიპტო პლატფორმაა მსოფლიოში.

აღმოაჩინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში - https://app.tbcbank.ge/YiId/f8grokbc

გაითვალისწინე, ეს არ არის ფინანსური რჩევა. კრიპტოს ღირებულება ცვალებადია და დაკავშირებულია რისკებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა