ბოლო წლების განმავლობაში, ქართული რძის ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, არ ჩამოუვარდება საერთაშორისო და ევროპული ქვეყნების სტანდარტებს - კომპანია „ქართული რძის პროდუქტები“ დირექტორი
„ბოლო წლების განმავლობაში, ქართული რძის ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, არ ჩამოუვარდება საერთაშორისო და ევროპული ქვეყნების სტანდარტებს როგორც გადამმუშავებლები, ასევე ორგანიზებული ფერმები. ბევრ სხვა ინდუსტრიასთან შედარებით, რძის ინდუსტრიაში ძალიან დიდი პროგრესია, თუმცა ასევე ბევრია გასაკეთებელი. ცოტაც დარჩა იგივე არაორგანიზებული წარმოების კონტროლის კუთხით. ახლოს ვართ სრულყოფასთან, რასაც ვერ ვიტყვით ბევრ სხვა ინდუსტრიაზე, მაგრამ რატომღაც, პრობლემა რომ წარმოიშვება, ბევრად მტკივნეულად აღიქმება ჩვენს ინდუსტრიაში“, - განაცხადა კომპანიის „ქართული რძის პროდუქტები“ დირექტორმა გიორგი ლიპარტელიანმა სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
კომპანიას „ქართული რძის პროდუქტები“ დანერგილი აქვს როგორც ISO-ს, ასევე HACCP-ის სტანდარტი. მუშაობს შიდა კონტროლის მექანიზმები.
„შეიძლება ითქვას, რომ იდეალურად კონტროლდება ყველაფერი, როგორც ჩვენთან, ასევე დიდ გადამმუშავებლებთან. რაც შეეხება სურსათის უვნებლობის მხრიდან ორგანიზებული ფერმების და გადამმუშავებლების კონტროლს, იმდენად ინტენსიურია, რომ შეუძლებელია არ დაიცვა სტანდარტი. რამდენიმე ამბავი შეიძლება ერთმანეთთან დავაკავშიროთ და გასაგებია, ხალხის შეშფოთება, რაც ერთი მხრივ კარგია, კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება და კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს ყველა თავის პროდუქტს და თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებს“, - აღნიშნა გიორგი ლიპარტელიანმა.
შეხვედრას, რომელშიც სექტორის 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, ხაზი გაესვა ბიზნესოპერატორისა და სააგენტოს ვალდებულებებს, თანამშრომლობასა და საერთო ძალისხმევას, რაც უზრუნველყოფს სარეალიზაციო ქსელში განთავსებული რძისა და რძის პროდუქტების უვნებლობასა და საიმედოობას.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე 2025 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის მწარმოებელ კომპანიებსა და სარეალიზაციო ობიექტებში 4786 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა; დარღვევების მაჩვენებელმა, აპრილის მონაცემებით, 3,3% შეადგინა. გასულ, 2024 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 17 ათასი სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, დარღვევების მაჩვენებელმა 3,2% შეადგინა, მათ შორის კომპანია „ქართული რძის პროდუქტებში” 2024 წელს განხორციელდა 8 სახელმწიფო კონტროლი, დარღვევა არ გამოვლინდა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.