2026 წლიდან მომხმარებელს ვორქშოპებისთვის განკუთვნილ სივრცეს შევთავაზებთ - IkoKids
IkoKids ქართული საბავშვო ბრენდია, რომელიც 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ეკომეგობრულ, ხელნაკეთ და განმავითარებელ სათამაშოებს, ასევე ოთახის უნიკალურ დეკორაციებს. Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებელს, ია შენგელიას 2025 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
2025 წელი კარგი წელი იყო. წინა წლებისგან განსხვავებით, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო გამოფენებში უფრო აქტიურად მივიღე მონაწილეობა, რასაც პოზიტიური შედეგები მოჰყვა.
წლის განმავლობაში გაყიდვები დაახლოებით 5%-ით გაიზარდა.
ამავდროულად, დავიწყე ვორქშოფებისთვის განკუთვნილი სივრცის მოწყობა სახელოსნოსთან ახლოს, რომელიც 2026 წლის დასაწყისში გაიხსნება. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელსაც საფუძველი 2025 წელს ჩაეყარა.
ცნობისთვის, კომპანია წარმოების პროცესში იყენებს მაღალი ხარისხის მასალასა და სერტიფიცირებულ ქსოვილებს, რაც საქართველოს ბაზარზე ფაქტობრივად არ მოიპოვება.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.