მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.1
-0.0065
flag
AZN 1.5242
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0067
flag
EUR 2.8423
-0.0124
flag
GBP 3.3968
-0.0191
flag
KZT 56.84
-0.0077
flag
TRY 0.0513
-0.0001
flag
USD 2.5926
-0.0007
news banner

25–26 დეკემბერს Spotlight 2026 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაიმართება

news image
mbc image

25–26 დეკემბერს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Spotlight 2026 გაიმართება. წლევანდელი ღონისძიების თემაა „შერეკილები“. მისი შთაგონება რეზო გაბრიაძის ამავე სახელწოდების ნაწარმოებია, რომლის გმირებიც ფრენის იდეას მაშინაც არ თმობენ, როცა გარშემომყოფებს მისი განხორციელება შეუძლებლად მიაჩნიათ.

Spotlight-ის სპიკერები აუდიტორიას საკუთარი გამოცდილებიდან კონკრეტულ მაგალითებს გაუზიარებენ. ისინი ისაუბრებენ, როგორ გადადგეს პირველი ნაბიჯი, რომელმა გადაწყვეტილებებმა გაამართლა და რა შეცვალეს, როცა შედეგმა მოლოდინი არ გაამართლა.

„მოხარული ვართ, რომ Spotlight 2026-ის მხარდამჭერები ვართ. წლევანდელი თემა - „შერეკილები“ ძალიან ახლოსაა ჩვენს მთავარ გზავნილთან „არ გაჩერდე“. გამორჩეული წარმატება ხშირად იმით იწყება, რომ ვიღაც გაბედავს და სცდის იმას, რაც სხვებს შეუძლებლად ეჩვენებათ. სწორედ ასეთი ადამიანები არ ჩერდებიან პირველი დაბრკოლებისას და იდეებს რეალობად აქცევენ. გვიხარია, რომ Spotlight-ის სცენაზე ისინი საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ“, - ამბობს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.

25 დეკემბერს მოწვეული სტუმრებისთვის განკუთვნილი პროგრამა „კაცებისა“ და დავით გოგიჩაიშვილის სესიებით დაიწყება და თეატრალურ ფორმატში გაგრძელდება. 26 დეკემბერს მთავარი სცენა სპიკერების გამოსვლებს დაეთმობა. 26 დეკემბრის ღონისძიების ბილეთების გაყიდვა 7 დეკემბერს დაიწყება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ზესტაფონში თიბისის განახლებული კონცეფციის ფილიალი გაიხსნა

24.11.2026.14:55

თიბისიმ ზესტაფონში განახლებული ფილიალი გახსნა. განახლებული ფილიალი მომხმარებლებს თანამედროვე, კომფორტულ და მათ საჭიროებებზე მორგებულ გარემოს სთავაზობს, სადაც საბანკო მომსახურების მიღება კიდევ უფრო მარტივი და მოსახერხებელია. ფილიალში ხელმისაწვდომია სრული საბანკო, საკრედიტო, სადაზღვევო და ბიზნეს მომსახურება, პირადი ბანკირის სერვისი და დღე-ღამის ნებისმიერ დროს, 24/7 თვითმომსახურების სივრცე.

ფილიალის გახსნის ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესსექტორისა და თიბისის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ზესტაფონს ძლიერი სამრეწველო ისტორია და აქტიური ბიზნესგარემო აქვს. ქალაქის მსხვილ საწარმოებს ათწლეულებია მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში. პარალელურად ვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი, ინდივიდუალური მეწარმეები და ადგილობრივი მოსახლეობა, რომელთაც განსხვავებული საჭიროებები და მიზნები აქვთ. თიბისისთვის მნიშვნელოვანია, თითოეული მათგანისთვის იყოს სანდო და სრულფასოვანი პარტნიორი, რომელიც მათ საჭიროებებს უპასუხებს, საქმიანობის განვითარებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნაში დაეხმარება.

ზესტაფონის ფილიალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა მომხმარებელზე ზრუნვის კატეგორიაში საუკეთესო სტატუსის მოპოვებაა. ეს აღიარება ზესტაფონის გუნდმა, თიბისის შიდა ნომინაციაში, სულ ახლახან მიიღო, რაც ხაზს უსვამს - გუნდის პროფესიონალიზმს, მომსახურების მაღალ ხარისხსა და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას.

თიბისი რეგიონებში მომსახურების ქსელის განვითარებასა და ფილიალების განახლებას მომავალშიც გააგრძელებს, რათა თანამედროვე საბანკო სერვისები კიდევ უფრო მეტი ადამიანისა და ბიზნესისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა