2026 წლის 9 თვე გამოირჩეოდა საკმაოდ ნაყოფიერი საკანონმდებლო ცვლილებებით - ვახტანგ შურღაია
2026 წლის 9 თვე გამოირჩეოდა საკმაოდ ნაყოფიერი საკანონმდებლო ცვლილებებით, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა და BV Consulting-ის მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ შურღაიამ განაცხადა.
„რაც შეეხება 9 თვის შეჯამებას, ასე ვიტყოდი, რომ ამ 9 თვის განმავლობაში არამხოლოდ რეგულაციების ცოდნა, არამედ ახალ რეგულაციებთან ადაპტაციის სისწრაფეა მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის და ზუსტად ამ ადგილას იჭერს ადგილს კვალიფიციური კონსულტანტების, პროფესიული კავშირების თუ სხვა ინსტიტუციების ადგილი, რათა ბიზნესს დაეხმარონ ამ რეგულაციების, პირველ რიგში, ადაპტაციაში, შემდგომ დახვეწაში და მიღებაში და ასე შემდეგ.
9 თვე გამოირჩეოდა საკმაოდ ნაყოფიერი საკანონმდებლო ცვლილებებით. არაერთი ცვლილება შევიდა ჩვენს საკანონმდებლო ბაზაში, ბევრი ცვლილება და საკმაოდ სწრაფად ხორციელდებოდა, რასაც მინდა ხაზი გავუსვა. ეს ცვლილებები, ერთის მხრივ, შეიძლება ეს იყოს კარგი, მეორეს მხრივ, შეიძლება იყოს ცოტა სწრაფი ბიზნესისთვის, ვინაიდან ყველა ცვლილებას სჭირდება ადაპტაცია ბიზნესის მხრიდან“, - აცხადებს ვახტანგ შურღაია.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.