მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

23 და 24 ოქტომბერს, თბილისში iGaming კონფერენცია SBC Summit Tbilisi ჩატარდება

news image
mbc image

23 და 24 ოქტომბერს, თბილისში, ჩატარდება iGaming კონფერენცია SBC Summit Tbilisi, რომელიც გაიმართება ბრიტანული ორგანიზაციის, SBC-ისა და ქართული კომპანიის SMH-ის თანაორგანიზებით.

ღონისძიებას დაესწრება ათასზე მეტი დელეგატი არაერთი ქვეყნიდან, მათ შორის იქნებიან iGaming ინდუსტრიის მაღალი რანგის წარმომადგენლები, ბაზრის სხვადასხვა ლიდერი კომპანებიდან. 23 ოქტომბერს გაიმართება წინასარეგისტრაციო ღონისძიება და წვეულება, რომელსაც სასტუმრო ,,სტამბა’’ უმასპინძლებს, ხოლო 24 ოქტომბერს კი ჩატარდება ღონისძიების ძირითადი ნაწილი სასტუმრო ,,შერატონში,’’ რის შემდეგაც გაიმართება ვახშამი და დასკვნითი წვეულება რესტორან ,,რესპუბლიკაში.’’

დელეგატების წინაშე წარდგება 40 სპიკერი, რომელთა შორისაც იქნებიან სხვადასხვა უმსხვილესი კომპანიების ტოპ მენეჯერები და სპორტსმენები. შესაბამისად, დამსწრე საზოგადოებას ექნება საშუალება მიიღოს ახალი ინფორმაცია ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ინოვაცია, აუთსორსინგი, ბიზნესის გაფართოება, სპორტი, განვითარებადი ბაზრის შესაძლებლობები და რაღათქმაუნდა, iGaming.

SBC არის ინდუსტრიაში წამყვანი ივენთების ორგანიზატორი კომპანია, რომელიც მართავს გლობალურ კონფერენციებსა და გამოფენებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის ისეთ ქალაქებში როგორებიც არის: ნიუ-იორკი, ლონდონი, ტორონტო, ბარსელონა, ლისაბონი და მრავალი სხვა. SBC საოპერაციო არეალი ასევე მოიცავს უმსხვილეს ნიუს პლატფორმას სპორტული სექტორისა და iGaming-ის ინდუსტრიაში უნიკალური კონტენტით, ინოვაციებისათვის, სექტორის ზრდისა და განვითარებისთვის.

SMH არის ქართული კომპანია, რომელიც აქტიურად ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე iGaming-ისა და სპორტის მიმართულებით. ბრენდი 2017 წლიდან ჩართულია სხვადასხვა მიმართულებით სპორტული მედიის, სპორტული ფედერაციების, კლუბების და სპორტული სარეკლამო ინვენტარის მენეჯმენტში.

აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველად მასპინძლობს მსგავსი დონისა და სტანდარტების კონფერენციას.

აღნიშნულ სამიტთან დაკავშირებით, კომენტარი SMH-ის დამფუძნებელმა, ლაშა მაჭავარიანმა გააკეთა:
,,ბედნიერი ვარ, რეგიონში SBC-ს გაფართოებას სწორედ SMH რომ ახორციელებს. განსაკუთრებულად მიხარია ის ფაქტი, რომ აღნიშნული კონფერენცია ტარდება თბილისში, ქალაქში, სადაც ჩვენი კომპანია არის დაფუძნებული, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო უფრო მკაფიოდ მოვნიშნოთ iGaming-ის იმ დამსახურებულ რუქაზე, რომელზეც ჩვენი დიდხნიანი პოზიციონირება და განვითარება ნათლად ჩანს. ამდენად დიდი ბრენდის საქართველოში შემოყვანით, ჩვენ ერთგვარ პლათფორმას ვთავაზობთ ამ ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებს, რათა გავიდნენ საერთაშორისო ბაზარზე, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენთვის.’’

 

ვრცლად იხილეთ: https://sbcevents.com/sbc-summit-tbilisi/

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა