2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას, ტურისტი ვალდებულია თან იქონიოს სადაზღვევო პოლისი – Georgian Airways
„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოში შემომსვლელი ტურისტებისთვის სავალდებულო გახდება ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევის პოლისის ქონა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Georgian Airways-ი საკუთარ სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს, რითაც სურს, რომ მის მგზავრებს სიახლის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია.
„2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას, ტურისტი ვალდებულია თან იქონიოს სადაზღვევო პოლისი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
სადაზღვეო პოლისი შეიძლება გაცემული იყოს როგორც ქართული, ასევე უცხოეთის სადაზღვევო კომპანიის მიერ, ხოლო სადაზღვევო თანხა სავალდებულოა შეადგენდეს არანაკლებ 30 000 ლარს.
სადაზღვევო პოლისში საჭიროა აღნიშნული იყოს შემდეგი მონაცემები:
დაზღვევის მხარეები, დაფარული ტერიტორია, დაზღვევის საგანი, დაზღვევის დაწყებისა და დასრულების დრო, სადაზღვევო რისკები, სადაზღვევო თანხის ოდენობა (ლიმიტები), სადაზღვევო შესატანის მოცულობა, მისი გადახდის ადგილი და ვადა.
სადაზღვევო პოლისის მოქმედების ვადა უნდა მოიცავდეს ტურისტის ქვეყანაში შემოსვლის და ქვეყნის დატოვების პერიოდს„, – აღნიშნულია Georgian Airways-ის ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს
14.07.2026.15:04
საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, საბანკო მომსახურება ყველა მომხმარებლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს. სწორედ ამიტომ, ბანკი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ მრავალენოვან მომხმარებლებს საბანკო პროდუქტებსა და სერვისებზე წვდომა კიდევ უფრო მარტივად, სწრაფად და კომფორტულად ჰქონდეთ.
ამ მიმართულებით, საქართველოს ბანკმა ბოლო პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. დღეს მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ საქართველოს ბანკის საბანკო სერვისებით აზერბაიჯანულ, სომხურ და თურქულ ენებზეც ისარგებლონ. შესაბამისი ენები დაემატა მობილბანკსა და ინტერნეტბანკს, ასევე ბანკომატებსა და თვითმომსახურების აპარატებს.
გარდა ამისა, რეგიონებში გაფართოვდა ფილიალების ქსელიც. ბანკმა ახალი ფილიალები გახსნა სადახლოში, დმანისში, კაბალსა და ნინოწმინდაში. მომხმარებლებს აღნიშნულ ფილიალებში სრულფასოვანი საბანკო მომსახურების მიღების შესაძლებლობა აქვთ, მათ შორის ანგარიშის გახსნა, ბარათის მიღება, გზავნილების გაგზავნა და მიღება, ანაბრების გახსნა, გადარიცხვების განხორციელება და სხვა საბანკო ოპერაციები.
“რეგიონებში მომსახურების გაფართოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც აქამდე საბანკო სერვისების მისაღებად უახლოეს ქალაქში გადაადგილება უწევდათ. ახალი ფილიალებისა და მრავალენოვანი მომსახურების დანერგვით საბანკო სერვისები მათთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა”, - აღნიშნავს თინათინ ნეფარიძე, საქართველოს ბანკის სეგმენტის მმართველი.
აღსანიშნავია, ისიც, რომ საქართველოს ბანკი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც უწყობს ხელს. ახალ ფილიალებში დასაქმებულთა შორის არიან სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მოსაუბრე თანამშრომლები, რაც მომხმარებლებს მომსახურების მათთვის კომფორტულ ენაზე მიღების შესაძლებლობას აძლევს.
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომ ფინანსურ სერვისებთან ერთად, სხვადასხვა პროფესიული ჯგუფისთვის მორგებული პროდუქტების განვითარებასაც აგრძელებს. მათ შორის, მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სპეციალურად მათთვის შექმნილი მასწავლებლის ბარათით, რომელიც ყოველდღიური საბანკო ოპერაციების გამარტივებასა და დამატებითი სარგებლის მიღებას ემსახურება. ბარათის მფლობელები სარგებლობენ შეღავათიანი პირობებით და პარტნიორი კომპანიების სპეციალური შეთავაზებებით.
„ჩვენთვის მრავალენოვანი მომსახურება მხოლოდ თარგმნილი ინტერფეისი არ არის. ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა საბანკო სერვისებით სარგებლობისას თავი კომფორტულად იგრძნოს და მიიღოს ისეთი გამოცდილება, რომელიც მის ყოველდღიურ საჭიროებებს პასუხობს, იქნება ეს ციფრული არხები, ფილიალში მომსახურება თუ სხვა საბანკო ოპერაციები. სწორედ ამ მიდგომით ვაგრძელებთ მრავალენოვანი მომსახურების განვითარებას და უახლოეს პერიოდში მომხმარებლებს ამ მიმართულებით კიდევ არაერთ სიახლეს შევთავაზებთ“, - ამბობს თინათინ ნეფარიძე, საქართველოს ბანკის სეგმენტის მმართველი.
„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, საბანკო მომსახურება ყველა მომხმარებლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვავითარებთ მრავალენოვან მომსახურებას და ვქმნით ისეთ გარემოს, სადაც მომხმარებლებს ფინანსური სერვისებით სარგებლობა მათთვის კომფორტულ ენაზე შეუძლიათ. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავამარტივოთ საბანკო სერვისებზე წვდომა და მომხმარებლებს მათ ყოველდღიურ საქმიანობაში რეალური მხარდაჭერა გავუწიოთ. ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ და უახლოეს თვეებში მომხმარებლებს კიდევ არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს შევთავაზებთ, რაც მრავალენოვანი მომხმარებლებისთვის საბანკო სერვისებს კიდევ უფრო ხელმისაწვდომსა და მათ საჭიროებებზე მორგებულს გახდის“, - აღნიშნავს თამარ ნოზაძე, საქართველოს ბანკის ფიზიკური პირების მარკეტინგის გუნდის უფროსი.