მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.3
0.0004
flag
AZN 1.5312
-0.0001
flag
CNY 38.806
-0.0011
flag
EUR 2.9263
0.0094
flag
GBP 3.4478
0.0048
flag
KZT 57.66
0.0071
flag
TRY 0.0529
-0.0001
flag
USD 2.6025
-0.0007
news banner

2026 წლისთვის ჩვენ საერთაშორისო გაფართოებას კიდევ უფრო მეტი აქტიურობით გავაგრძელებთ და შევეცდებით, რომ ამ მიმართულებით მეტი რესურსი ჩავდოთ - „გორგია“

news image
mbc image

2026 წლისთვის ჩვენ საერთაშორისო გაფართოებას კიდევ უფრო მეტი აქტიურობით გავაგრძელებთ და შევეცდებით, რომ ამ მიმართულებაში მეტი რესურსი ჩავდოთ და უფრო მეტი დრო დავხარჯოთ საერთაშორისო ოპერირებისთვის, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან  „გორგიას“ გენერალურმა დირექტორმა თორნიკე გურულმა განაცხადა. მისი თქმით, 2026 წლის ძირითადი თემებია ასევე ქსელის გაფართოება საქართველოში

„2025 წელი „გორგიასთვის“ იყო ისტორიული, რადგან ჩვენ საცალო მიმართულებით 3 000 კვ/მ ობიექტი გავხსენით ერევანში და უფრო მეტად გავაფართოვეთ საერთაშორისო მიმართულება. სომხეთის გარდა აქტიურობა დავიწყეთ აზერბაიჯანშიც და ეს ორი მიმართულება „გორგიასთვის“ 2025 წელს ყველაზე პრიორიტეტული იყო.

2026 წლისთვის ჩვენ საერთაშორისო გაფართოებას კიდევ უფრო მეტი აქტიურობით გავაგრძელებთ და შევეცდებით, რომ ამ მიმართულებაში მეტი რესურსი ჩავდოთ და უფრო მეტი დრო დავხარჯოთ საერთაშორისო ოპერირებისთვის.

რაც შეეხება საქართველოს, ადგილობრივ ბაზარზე სტანდარტული ზრდა გვქონდა

2026 წლისთვის ძირითადი თემებია ასევე ქსელის გაფართოება საქართველოში. ჩვენ რამდენიმე ობიექტს დავამატებთ. ამ ეტაპზე ვმუშაობთ თბილისში კიდევ ერთი ობიექტის დამატებაზე. ასევე უახლოეს პერიოდში გავხსნით ჩვენს ჰიპერმარკეტს ფოთში. თბილისში მალე გვექნება - გლდანში  „სითი მოლის“ რემონტის გამო დაკეტილი იყო ჩვენი ობიექტი და ამ ობიექტს ახლიდან გავხსნით. შესაბამისად 2026 წელს თბილისში 2 ობიექტი დაგვემატება. ასევე ინტენსიურად ვმუშაობთ ორ სხვადასხვა ქალაქში ობიექტის გახსნაზე, რომელსაც მოგვიანებით დავაანონსებთ“, - განმარტავს თორნიკე გურული.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „მუსიკის სახლი“ ახალი ფილიალის გახსნას და ელექტრონული კომერციის პლატფორმის ამოქმედებას გეგმავს

06.10.2026.18:00

2005 წელს დაარსებული „მუსიკის სახლი“ საქართველოში მუსიკალური ინსტრუმენტებისა და აუდიო-ვიზუალური ტექნიკის მიმართულებით საქმიანობს და მომხმარებლებს 20-მდე საერთაშორისო ბრენდის პროდუქციას სთავაზობს.
კომპანიის საქმიანობის, მომხმარებელთა მოთხოვნისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს „მუსიკის სახლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სოფო ბერიაშვილი ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

„მუსიკის სახლი“ 2005 წელს ოთხი მეგობრის საერთო იდეით დაარსდა. დღეს „მუსიკის სახლი“ მუსიკალური ინსტრუმენტებისა და აუდიო-ვიზუალური ტექნიკის მაღაზიაა, რომელიც საქართველოში 20-მდე საერთაშორისო ბრენდს ოფიციალურად წარმოადგენს. მომხმარებლებს ვთავაზობთ არჩევანს როგორც პირველი ინსტრუმენტის შესაძენად, ისე პროფესიული საქმიანობისთვის.

ჩვენ გვსტუმრობენ ინდივიდუალური მომხმარებლები, მუსიკოსები და ორგანიზაციები - მათ შორის სკოლები, თეატრები, საკონცერტო სივრცეები და რესტორნები. პროდუქციის შერჩევა შესაძლებელია თბილისისა და ბათუმის ფილიალებში, ასევე, ონლაინ. ამ წლების განმავლობაში, ჩვენი მთავარი მიზანი იყო, საერთაშორისო ბრენდების ხარისხიანი პროდუქცია საქართველოში უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა. დღეს კი, ჩვენს მაღაზიებში, მსურველებს შეუძლიათ, შეიძინონ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ინსტრუმენტები.

როგორ აფასებთ მომხმარებლის მოთხოვნას და რომელ კატეგორიებსა და პროდუქტებზე ფიქსირდება ყველაზე დიდი ინტერესი?

ყველაზე მოთხოვნადი კატეგორიები კლავიშიანი ინსტრუმენტები და გიტარებია. ამ მიმართულებებში, მომხმარებლებს ვთავაზობთ ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Roland, Casio, Fender, Gibson, Epiphone და Alhambra და ა.შ. „მუსიკის სახლის“ მომხმარებლების ინტერესები მრავალფეროვანია. ჩვენთან სასურველ პროდუქტს პოულობენ პროფესიონალი მუსიკოსები, დამწყებები და მოყვარულები.

ბოლო პერიოდში, აქტიური მუშაობის შედეგად, გაიზარდა ინტერესი სახლის აუდიოტექნიკის მიმართ, რომელიც მომხმარებელს საკუთარ სივრცეში მუსიკის ხარისხიანად მოსმენის საშუალებას აძლევს. მელომანების მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, მომავალში, ამ კატეგორიაში უფრო მეტი ბრენდი და მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ სტუმრებს.

ჩვენს ასორტიმენტში, ასევე, წარმოდგენილია მუსიკის შექმნისთვის საჭირო აღჭურვილობა, ბგერითი თერაპიისა და სამედიტაციო ინსტრუმენტები. თითოეულ მიმართულებაში მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, ჟღერადობა და მის საჭიროებებთან შესაბამისობა.

როგორ ვითარდება „მუსიკის სახლის“ ასორტიმენტი და რა ახალი ბრენდების ან პროდუქტების დამატებას გეგმავთ?

„მუსიკის სახლის“ ასორტიმენტი მუდმივად ვითარდება. ვაკვირდებით მომხმარებლების ინტერესებსა და მსოფლიო მუსიკალურ ბაზარზე არსებულ სიახლეებს, რათა სხვადასხვა გამოცდილებისა და საჭიროების მქონე მუსიკოსებსა და მელომანებს საქართველოში ფართო არჩევანი შევთავაზოთ.

ამ კუთხით, ეს წელი ჩვენთვის გამორჩეული იყო. დავამატეთ ისეთი ბრენდები, როგორიცაა: Gibson, Epiphone, KRK, Peavey და Steinberger. 2027 წლისთვის უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ახალ ბრენდებთან. ვგეგმავთ, გავაფართოოთ მელომანებისთვის განკუთვნილი სახლის აუდიოტექნიკისა და Hi-Fi მოსასმენი მოწყობილობების არჩევანი, ასევე გავაძლიეროთ პროფესიონალური აუდიოსისტემების მიმართულება და მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი შეთავაზებები მოვუმზადოთ.

რა არის კომპანიის განვითარების მთავარი სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები?

ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, „მუსიკის სახლი“ კიდევ უფრო ახლოს იყოს ადამიანებთან, რომლებიც მუსიკას ქმნიან, უსმენენ ან ამ ინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებს დგამენ. ვხსნით ახალ ფილიალს და წელსვე ვუშვებთ ახალ ვებგვერდს, ელექტრონული კომერციის პლატფორმას, რომელიც მომხმარებლებს ინსტრუმენტების შერჩევის პროცესს გაუმარტივებს. ამასთან, ვაფართოებთ ასორტიმენტს და ვაძლიერებთ პროფესიონალური აუდიოსისტემების მიმართულებას.

ასევე, ვგეგმავთ თანამშრომლობის გაღრმავებას მუსიკოსებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სხვა ორგანიზაციებთან. ჩვენთვის განვითარება მხოლოდ ახალი პროდუქტების დამატებას არ ნიშნავს. გვსურს, მეტ ადამიანს მივცეთ მუსიკასთან დაახლოების შესაძლებლობა და დავეხმაროთ მათ საჭიროებებზე მორგებული ინსტრუმენტებისა და აუდიოტექნიკის შერჩევაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა