2026 წლის ივლისში რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 24%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 36 ლარს გაუტოლდა - TBC Capital
TBC Capital განახლებულ პუბლიკაციას ,,მომხმარებლის დანახარჯების დინამიკა - ივლისი 2026" აქვეყნებს.
,,2026 წლის ივლისში თიბისი ბანკის არხებით გაწეული მომხმარებელთა უნაღდო დანახარჯები და ტრანზაქციების რაოდენობა წლიურ ზრდას განაგრძობს. უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში წლიურად 30%-ით გაიზარდა. 2026 წლის ივლისში რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 24%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 36 ლარს გაუტოლდა. ამავე პერიოდში ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 19%-ით გაიზარდა. 2026 წლის ივლისში, თიბისი ბანკის არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯები წლიურად 20 %-ით, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 18%-ით გაიზარდა. ამავე თვეში თიბისი ბანკის არხებით გაწეული ჯამური უნაღდო დანახარჯები რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის, შესაბამისად, 81% და 19%-ად განაწილდა. 2026 წლის ივლისში თიბისი ბანკის არხებით გაწეულ ჯამურ უნაღდო დანახარჯებში 26% სურსათზე გაწეულმა ხარჯებმა, ხოლო 16% რესტორნებში გაწეულმა დანახარჯებმა დაიკავა. ამავე თვეში სურსათზე უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 20%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 17 ლარს გაუტოლდა. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაციამ 5% შეადგინა. 2026 წლის ივლისში, თიბისი ბანკის არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილებამ სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე, შესაბამისად, 60% და 40% შეადგინა. ამავე თვეში თიბისი ბანკის არხებით საქონელზე გაწეული ჯამური უნაღდო დანახარჯების 44%-იანი წილი სურსათზე გაწეულმა ხარჯებმა დაიკავა. 202 6 წლის ივლისში სასტუმროებში თიბისი ბანკის არხებით გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურად 30 %-ით გაიზარდა. ერთ ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი 483 ლარს გაუტოლდა. ამავე თვეში თიბისი ბანკის არხებით სასტუმროებში ჯამური უნაღდო დანახარჯების 15% რეზიდენტებმა , ხოლო არარეზიდენტებმა 85% დაიკავეს", - აღნიშნულია ანგარიშში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.