2026 წლის პირველ ნახევარში სადაზღვევო სექტორში 15%-იან ზრდას ველით - მიხეილ ჯაფარიძე
2026 წლის პირველ ნახევარში სადაზღვევო სექტორში 15%-იან ზრდას ველით - ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია „არდის" გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჯაფარიძემ, ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„6 თვის შედეგები გვექნება შემდეგ გადაცემაში, რომელიც დავგეგმეთ უკვე, მაგრამ რეალურად კარგ ციფრებს ველოდებით. 2026 წლის პირველი ექვსი თვის შედეგები წესით უნდა იყოს დაახლოებით იგივე პროცენტულ ჭრილში ზრდა, როგორც იყო პირველი სამი თვე. დაახლოებით 15%-იანი ზრდა იყო სექტორში და ანალოგიურ 15%-იან ზრდას ველოდებით. თან იმ ფონზე რომ ეკონომიკაც საკმაოდ ნორმალურად ვითარდება, კარგად მიდის. ხუთ თვეში თუ არ ვცდები 7.8% იყო ეკონომიკური ზრდა. დაახლოებით 6 თვეც ეგრე იქნება და სადაზღვევო ინდუსტრიაც მიყვება ამ ზრდის დინამიკას", - აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.