მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2050 წლამდე სწორებას ვაკეთებთ 19 მილიონიან მგზავრნაკადზე - მარიამ ქვრივიშვილი თბილისის ახალ აეროპორტზე

news image
mbc image

ჩვენი გეგმები და ამბიციები განხორციელდება 2050 წლამდე, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ქვეყნისთვის აეროპორტი ისტორიული პროექტია და შესაბამისად, როდესაც ხდება დაგეგმარება მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ძალიან გრძელ ვადაზე გათვლილი ინფრასტრუქტურული პროექტი, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

როგორც ქვრივიშვილი განმარტავს, ახალი აეროპორტი ყოველწლიურად 19 მლნ მგზავრია გატარებას შეძლებს. 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკურმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, როდესაც საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მოხდება არსებული, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის რელოკაცია და სრულიად ახალი აეროპორტი ვაზიანის ტერიტორიაზე აშენდება.

საწყის ეტაპზე უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა, ტექნიკური ისევე როგორც მიზანშეწონილობის კვლევები. რა თქმა უნდა ჩვენ გვქონდა არჩევანი გასაკეთებელი 2 ძირითად გადაწყვეტილებას შორის: პირველი,  შეგვეძლო თუ არა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარება, რომელიც გრძელვადიან პირობებში უპასუხებდა იმ მოთხოვნას, იმ ზრდის დინამიკასა და იმ ტექნიკურ ამოცანებს, რომელსაც აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს ჩვენი ქვეყნის მთავარი აეროპორტი.

მეორეს მხრივ, თუ რას მიიღებდა სახელმწიფო, რამხელა გამტარუნარიანობის აეროპორტს, დამატებით რა საავიაციო, ტურისტულ თუ ეკონომიკურ სარგებელს, თუ კი მოხდებოდა აეროპორტის რელოკაცია.

შესაბამისად ამ ორი გადაწყვეტილების გარშემო გაკეთდა არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს, რომლის მხარდაჭერისა და ჩართულობით ჩამოყვანილი გვყავდა ექსპერტთა გუნდი, ასევე დიდი წვლილი აქვს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აეროპორტების გაერთიანების გუნდს იმაში, რომ მოხდა ძალიან სწორი ფორმულირება ორი ძირითადი კრიტერიუმის: პირველი ეს გახლავთ წმინდა საავიაციო მოთხოვნები, რა არის ის მგზავრთნაკადი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მომდევნო წლების განმავლობაში მიიღებს. მეორე, რა ეკონომიკურ სარგებელს მიიღებდა ჩვენი ქვეყანა, და ცხადია, ამ ტექნიკური ანალიზების საფუძველზე საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაზიანის ტერიტორიაზე აეროპორტის რელოკაცია იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის უფრო მომგებიანი გადაწყვეტილება. 

ჩვენი გეგმები და ჩვენი ამბიციები სწორდება 2050 წლამდე, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ქვეყნისთვის აეროპორტი არის ისტორიული პროექტი და შესაბამისად, როდესაც ხდება აეროპორტის დაგეგმარება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ძალიან გრძელ ვადაზე გათვლილი ინფრასტრუქტურული პროექტი. შესაბამისად 2025 წლამდე არსებობს შეფასებები, რის ფარგლებშიც ნათლად ჩანს, რომ თუ კი საქართველო განაგრძობს მინიმუმ არსებული ზრდის ტემპით განვითარებას, საქართველო შეძლებს, რომ 19 მლნ მგზავრზე მეტი გაატაროს ქვეყნის მთავარ აეროპორტში.

აქვე უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ძალიან ამბიციური გეგმა. ეს არის ის გეგმა, რომელიც საქართველოს ნამდვილად შეუძლია, რომ შეასრულოს იმ პირობებში, როდესაც ჩვენ მეტწილად დამოკიდებული ვართ საერთაშორისო ავიაკომპანიებზე.  იმედი გაქვს, რომ  საქართველოში იქნებიან ძლიერი ქართული ავიაკომპანიები და ისინი ამ პროგრესს კიდევ უფრო დააჩქარებენ, რადგანაც ხელს შეუწყობენ მგზავრთნაკადის შემოყვანას ქვეყანაში. ანუ ჩვენს სწორებას 2050 წლამდე ვაკეთებთ 19 მლნ-იან მგზავრნაკადზე“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა