2026 წლის იანვარში დამუშავებული კონტეინერების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა - APM Terminals Poti
APM Terminals Poti-ს ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში კომპანიამ 54 527 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც 2025 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 15%-ით მაღალი მაჩვენებელია. 2025 წლის იანვარში 47 265 TEU , ხოლო 2024-ში 42 588 კონტეინერი დამუშავდა.
ამავდროულად, 34%-ით გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. APM Terminals Poti-ს მიერ იანვარში მიღებულ იქნა 35 საკონტეინერო გემი, ხოლო 2025 წლის იგივე პერიოდში - 26 გემი. ანალოგიური სტატისტიკა იყო 2024 წელსაც.
„რაც შეეხება გენერალურ ტვირთს, კომპანიის მიერ 2026 წლის იანვარში 16 612 ტონა ტვირთი დამუშავდა. შარშან ამ დროს ეს რაოდენობა 31 356 ტონას შეადგენდა.
2026 წლის იანვრის თვეში კომპანიის მიერ დამუშავდა 1082 მანქანიანი კონტეინერი, ხოლო 2025-ში - 1483 მანქანიანი კონტეინერი“, - განმარტებულია APM Terminals Poti-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.