მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.3
0.0085
flag
AZN 1.5284
-0.0004
flag
CNY 38.854
0.0022
flag
EUR 2.9274
0.0145
flag
GBP 3.4676
0.0241
flag
KZT 57.41
0.0014
flag
TRY 0.0525
-0.0001
flag
USD 2.5982
-0.0005
news banner

25%-იანი ფასდაკლება სესხზე Silk ბანკში

news image
mbc image

წელიწადის ნებისმიერ დროს აქვს თავისი ხიბლი და გამოწვევები, თუმცა თებერვლის შუა რიცხვები განსაკუთრებული პერიოდია. ეს ის დროა, როდესაც ზამთარი ნელ-ნელა უკან იხევს, ჩვენ კი გაზაფხულის მოლოდინში ახალი გეგმების შემუშავებას ვიწყებთ. შესაძლოა, ეს იყოს ზამთრის სეზონის გრანდიოზული დახურვა დაუვიწყარი მოგზაურობით, სახლის განახლება გაზაფხულის დადგომამდე, ან უბრალოდ იმ ნივთის შეძენა, რომელიც დიდი ხანია, სურვილების სიაში გაქვთ. ხშირად ამ გეგმების შესრულებას მხოლოდ ერთი რამ — ფინანსური რესურსი — აფერხებს, თუმცა სწორედ ახლა Silk ბანკმა მომხმარებელს ისეთი შესაძლებლობა შესთავაზა, რომელიც გადაწყვეტილების მიღებას საგრძნობლად ამარტივებს.

თუკი ახლო მომავალში სამომხმარებლო სესხის აღებას გეგმავდით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა საუკეთესო დროა ამისთვის. Silk ბანკმა გამოაცხადა სპეციალური აქცია, რომელიც ფინანსურ ვალდებულებებს ბევრად ხელმისაწვდომს ხდის. საუბარია კონკრეტულ პერიოდზე — 16 თებერვლიდან 24 თებერვლის ჩათვლით, როდესაც ბანკში სამომხმარებლო სესხზე 25%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.  

ეს ნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ დღეებში სესხის აღებას, სტანდარტულთან შედარებით, 25%-ით უკეთესი პირობით შეძლებთ, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში სოლიდურ დანაზოგს გულისხმობს.

მომხმარებლისთვის ალბათ ყველაზე საინტერესო ციფრები და რეალური სარგებელია. ამ შეთავაზების ფარგლებში, საპროცენტო განაკვეთები მკვეთრად მცირდება. თუ სტანდარტულ პირობებში ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 18%-ს შეადგენდა, აქციის დღეებში ის მხოლოდ 13.5%-იდან იწყება. შესაბამისად, იკლებს ეფექტური საპროცენტო განაკვეთიც, რომელიც, 21.3%-ის ნაცვლად, 15.9%-იდან განისაზღვრება.

ეს ცვლილება პირდაპირ აისახება სესხის საერთო ღირებულებაზე და, შესაბამისად, ყოველთვიური შენატანის რაოდენობაც იკლებს. ამიტომ, თუკი სესხის აღებას გეგმავთ სხვადასხვა მიზნით, — იქნება ეს ზამთრის კურორტზე დასვენება, ბინის რემონტი თუ ტექნიკის განახლება, — 16-24 თებერვლის შუალედი აუცილებლად უნდა მოინიშნოთ კალენდარში, რადგან შეთავაზება დროებითია, თუმცა მისგან მიღებული სარგებელი გრძელვადიანი იქნება.

თანამედროვე ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ფინანსური პროდუქტების ხელმისაწვდომობასა და სისწრაფეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. Silk ბანკმა ეს პროცესი მაქსიმალურად გაამარტივა. ბევრ ადამიანს აინტერესებს, კონკრეტულად რა თანხის იმედი შეიძლება ჰქონდეს, სანამ სესხის აღების პროცედურებს დაიწყებს. ამისთვის ბანკი გთავაზობთ კომფორტულ სერვისს: თქვენ შეგიძლიათ, მობაილბანკში რეგისტრაციის გარეშეც კი, სულ რაღაც ერთ წუთში შეამოწმოთ თქვენთვის დადასტურებული საკრედიტო ლიმიტი. ეს ზოგავს დროს და გაძლევთ მკაფიო სურათს თქვენი შესაძლებლობების შესახებ. სურვილის შემთხვევაში კი, ლიმიტის გააქტიურება მობაილბანკიდანვე, დისტანციურად არის შესაძლებელი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ამ შეთავაზებას გამოარჩევს, მისი ხელმისაწვდომობაა თვითდასაქმებულებისთვის. ხშირად ადამიანები, რომლებიც შემოსავალს ხელზე იღებენ ან მხოლოდ პირადი, არაოფიციალური ჩარიცხვები აესახებათ ანგარიშზე, საბანკო პროდუქტებით სარგებლობისას ბიუროკრატიულ ბარიერებს აწყდებიან. Silk ბანკში კი არ აქვს მნიშვნელობა, როგორ იღებთ შემოსავალს. სესხი ავტომატურად დასტურდება მობაილბანკში, და რაც მთავარია, თვითდასაქმებულებზეც ვრცელდება აქციის პირობები — 25%-ით ნაკლები საპროცენტო განაკვეთი.

პროცესი იმდენად მარტივია, რომ სულ რამდენიმე ნაბიჯს მოითხოვს. მსურველებმა უბრალოდ უნდა გადმოწერონ სილქის მობაილბანკი, შეავსონ მარტივი განაცხადი და მომენტალურად მიიღონ თანხა გაუმჯობესებული პირობებით. თებერვლის ეს კვირა ნამდვილად კარგი შანსია მათთვის, ვისაც სურს ფინანსური საკითხების სწრაფად, მარტივად და, რაც მთავარია, ნაკლები დანახარჯით მოგვარება.

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

17.10.2026.20:21

კახეთში, სოფელ სანავარდოში, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ასკანელი რეზორტი, გაიხსნა. პროექტი „ასკანელი ჯგუფმა“ თიბისის მხარდაჭერით განახორციელა - ჯამური ინვესტიცია 35 მილიონ ლარს შეადგენს.

45-ნომრიანი სასტუმრო საერთაშორისო სტანდარტებს ადგილობრივ კულტურულ გამოცდილებასთან აერთიანებს. განთავსების ობიექტი სტუმრებს დასვენებისა და განტვირთვის მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს. კომპლექსში განთავსებულია: სპაცენტრი, ფიტნესკლუბი, აუზი და ბარი, ასევე მოსასვენებელი სივრცეები, კახური ეზო და რესტორანი „ასკანელი“.

პროექტის ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტში 150-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც უწყობს ხელს.

“23-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად ღვინისა და კონიაკის წარმოებაში. დღეს თიბისისა და “ასკანელი ჯგუფის” თანამშრომლობას ახალი მიმართულება - ტურიზმი დაემატა. დარწმუნებული ვარ, “ასკანელი რეზორტი” მიზიდულობის ცენტრი გახდება კახეთში და ხელს შეუწყობს სტუმარმასპინძლობის სექტორში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც აძლიერებს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას, ქმნის სამუშაო ადგილებს და ავითარებს ახალ კურორტებს. სწორედ ამიტომ წლებია ტურიზმის სექტორის მთავარი დამფინანსებლები ვართ”,- გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

“წლების განმავლობაში ჩვენი ღვინით საქართველოს მსოფლიოს ვაცნობდით. დღეს კი გვინდა, სტუმრები თავად მოვიწვიოთ საქართველოში — იქ, სადაც ჩვენი ღვინო იბადება. სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა „ასკანელი რეზორტი“ — 35 მილიონი ლარის ინვესტიციით შექმნილი ახალი სივრცე, რომელიც ქართულ მეღვინეობას, კულტურას, გასტრონომიასა და თანამედროვე სტუმარმასპინძლობას აერთიანებს. ეს პროექტი 150-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს ქმნის და დამატებით შესაძლებლობებს აჩენს ადგილობრივი მევენახეებისა და ბიზნესისთვის”, - გოჩა ჩხაიძე, "ასკანელის" დამფუძნებელი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა