მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7170.5
0.0008
flag
AZN 1.5338
-0.0001
flag
CNY 38.943
0.001
flag
EUR 2.9941
0.003
flag
GBP 3.4895
0.008
flag
KZT 58.1
-0.0022
flag
TRY 0.0534
0
flag
USD 2.6074
0.0003
news banner

25 სექტემბერი, 17:00, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება

news image
mbc image

დინამო არენასთან ქომაგებს ქუჩაში სპეციალურად მოწყობილი ტრიბუნები დახვდებათ.

საქართველოს ბანკი, როგორც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი, ფეხბურთის ფედერაციასთან და გულშემატკივრებთან ერთად, 25 სექტემბერს ჩვენი ფეხბურთელების მხარდასაჭერად ქალაქს ხმაურით აავსებს და ჩვენს სპორტსმენებს კიდევ ერთხელ შეახსენებს რომ „ქომაგობა არ ჩერდება“.

25 სექტემბერს, 17:00 საათიდან, თბილისში, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე გულშემატკივართა სპეციალური ზონები და ქუჩის ტრიბუნები მოეწყობა, სადაც ქართველი ქომაგები ჩვეული შემართებით, სიმღერითა და ხმაურით გააცილებენ ნაკრებს სტადიონზე.

გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, საგანგებოდ მოწყობილ ტრიბუნებიდან ხმაურით შეაცილონ ნაკრების ავტობუსი სტადიონზე და ფეხბურთელებს საკუთარი ენერგია მოედანზე გაატანონ. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ყოველი გადაცემის, გატანილი გოლის თუ შესვენების დროს ნაკრებმა იგრძნოს, რომ მათ გვერდით მთელი ქვეყანა დგას. ქომაგები ასევე შეიკრიბებიან ცაბაძის კუთხეში, თამარ მეფის ხიდთან, დინამო არენასთან და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიასთან, სადაც ასევე მოეწყობა საგულშემატკივრო ტრიბუნები. 

„გულშემატკივარი ეროვნული ნაკრების ძალის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამჯერად ტრიბუნებზე ვერ ვიქნებით, მაგრამ ეს ჩვენს ქომაგობას ვერ შეაჩერებს. პირიქით, გვაძლევს შესაძლებლობას, ფეხბურთის ემოცია მთელი ქალაქის მასშტაბით გავაერთიანოთ. გვინდა, ჩვენმა ფეხბურთელებმა იგრძნონ, რომ ისინი მარტო არ არიან და რომ მათი გულშემატკივრობა არ ჩერდება. 25 სექტემბერს მთელი თბილისი გულშემატკივართა ტრიბუნა იქნება და ერთმანეთის გვერდით დგომით გავამხნევებთ ნაკრებს. ერთად ვაჩვენოთ, რა ძალა აქვს ქართულ ქომაგობას“, – აცხადებენ კამპანიის ორგანიზატორები.

მართალია, ამ ფორმატით მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩატარდება, თუმცა წინ კიდევ მნიშვნელოვანი მატჩებია და თითოეულ ბრძოლაში ერთიანობაა საჭირო. 25 სექტემბერს, 17:00 საათიდან, შევიკრიბოთ „დინამო არენასთან“ მოწყობილ ტრიბუნებზე, ერთად გავავსოთ ქალაქი ფეხბურთის ემოციით და ჩვენს ნაკრებს მხარდაჭერა გავაგონოთ, რადგან არცერთი მიზეზის გამო „ქომაგობა არ ჩერდება“.

ინფორმაციისთვის, 25 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები „უეფას” ერთა ლიგის B დივიზიონის საშინაო მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება. არსებული შეზღუდვების გამო, ჩვენი ფეხბურთელები ამჯერად ცარიელი ტრიბუნების წინაშე ითამაშებენ. სწორედ აქედან დაიბადა კამპანიის იდეაც: თუ გულშემატკივარი სტადიონზე ვერ შედის, ქომაგობა ქუჩებში გაგრძელდება - თუ სტადიონი ჩუმადაა, იხმაურებს ქალაქი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ხემსი“ ახალი პროდუქტების დამატებას და გაყიდვების არხების გაფართოებას გეგმავს

22.09.2026.14:00

„ხემსი“ ქართული ჯანსაღი კვების ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. კომპანიის პროდუქტისა და მარკეტინგის მენეჯერი ლიკა პავლიაშვილი Business Insider Georgia-სთან ბრენდის საქმიანობის, მიმდინარე ასორტიმენტის, მომხმარებლის მოთხოვნისა და განვითარების გეგმების შესახებ საუბრობს.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ხემსი - HEMSY ქართული ჯანსაღი კვების ბრენდია, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. ამ პერიოდში ბრენდი მომხმარებელს დღევანდელისგან განსხვავებულ ასორტიმენტს სთავაზობდა. გარკვეული პერიოდის პაუზისა და მცირე რეორგანიზაციის შემდეგ, HEMSY-ის წარმოება 2026 წელს ახალი კონცეფციითა და პროდუქციით განახლდა.

დღეს ჩვენი მთავარი მიმართულება არის გემრიელი და უფრო გააზრებული კვების ალტერნატივების შექმნა, რომლის მთავარი პროდუქტიც ამ ეტაპზე ჰუმუსია. ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს კლასიკურსა და შოკოლადის ჰუმუსს, რომლებიც აერთიანებს როგორც ნოყიერ, ყოველდღიურ საკვებს, ისე ტკბილეულის უფრო განსხვავებულ, უშაქრო ალტერნატივას.

ჩვენი მთავარი იდეაა, რომ ჯანსაღი კვება არ უნდა ნიშნავდეს გემოსა და სიამოვნებაზე უარის თქმას. ამიტომ ვქმნით პროდუქტებს, რომლებიც არის გემრიელი, მარტივად მოსახმარი და ადვილად ინტეგრირდება მომხმარებლის ყოველდღიურ კვებაში.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი და რა პროდუქტებზეა მომხმარებლის მხრიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა?

ამჟამად ბრენდის ძირითადი ასორტიმენტი ორი პროდუქტით არის წარმოდგენილი:

Classic Hummus - კლასიკური, კრემოვანი ჰუმუსი;
Chocolate Hummus - ჰუმუსის განსხვავებული, დესერტული ინტერპრეტაცია, რომელიც საბოლოო ფორმით ძალიან მალე ჩაეშვება და ექნება 0 შაქარი.

ორივე პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია უშაქრო ფორმულა, ხოლო ბრენდის კომუნიკაციაში ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მცენარეულ ცილასა და ბოჭკოს.

მომხმარებლის ინტერესს განსაკუთრებით იწვევს შოკოლადის ჰუმუსი, რადგან ბაზარზე ჰუმუსის ასეთი ფორმატი შედარებით განსხვავებული და ახალი გამოცდილებაა, ხოლო კლასიკური ჰუმუსი ძირითადი და სტაბილური პროდუქტია. სულ მალე ჩვენი ძველი მომხმარებლის საყვარელი პროდუქტი, გოგრის გულის კარაქიც ჩაეშვება გაყიდვაში.

რას მიიჩნევთ „ხემსის“ მთავარ კონკურენტულ უპირატესობად და რა გამოარჩევს თქვენს პროდუქტებს ბაზარზე?

„ხემსის“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ჯანსაღი კვებისა და გემოვნური სიამოვნების გაერთიანება.

ჩვენ არ გვინდა მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქტი მხოლოდ იმიტომ, რომ ის „ჯანსაღია". ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი იყოს რეალურად გემრიელი, საინტერესო და მარტივად ჩასასმელი ყოველდღიურ ცხოვრებაში.

განსაკუთრებით გამოგვარჩევს ჰუმუსის განსხვავებული ინტერპრეტაცია - კლასიკური ჰუმუსის პარალელურად შოკოლადის ჰუმუსის შექმნა. ამასთან, HEMSY-ის პოზიციონირება ეფუძნება ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა უშაქრო, მცენარეული ცილისა და ბოჭკოს შემცველობა და უფრო გააზრებული არჩევანის შეთავაზება მომხმარებლისთვის. შოკოლადის ჰუმუსის განახლებული ფორმულა 0 შაქარით, განსაკუთრებით საინტერესოა ინსულინრეზისტენტული, დიაბეტის მქონე მომხმარებლისთვის, ასევე 2 წლამდე ბავშვებისთვის, რადგან მას აქვს 0 გლიკემიური ინდექსი და სისხლში შაქრის დონეს საერთოდ არ ცვლის. შაქრის ნაცვლად გამოყენებულია ალულოზა, რომელიც ყველაზე ძვირადღირებული და ჯანსაღი შაქრის ალტერნატივაა ბაზარზე.

რა არის კომპანიის განვითარების მთავარი გეგმები და რა ახალი პროდუქტების ან მიმართულებების დამატებას განიხილავთ მომავალში?

„ხემსის“ მთავარი მიზანია ბრენდის უფრო ფართო დისტრიბუცია და ხელმისაწვდომობის გაზრდა, რათა პროდუქტი მომხმარებელმა სხვადასხვა რეალიზაციის წერტილში მარტივად იპოვოს.

ამასთან, გვსურს ეტაპობრივად გავზარდოთ ჯანსაღი სნექებისა და ყოველდღიური კვების პროდუქტების ბრენდად და არა მხოლოდ ჰუმუსის მწარმოებლად. შესაბამისად, სამომავლოდ განვიხილავთ ასორტიმენტის გაფართოებას ჰუმუსის გარდა სხვა პროდუქტების მიმართულებითაც, რომლებიც შეინარჩუნებს ბრენდის ძირითად პრინციპებს - გემრიელი, საინტერესო და უფრო გააზრებული კვების არჩევანი.

ასევე გვაინტერესებს ახალი ფორმატები და პარტნიორული მიმართულებები, მათ შორის სხვადასხვა კონცეპტუალურ სივრცეში ჩვენი პროდუქტის ინტეგრირება, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს პროდუქტი არა მხოლოდ მაღაზიის თაროდან, არამედ უკვე მზა კვების გამოცდილების ნაწილადაც გაიცნოს. ამჟამად ჰუმუსის შეძენა შესაძლებელია ფრესკოს, ევროპროდუქტის და ვოლტმარკეტის საშუალებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა