მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7171
-0.0014
flag
AZN 1.5342
-0.0002
flag
CNY 38.872
-0.0007
flag
EUR 2.9927
-0.0157
flag
GBP 3.495
-0.0176
flag
KZT 58.54
-0.0009
flag
TRY 0.0536
0
flag
USD 2.6076
-0.0005
news banner

2026 წლის პირველი ნახევრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება შეფასდეს Kass Land-ის ინფრასტრუქტურისა და მომსახურებების კიდევ უფრო განვითარება და დივერსიფიკაცია - გენერალური დირექტორი

news image
mbc image

2026 წლის პირველი ნახევარი Kass Land-ისთვის განვითარების, ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და ახალი ეტაპისთვის მომზადების პერიოდი იყო. მიმდინარე სეზონზე კომპლექსს გიგანტური ბატუტების პარკი და ღია საცურაო აუზი დაემატა, რაც ვიზიტორებისთვის შეთავაზებულ გამოცდილებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის.

როგორ აფასებს Kass Land 2026 წლის პირველ ნახევარს, რა ცვლილებები განხორციელდა კომპლექსში და რა გეგმები აქვს კომპანიას წლის დარჩენილ პერიოდში ამ საკითხებზე Business Insider Georgia-ს Kass Land-ის გენერალური დირექტორი ეკატერინე თორდია ესაუბრა.

როგორ შეაფასებდით Kass Land -ისთვის 2026 წლის პირველ 6 თვეს - რა იყო ამ პერიოდის მთავარი შედეგები, მიღწევები და მნიშვნელოვანი ცვლილებები?

2026 წლის პირველი ნახევარი Kass Land-ისთვის განვითარების, სიახლეების და ახალი ეტაპისთვის მომზადების პერიოდი იყო. კერძოდ, იგულისხმება არსებული ინფრასტრუქტურისა და სერვისების კიდევ უფრო ეფექტურად ამუშავება, Kass Land-ის პოზიციონირება არა მხოლოდ, როგორც ერთი კონკრეტული მიმართულების, არამედ როგორც მრავალფუნქციური ტურისტული და გასართობი რეზორტის.

ამ პერიოდში მნიშვნელოვანი ყურადღება დავუთმეთ საოპერაციო პროცესების გაუმჯობესებას, სტუმრის გამოცდილების განვითარებას, მომსახურების ხარისხს და სხვადასხვა მიმართულების ერთმანეთთან ინტეგრირებას. დღეს სტუმარს უკვე შეუძლია ერთ სივრცეში მიიღოს ბევრად უფრო მრავალფეროვანი გამოცდილება - ბუნება, გასართობი ატრაქციონები, კვება, სასტუმრო, სპა და სხვადასხვა ექსტრემალური აქტივობა.

მნიშვნელოვანი ცვლილებების მიმართულებით, 2026 წლის სეზონზე Kass Land-ის ინფრასტრუქტურას დაემატა გიგანტური ბატუტების პარკი და ღია საცურაო აუზი, რამაც კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა კომპლექსის არსებული სერვისები და მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ვიზიტორთა გამოცდილება. ახალი სივრცეების დამატებამ შესაძლებლობა მოგვცა, სტუმრებისთვის უფრო მრავალფეროვანი და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე მორგებული გასართობი და დასასვენებელი გამოცდილება შეგვეთავაზებინა.

2026 წლის პირველი ნახევრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება შეფასდეს Kass Land-ის ინფრასტრუქტურისა და მომსახურებების კიდევ უფრო განვითარება და დივერსიფიკაცია. მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ასევე Kass Land-ის, როგორც მრავალფუნქციური ტურისტული და გასართობი კომპლექსის, პოზიციის კიდევ უფრო გაძლიერება. დღეს სტუმრებს ერთ სივრცეში ვთავაზობთ დასვენების, გართობის, კვებისა და სხვადასხვა ტიპის აქტივობის უფრო მრავალფეროვან არჩევანს, რაც ზრდის კომპლექსის მიმზიდველობას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.

როგორ შეიცვალა კონკურენტული გარემო ბაზარზე და რა არის ის მთავარი ფაქტორები, რომლებიც დღეს კომპანიის განვითარებაზე ახდენს გავლენას?

დღეს ტურისტული ბაზარი ბევრად უფრო კონკურენტულია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. საქართველოში სულ უფრო მეტი საინტერესო ტურისტული პროდუქტი ჩნდება და შესაბამისად, სტუმრის არჩევანიც იზრდება. ამიტომ ჩვენთვის მთავარი კონკურენტული უპირატესობა მხოლოდ კონკრეტული ატრაქციონი ან ლოკაცია არ არის. ჩვენი მიზანია შევქმნათ სრული გამოცდილება, რომლის გამოც სტუმარი Kass Land-ში რამდენიმე საათით კი არა, მთელი დღით ან რამდენიმე დღით დარჩენას გადაწყვეტს.

ჩვენზე გავლენას ახდენს, როგორც საერთაშორისო ტურისტული ბაზრების ცვლილებები, ასევე მომხმარებლის ქცევის ცვლილება. ადამიანები დღეს უფრო მეტად ეძებენ გამოცდილებას, ემოციას და უნიკალურ ადგილებს. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ახალი სტუმრის მოზიდვა, არამედ ისეთი ხარისხის და გამოცდილების შექმნა, რომელიც მას მეორედ დაბრუნების სურვილს გაუჩენს.

რა ახალი პროდუქტების, სერვისების ან პროექტების დამატება/განვითარება შეძლეთ წლის პირველ ნახევარში?

მიმდინარე სეზონზე კომპლექსს დაემატა გიგანტური ბატუტების პარკი და ღია საცურაო აუზი, რამაც მნიშვნელოვნად გააფართოვა ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობები და გააუმჯობესა მათი საერთო გამოცდილება.

როგორია კომპანიის გეგმები 2026 წლის მეორე ნახევრისთვის - რა მიმართულებებზე გააკეთებთ მთავარ აქცენტს და რა მიზნებს ისახავთ წლის ბოლომდე?

ჩვენი მიზანია, 2026 წლის ბოლომდე კიდევ უფრო გავაძლიეროთ Kass Land-ის პოზიცია საქართველოს ტურისტულ ბაზარზე და შევქმნათ მყარი საფუძველი კომპანიის შემდგომი, უფრო მასშტაბური განვითარებისათვის.

გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი ამოცანაა Kass Land-ის ჩამოყალიბება საერთაშორისო მნიშვნელობის ტურისტულ destination-ად, რომელიც მომხმარებელს წლის განმავლობაში მრავალფეროვან გამოცდილებას შესთავაზებს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩაი „ჩანიტი“ ასორტიმენტს აფართოებს და საექსპორტო მიმართულებას აძლიერებს

18.09.2026.12:00

ჩაი „ჩანიტი“  ასორტიმენტის გაფართოებასა და საექსპორტო ბაზრების ათვისებაზე მუშაობს. კომპანია 1-ელი ოქტომბრიდან მომხმარებლებს ორ ახალ პროდუქტს - მწვანე ჩაის ჯანჯაფილით, ლიმონითა და პიტნით და შავ ჩაის ციტრუსით, ფორთოხლითა და დარიჩინით შესთავაზებს.

კომპანიის მიმდინარე შედეგებზე, ახალ პროდუქტებსა და საექსპორტო გეგმებზე Business Insider Georgia-ს „ჩანიტის“ წარმომადგენელი ნანა მელაშვილი ესაუბრა.

„სეზონი ამინდების გამო დიდად სახარბიელო არ იყო, თუმცა მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე გაზრდილია. ამასთან, ახალი პროდუქტებიც გვექნება 1-ელი ოქტომბრიდან მომხმარებლებს შევთავაზებთ მწვანე ჩაის ჯანჯაფილით, ლიმონითა და პიტნით, ასევე შავ ჩაის ციტრუსით, ფორთოხლითა და დარიჩინით,“ - განმარტავს ნანა მელაშვილი.

კომპანია სამომავლოდ ქსელური მარკეტების კუთხითაც გეგმავს გაფართოებას.

„რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარსა და ქსელურ მარკეტებს, „ბათუმის ბილიონში“ გვინდა, რომ ჩვენი პროდუქცია განვათავსოთ, თუ პირობებს მოვერგებით. ჩვენ მცირე წარმოება გვაქვს, „ბილიონის“ ქსელთან რამდენჯერმე გვქონდა მოლაპარაკება. გვითხრეს, რომ პროდუქცია ყველა მაღაზიაში უნდა განთავსდეს, ხოლო ქსელი მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები დავიწყეთ, მნიშვნელოვნად გაფართოვდა. თუ პროდუქციის რაოდენობას მნიშვნელოვნად გავზრდით, ალბათ, ამ ქსელშიც შევალთ. ჯერ სეზონი არ დასრულებულა და სექტემბრის ბოლოს გვეცოდინება წარმოებული პროდუქციის რაოდენობის შესახებ“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

ჩაი „ჩანიტი“ ასორტიმენტის ზრდასთან ერთად ექსპორტის მიმართულებითაც აქტიურად გეგმავს განვითარებას.

„ჩვენს სამომავლო გეგმებში ასორტიმენტის გაფართოება და ექსპორტის მიმართულების განვითარება შედის. ველოდებით სერბეთში ექსპორტის განხორციელებას. ასევე, შემოთავაზება გვაქვს კრასნოდარის მხარიდანაც, სადაც ნიმუშები გაგზავნილი და მოწონებულია. საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. ასევე, მცირე რაოდენობით დავიწყეთ ექსპორტი ამერიკაში“, - აღნიშნავს ნანა მელაშვილი.

ინფორმაციისთვის, ჩაი „ჩანიტი“ მზადდება ოზურგეთის რაიონის სოფელ გაღმა დვაბზუში, ოჯახურ საწარმოში, ტრადიციული მეთოდით. ნედლეული მოწოდებულია ნასაკირალის ფერდობებიდან. ჩაის დამუშავება მოიცავს მწვანე ფოთლის შერჩევას, გრეხვას, ფერმენტაციასა და შრობას - ყველა ეტაპის ზუსტი დაცვით მიიღება მაღალი ხარისხის ჩაი, რომელიც გამოირჩევა მდიდარი არომატითა და დახვეწილი გემოთი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა