მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.6
0.0007
flag
AZN 1.5345
-0.0005
flag
CNY 38.866
-0.0024
flag
EUR 3.0097
-0.0015
flag
GBP 3.5155
-0.0034
flag
KZT 58.27
0.0008
flag
TRY 0.0536
-0.0001
flag
USD 2.6085
-0.0006
news banner

22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა

news image
mbc image

ლიბერთის მხარდაჭერით „იბერია 1999"-მა UEFA Europa League-ის III საკვალიფიკაციო ეტაპის მნიშვნელოვანი მატჩი წარმატებით დაასრულა და Conference League-ზე ადგილი უკვე გაინაღდა.

11 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, „იბერიამ" ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნე" ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

მომდევნო ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში „იბერია 1999" UEFA Europa League-ის ეტაპზე იასპარეზებს.

„იბერიას" წარმატება ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. კლუბმა ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებას, ქართული ფეხბურთის გაძლიერებასა და კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებას დაუთმო. „იბერია 1999" საქართველოს ჩემპიონი 2018, 2024 და 2025 წლებში გახდა, ასევე ფლობს საქართველოს თასს (2019, 2021, 2023) და სუპერთასს (2020, 2024, 2025), რის შედეგადაც დღეს ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კლუბად მიიჩნევა.

კლუბის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაა - „იბერია 1999"-ის მიზანია ნიჭიერ ქართველ მოთამაშეებს მისცეს პროფესიული ზრდისა და საერთაშორისო დონეზე საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შესაძლებლობა.

ლიბერთი, 2 წელია რაც კლუბის გენერალური სპონსორია და მხარს უჭერს გუნდის განვითარებასა და წარმატებას. „იბერიას" ისტორიის ახალი ეტაპი ახლა უკვე ევროპულ მოედანზე, ახალი მატჩებით, ახალი გამოცდილებითა და ახალი შესაძლებლობებით გაგრძელდება.

ლიბერთი ბანკის შესახებ :

2026 წლის აპრილში, ლიბერთი ბანკის აქციების 95.99% ბაზისბანკმა შეიძინა.
ლიბერთი, ბაზისბანკის ჯგუფის წევრი, საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება 1.76 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს.

ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 700-მდე ბანკომატით, ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5,600-ს აღემატება. 2026 წლის ივნისის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 6.34 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.64 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 4.95 მლრდ ლარი. ბანკის 2026 წლის პირველი 6 თვის წმინდა მოგება 53 მილიონი ლარია, ხოლო 2025 წელს წმინდა მოგებამ 128 მილიონი ლარი შეადგინა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ვენეციის ფესტივალი, განახლებული სასაჩუქრე ნაკრებები და ახალი მიმართულებები - როგორია Piel Naturals-ის შემოდგომის სიახლეები

16.09.2026.14:00

„პიელ ნატურალსი“ შემოდგომის სეზონს განახლებული ასორტიმენტითა და ახალი სასაჩუქრე ნაკრებებით ხვდება. მიმდინარე სიახლეებზე Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელი თათუკა ლომაძე ესაუბრა.

„სექტემბერი ჩვენთვის, როგორც ახალი წელი, ისეა. ვემზადებით და ვქმნით ახალ სასაჩუქრე ნაკრებებს, რომლებიც ისეთივე ფერადია, როგორიც შემოდგომაა. მომხმარებელს თავად შეუძლია, სურვილის მიხედვით, შეარჩიოს სასაჩუქრე ნაკრების შემადგენლობა. ახალი ფორმის ბოქსები სულ მალე ჩაეშვება. ასევე, ბავშვებისთვის საჩუქრად გვექნება გამრავლების ტაბულის ცხრილის სანიშნე. ათივე ფილიალში განახლებული ასორტიმენტით ვმასპინძლობთ როგორც ბავშვებს, ისე ზრდასრულებს.

ამასთან, გაფართოვდა ჩვენი თანამშრომლობა სასტუმროებისა და სპა მიმართულებით - „საირმესთან“ თანამშრომლობა გავაფართოვეთ, „ჰეკატეს ბაღისთვის“ ახალი პროდუქცია დავამზადეთ, ხოლო რითეილის მიმართულებით „ბათუმის შერატონში“ შევედით.

გარდა ამისა, ვენეციის კინოფესტივალში მივიღეთ მონაწილეობა, სადაც ქართული ფილმის „გურიას“ პრემიერა გაიმართა. სპეციალურად ვიყავით ჩასულები იმისთვის, რომ ადგილზე გადაგვეცა ჩვენი საჩუქრები მხარდაჭერისა და პატივისცემის ნიშნად რეჟისორებისთვის, ორგანიზატორებისა და მსახიობებისთვის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ის არის, რომ პირადად მე ბრიტანული სერტიფიცირების ფორმულატორის სერტიფიკატი მომენიჭა. ორწლიანი კოლეჯი წარმატებით დავამთავრე და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი ამბავია, რომ ახლა ბრიტანული აკრედიტაციის ფორმულატორი ვარ“, - აცხადებს თათუკა ლომაძე.

ინფორმაციისთვის, Piel Naturals არის №1 ქართული პრემიუმ თავის მოვლის კოსმეტიკის ბრენდი, რომლის მთავარი ნიშა არის პარაბენების, პარაფინისა და სილიკონების გარეშე შექმნილი პროდუქცია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა