მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.2
0.013
flag
AZN 1.5389
0.0019
flag
CNY 38.92
0.0052
flag
EUR 3.0333
-0.0079
flag
GBP 3.5407
-0.0063
flag
KZT 56.67
0.0018
flag
TRY 0.0542
-0.0001
flag
USD 2.6156
0.0031
news banner

2026 წლის ივლისში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირის ფასი მაღალ დონეზე შენარჩუნდა - Galt & Taggart

news image
mbc image

Galt & Taggart-ი განხლებულ პუბლიკაციას ,,თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება – ივლისი 2026” აქვეყნებს.  ანგარიშის თანახმად, 2026 წლის ივლისში მოთხოვნა მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე. აღსანიშნავია, რომ გაყიდვებმა მეორად ბაზარზე 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ თვიურ ნიშნულს მიაღწია. ბაზარზე გაზრდილ აქტივობას ხელი შეუწყო გაუმჯობესებულმა  სენტიმენტებმა და ხელსაყრელმა მაკროეკონომიკურმა გარემომ, მათ შორის ლარის კურსის გამყარებამ და საპროცენტო განაკვეთების შემცირებამ. მიწოდების მხარეს გაგრძელდა გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობის ზრდა. მიუხედავად წლის დასაწყისში არსებული კლებადი ტრენდისა, ჯამურად გაცემული ნებართვების ფართობი წინა წლის ანალოგიურ პერიოდს თითქმის გაუტოლდა. ფასები გაიზარდა ორივე ბაზარზე - პირველად ბაზარზე ზრდის ტემპი დაჩქარდა, ხოლო მეორად ბაზარზე, წინა თვეებში დასტაბილურების შემდეგ, ფასმა ზრდა განაგრძო.

,,2026 წლის ივლისში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 4,475 შეადგინა, აქედან:

•⁠ ⁠მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 18.8%-ით გაიზარდა და 2,294 შეადგინა (2026წლის 7 თვეში +16.6% წ/წ), რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი თვიური ნიშნულია.

•⁠ ⁠პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები
ახდენს, წლიურად 24.4%-ით გაიზარდა და 2,181 შეადგინა (2026 წლის 7 თვეში +19.9%წ/წ).

•⁠ ⁠ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით, რომელიც
პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს, 2026 წლის ივლისში
გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 14.8%-ით გაიზარდა (2026 წლის 7 თვეში
+30.1% წ/წ).

2026 წლის 7 თვეში, თბილისში სულ 27,274 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 2.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+27.3% წ/წ). 2026 წლის ივლისში, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობის მზარდი
ტრაექტორია გაგრძელდა და წლიურად 50.3%-ით გაიზარდა (182,789 კვ.მ 17 საცხოვრებელ პროექტში). მიუხედავად წარსულში ზედიზედ 8 თვიანი კლებადი ტრაექტორიისა, ბოლო ორ თვეში მნიშვნელოვნად დაჩქარდა ნებართვების გაცემა, რის შედეგადაც 2026 წლის 7 თვეში ჯამურად გაცემული ნებართვების ფართობი წინა წლის ანალოგიურ დონეს თითქმის გაუტოლდა და წლიურად მხოლოდ 0.3%-ით არის შემცირებული. 2026 წლის ივლისში, უძრავი ქონების ფასის ზრდის ტემპი პირველად ბაზარზე დაჩქარდა და თვიურად 0.7%-ით გაიზარდა 1,426 აშშ დოლარამდე. მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 2.0%-ით გაიზარდა და 1,372 აშშ დოლარი შეადგინა.2026 წლის ივლისში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირის ფასი მაღალ დონეზე შენარჩუნდა და კვადრატულ მეტრზე 10.1 აშშ დოლარი შეადგინა (+0.3% თვიურად), ქირის ამონაგებმა კი - 8.5%”, - წერს Galt & Taggart-ი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ აფასებს „ჩირჩხელა“ 2026 წლის პირველ ნახევარს და რა საერთაშორისო გეგმები აქვს კომპანიას

01.09.2026.12:00

2026 წლის პირველი ნახევარი „ჩირჩხელასთვის“ საერთაშორისო მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებით გამოირჩეოდა. კომპანიამ პირველად მიიღო მონაწილეობა ნიუ-იორკში გამართულ New York Restaurant Show-ზე და ამერიკის ბაზარზე საქმიანობის გაფართოება დაიწყო. კომპანიის გეგმებსა და 2026 წლის მეორე ნახევრის მოლოდინებზე Business Insider Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ირმა კვაჭანტირაძე ესაუბრა.

როგორ შეაფასებდით „ჩირჩხელასთვის“ 2026 წლის პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?

2026 წლის პირველი ექვსი თვე „ჩირჩხელასთვის“ ნამდვილად მნიშვნელოვანი და გარდამტეხი პერიოდი იყო. ამ ეტაპს გამოვარჩევდი, როგორც კომერციული, ისე საერთაშორისო მიმართულებით მიღწეული შედეგებით.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ამერიკის ბაზარზე ჩვენი საერთაშორისო გზის გაგრძელებაა.

2026 წლის 8–10 მარტს „ჩირჩხელა“ პირველად იყო მიწვეული ამერიკაში - ნიუ-იორკში, New York Restaurant Show-ზე, სადაც გვქონდა შესაძლებლობა, ქართული პროდუქტი ამერიკული კულინარიული და ბიზნესაუდიტორიისთვის წარგვედგინა.
,,ერთხელ ამერიკაში’’ მიწვევა ჩვენთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო. ახლა კი, რამდენიმე თვის შემდეგ, უკვე მეორედ ვბრუნდებით - ამჯერად ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო Wine & Food Festival-ზე - NYC Wine & Food Festival-ის Grand Tasting-ზე, რომელიც 15–18 ოქტომბერს გაიმართება.

ეს არის სივრცე, სადაც ერთიანდებიან მსოფლიოს ცნობილი შეფები, რესტორნები, ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებლები და კულინარიული ინდუსტრიის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები.

ამასთან ერთად, ამერიკის ბაზარზე ჩვენი საქმიანობა გაცილებით ფართო მიმართულებით ვითარდება. ვმუშაობთ FDA-ის რეგულაციებთან შესაბამისობაზე, შეფუთვასა და პოზიციონირებაზე, რეალიზაციის არხებზე, ლოჯისტიკასა და საექსპორტო პროცესებზე. აქ მასშტაბები დიდია და, შესაბამისად, საქმეც ბევრია.

როგორია თქვენი სტრატეგია საექსპორტო მიმართულებით - რომელ ბაზრებზეა ამ ეტაპზე ძირითადი ფოკუსი და გეგმავთ თუ არა ახალი ბაზრების ათვისებას?

ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ფოკუსი ამერიკის ბაზარია.

პარალელურად, ვაკვირდებით ევროპულ ბაზრებსაც და ახალი საექსპორტო მიმართულებების ათვისებასაც ვგეგმავთ.

ცხადია კომპანიის წარმატებისთვის მხოლოდ კარგი პროდუქტი საკმარისი არ არის. საჭიროა რეგულაციებთან შესაბამისობა, სწორი შეფუთვა და პოზიციონირება, ხარისხის სტანდარტები, ლოჯისტიკა, გაყიდვების არხები და, რაც მთავარია, მომხმარებლისთვის პროდუქტის სწორად გაცნობა.

ჩვენი სტრატეგიაა, ეტაპობრივად შევქმნათ საერთაშორისო ქსელი, სადაც „ჩირჩხელა“ წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ როგორც ქართული სუვენირი, არამედ როგორც ხარისხიანი, უნიკალური და კონკურენტუნარიანი თანამედროვე საკვები დესერტი.

რა მიმართულებით გეგმავთ „ჩირჩხელას“ განვითარებას 2026 წლის დარჩენილ პერიოდში - იგეგმება თუ არა ახალი პროდუქტების, გემოების ან სხვა სიახლეების დამატება?

2026 წლის მეორე ნახევარი კიდევ უფრო საინტერესო იქნება.

ვმუშაობთ ახალი გემოებისა და ფორმატების მიმართულებით, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სიახლე შეესაბამებოდეს „ჩირჩხელას“ მთავარ იდეას - ქართული ტრადიციის შენარჩუნებას თანამედროვე სამყაროში.

მაგრამ ეს არ არის ერთადერთი სიახლე, რომელსაც 2026 წლის მეორე ნახევარში ველოდებით.

როგორია თქვენი მოლოდინი 2026 წლის საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით?

2026 წლის მიმართ საკმაოდ ამბიციური მოლოდინი გვაქვს.

გვაქვს გრანდიოზული საერთაშორისო მიზანი, რომლის შესახებაც ამ ეტაპზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ.

ეს არ არის უბრალოდ ახალი პროდუქტი და არც მხოლოდ ახალი ბაზრის ათვისება.

საუბარია ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო მიღწევაზე, რომელიც, თუ ყველაფერი ისე განხორციელდა, როგორც ვგეგმავთ ვფიქრობ, იქნება ამბავი, რომელზეც ბევრი ისაუბრებს.

და მინდა ერთი რამ მკაფიოდ ვთქვა - ეს არ არის უბრალოდ სურვილი ან ოცნება. ამ მიზნის მისაღწევად უკვე კონკრეტული სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს აუცილებლად მოხდება.

გვინდა, ეს დიდი მიზანი სიურპრიზად დავტოვოთ და საზოგადოებას მაშინ გავუზიაროთ, როდესაც სამუშაო პროცესი დასრულდება და შედეგი უკვე რეალურად დადგება.

სწორედ მაშინ ვიტყვით - ,,ამისთვის ღირდა’’ ამერიკაში ჩამოსვლა, ამდენი სირთულის გადალახვა და ამ გზის გავლა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა