მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

25–26 დეკემბერს Spotlight 2026 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაიმართება

news image
mbc image

25–26 დეკემბერს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Spotlight 2026 გაიმართება. წლევანდელი ღონისძიების თემაა „შერეკილები“. მისი შთაგონება რეზო გაბრიაძის ამავე სახელწოდების ნაწარმოებია, რომლის გმირებიც ფრენის იდეას მაშინაც არ თმობენ, როცა გარშემომყოფებს მისი განხორციელება შეუძლებლად მიაჩნიათ.

Spotlight-ის სპიკერები აუდიტორიას საკუთარი გამოცდილებიდან კონკრეტულ მაგალითებს გაუზიარებენ. ისინი ისაუბრებენ, როგორ გადადგეს პირველი ნაბიჯი, რომელმა გადაწყვეტილებებმა გაამართლა და რა შეცვალეს, როცა შედეგმა მოლოდინი არ გაამართლა.

„მოხარული ვართ, რომ Spotlight 2026-ის მხარდამჭერები ვართ. წლევანდელი თემა - „შერეკილები“ ძალიან ახლოსაა ჩვენს მთავარ გზავნილთან „არ გაჩერდე“. გამორჩეული წარმატება ხშირად იმით იწყება, რომ ვიღაც გაბედავს და სცდის იმას, რაც სხვებს შეუძლებლად ეჩვენებათ. სწორედ ასეთი ადამიანები არ ჩერდებიან პირველი დაბრკოლებისას და იდეებს რეალობად აქცევენ. გვიხარია, რომ Spotlight-ის სცენაზე ისინი საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ“, - ამბობს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.

25 დეკემბერს მოწვეული სტუმრებისთვის განკუთვნილი პროგრამა „კაცებისა“ და დავით გოგიჩაიშვილის სესიებით დაიწყება და თეატრალურ ფორმატში გაგრძელდება. 26 დეკემბერს მთავარი სცენა სპიკერების გამოსვლებს დაეთმობა. 26 დეკემბრის ღონისძიების ბილეთების გაყიდვა 7 დეკემბერს დაიწყება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა