მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სახელმწიფოს ინტერესი და როლი ამ შემთხვევაში არის, რომ ოქროს შუალედი ვიპოვოთ, რათა ბიზნეს ინტერესები იყოს დაცული, მაგრამ მოსახლეობის ინტერესებიც იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული - ლევან მახაშვილი „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ საქმეზე

news image
mbc image

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“, სახელმწიფოსა და პროფკავშირებს შორის მოლაპარაკებების თაობაზე ისაუბრა. 

როგორც მახაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს ინტერესი და როლი ამ შემთხვევაში არის ის, რომ იპოვოს ერთგვარი ოქროს შუალედი, რათა ერთის მხრივ ბიზნეს ინტერესები იყოს დაცული და ამავდროულად მოსახლეობის ინტერესებიც იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული.

„ერთის მხრივ გასაგებია კერძო კომპანიის პრიორიტეტები და ინტერესები, რომ მას არ უნდა რამდენიმე თვის განმავლობაში უწყვეტად, უსასრულოდ, წამგებიან რეჟიმში იმუშაოს. ეს ერთის მხრივ გასაგებია ბიზნესის მხრიდან. მეორეს მხრივ, სახელმწიფოს მხრიდანაც და მოსახლეობის მხრიდანაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ადამიანი არ დარჩეს სამსახურის გარეშე და ის სოციალური პასუხისმგებლობა, რაც ნებისმიერ ბიზნეს კომპანიას, მითუმეტეს ამხელა ბიზნესს აკისრია ხოლმე, ეს სოციალური პასუხისმგებლობა იყოს სრულად გააზრებული და პატივცემული. ამიტომ სახელმწიფოს ინტერესი და როლი ამ შემთხვევაში ის არის, რომ ერთგვარი ოქროს შუალედი ვიპოვოთ, რომ ერთის მხრივ ბიზნეს ინტერესები იყოს დაცული, მაგრამ მოსახლეობის ინტერესებიც იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული. ამ პროცესში არის ჩართული სახელმწიფო, სწორედ რომ ეს ოქროს შუალედი ვიპოვოთ და იმედია, რომ უახლოეს მომავალში ვიპოვით საუკეთესო გამოსავალს“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა