მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გემო ქვეყნის ყველა კუთხიდან: გამორჩეული ქართული კერძები Glovo-ზე

news image
mbc image

საქართველოში სამზარეულო მხოლოდ ტრადიცია კი არა, კულტურა და ყოველდღიური სიხარულია. Glovo-ს აპლიკაციით სულ რამდენიმე დაწკაპუნებაში შეგიძლიათ დააგემოვნოთ მონატრებული გემოები და კვლავ დაბრუნდეთ მშობლიურ სოფელში, ბებიას გაწყობილ სუფრასთან.

ამ დროისთვის, Glovo-ზე ყველაზე პოპულარული ქართული რესტორნებია:

 

  • „ხინკლის სახლი“ ხინკლის მოყვარულებისთვის შეუცვლელი არჩევანია. არ აქვს მნიშვნელობა, კლასიკური ხინკალი გიყვართ, სოკოს, ხაჭოსი თუ კარტოფილის  — Glovo პირდაპირ სუფრაზე მოგიტანთ ქართული სამზარეულოს მთავარ მშვენებას.

 

  • „2 ტონაში“ ხორცის ნამდვილი ზეიმია! გამომცხვარი ღორის ნეკნები ბარბექიუს სოუსით, ხბოს ხორცის ჩაქაფული, ხინკალი თუ პრემიუმ ხარისხის კრაფტ ლუდი - აქ ყველაფერია, რათა ჩვეულებრივი დღე ქართული გემოს დღესასწაულად გადააქციოთ.

 

  • „წისქვილი“ კი პირდაპირ თქვენს სახლში შემოიტანს საქართველოს სოფლური სუფრის განწყობას. აქ აღმოაჩენთ საუკეთესო ღომსა და ყველს, კუბდარს, ცხელ-ცხელ შოთის პურებს, ხაჭაპურს, ლობიანს და ყველაფერს, რაც ქართული სუფრის წარმოდგენაზე გაგახსენდებათ.

ცხადია, არც ერთი ქართული გემო არ არის სრულყოფილი ქართული ღვინის გარეშე. ყველაზე დიდი არჩევანს კი „8000 მოსავალში“ აღმოაჩენთ. აქ სასმლის ყოველი წვეთი ასახავს ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და ჩვენი მიწის სიძლიერეს.

Glovo-ზე არა მხოლოდ ცნობილი რესტორნები დაგხვდებათ, არამედ ბევრი სხვადასხვა მცირე თუ საშუალო ზომის ობიექტი, რომლებიც ნამდვილ ქართულ, ავთენტურ, ტრადიციულ თუ მოდერნიზებულ კერძებს სთავაზობენ მომხმარებლებს.  ღომი და ნადუღი სოფლის სტილში, კუბდარი სვანეთიდან, თონის პურის სენდვიჩები, ფხალი, იმერული ეკალა, წიწილა მაყვლის სოუსში, ფუჩხოლია თუ ნამდვილი კახური მწვადები - რაც არ უნდა „გწყუროდეთ“, Glovo გაძლევთ შესაძლებლობას, სახლიდან გაუსვლელად მოიწყოთ კულინარიული მოგზაურობა ჩვენი ქვეყნის გარშემო.

რომელია თქვენი ფავორიტი? გვიპასუხეთ კომენტარებში - ერთად გავაგრძელოთ ქართული გემოებით სავსე მოგზაურობა! 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა