2028 წლისთვის ტურიზმის სექტორში განთავსების ადგილების მიწოდება 27%-ით გაიზრდება - TBC Capital
2028 წლისთვის ტურიზმის სექტორში განთავსების ადგილების მიწოდება 27%-ით გაიზრდება, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ სექტორულ მიმოხილვაშია აღნიშნული. თიბისი კაპიტალის ცნობით, 2025 წლის პირველ ნახევარში ზომიერად გაიზარდა როგორც საერთაშორისო ვიზიტები, ისე - შემოსავლები ტურიზმიდან.
მეზობელი ქვეყნებიდან ვიზიტების მერყეობას აკომპენსირებს ახლო აღმოსავლეთი, ისრაელი, ევროპა და ახალი ბაზრები. ვიზიტების ზრდის 90% სწორედ ამ ქვეყნებსა და რეგიონებზე მოდის.
„2028 წლისთვის საწოლების მიწოდება 27%-ით გაიზრდება და დატვირთულობის ამჟამინდელი დონის შესანარჩუნებლად საჭირო იქნება ტურისტების რაოდენობის წლიურად 5%-ით ზრდა 2025-2028 წლების პერიოდში“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.