მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.2
0.013
flag
AZN 1.5389
0.0019
flag
CNY 38.92
0.0052
flag
EUR 3.0333
-0.0079
flag
GBP 3.5407
-0.0063
flag
KZT 56.67
0.0018
flag
TRY 0.0542
-0.0001
flag
USD 2.6156
0.0031
news banner

2026 წლის ივლისში თიბისი ბანკის არხებით გაწეულ ჯამურ უნაღდო დანახარჯებში 26% სურსათზე გაწეულმა ხარჯებმა დაიკავა - TBC Capital

news image
mbc image

TBC Capital განახლებულ პუბლიკაციას ,,მომხმარებლის დანახარჯების დინამიკა - ივლისი 2026" აქვეყნებს.

,,2026 წლის ივლისში თიბისი ბანკის არხებით გაწეული მომხმარებელთა უნაღდო დანახარჯები და ტრანზაქციების რაოდენობა წლიურ ზრდას განაგრძობს. უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში წლიურად 30%-ით გაიზარდა. 2026 წლის ივლისში რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 24%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 36 ლარს გაუტოლდა. ამავე პერიოდში ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 19%-ით გაიზარდა. 2026 წლის ივლისში, თიბისი ბანკის არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯები წლიურად 20 %-ით, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 18%-ით გაიზარდა. ამავე თვეში თიბისი ბანკის არხებით გაწეული ჯამური უნაღდო დანახარჯები რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის, შესაბამისად, 81% და 19%-ად განაწილდა.  2026 წლის ივლისში თიბისი ბანკის არხებით გაწეულ ჯამურ უნაღდო დანახარჯებში 26% სურსათზე გაწეულმა ხარჯებმა, ხოლო 16% რესტორნებში გაწეულმა დანახარჯებმა დაიკავა. ამავე თვეში სურსათზე უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 20%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 17 ლარს გაუტოლდა. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაციამ 5% შეადგინა. 2026 წლის ივლისში, თიბისი ბანკის არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილებამ სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე, შესაბამისად, 60% და 40% შეადგინა. ამავე თვეში თიბისი ბანკის არხებით საქონელზე გაწეული ჯამური უნაღდო დანახარჯების 44%-იანი წილი სურსათზე გაწეულმა ხარჯებმა დაიკავა. 2026 წლის ივლისში სასტუმროებში თიბისი ბანკის არხებით გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურად 30 %-ით გაიზარდა. ერთ ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი 483 ლარს გაუტოლდა. ამავე თვეში თიბისი ბანკის არხებით სასტუმროებში ჯამური უნაღდო დანახარჯების 15% რეზიდენტებმა , ხოლო არარეზიდენტებმა 85% დაიკავეს", - აღნიშნულია ანგარიშში. 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ფოსტის Maleo-ს პლატფორმას გერმანიის მიმართულება ემატება

01.09.2026.11:23

საქართველოს ფოსტის ელექტრონული კომერციის პლატფორმა Maleo-ს, რომელიც მომხმარებლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ონლაინ შეძენილი პროდუქციის საქართველოში მარტივად და უსაფრთხოდ მიღების შესაძლებლობას სთავაზობს, გერმანიის მიმართულება ემატება. პლატფორმის საერთაშორისო მიმართულებების გაფართოების ფარგლებში, მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ისარგებლონ გერმანიის საწყობის მისამართით და გერმანულ ონლაინ მაღაზიებში შეძენილი პროდუქცია საქართველოში გამოიწერონ.

გერმანია ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი და მრავალფეროვანი ონლაინ სავაჭრო ბაზარია, რომელიც მომხმარებლებს პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს. გერმანიის მიმართულების დამატებით, Maleo-ს მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ ისეთი პოპულარული ონლაინ მაღაზიებით, როგორიცაა Zalando, MediaMarkt, dm, Rossmann, OTTO და სხვა.

გერმანიის მიმართულების დამატება Maleo-ს საერთაშორისო ქსელის განვითარების სტრატეგიის ნაწილია.პლატფორმა უკვე ოპერირებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთში, თურქეთში, იტალიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, გაერთიანებულ სამეფოსა და პოლონეთში.

ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია შექმნას საკუთარი საფოსტო მისამართი Maleo-ს მომსახურების ქვეყნებში. აღნიშნულ მისამართზე ონლაინ შეძენილი პროდუქციის მიღების შემდეგ, საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს გზავნილის საქართველოს ნებისმიერ წერტილში ტრანსპორტირებას და მომხმარებლისთვის ჩაბარებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Maleo-ს ვებგვერდს: www.maleo.ge

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა