მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.9
0.0033
flag
AZN 1.5249
0.0005
flag
CNY 38.827
-0.0074
flag
EUR 2.8368
0.0025
flag
GBP 3.3884
0.0017
flag
KZT 56.56
0.0028
flag
TRY 0.0511
-0.0001
flag
USD 2.5919
-0.0003
news banner

26 ნოემბერი: ზეთისხილის მსოფლიო დღე და ქართული ზეთისხილის წარმატების ისტორია

news image
mbc image

26 ნოემბერს მსოფლიო ზეთისხილის დღეს აღნიშნავს. საქართველო „ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს“ (IOC) წევრია და ამ კულტურის განვითარების თანამედროვე ისტორიაში თავისი მნიშვნელოვანი ადგილი უკვე დაიკავა.

საქართველოში ზეთისხილის ინდუსტრიის აღორძინება ქართველი ბიზნესმენის, გიორგი სვანიძის სახელს უკავშირდება. სწორედ მისი ინიციატივით დაიწყო 2009 წელს კახეთში ზეთისხილის პირველი ბაღის გაშენება. მას შემდეგ ეს მიმართულება მნიშვნელოვნად განვითარდა და საქართველოში ზეთისხილის კულტივაცია სულ უფრო მეტ ფერმერსა და მეწარმეს აერთიანებს. გიორგი სვანიძის ინიციატივითა და აქტიური მონაწილეობით საქართველო 2019 წელს „ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს“ (IOC) წევრი გახდა, რომელიც მსოფლიოს 47 ქვეყანას აერთიანებს და ზეთისხილის ზეთის მსოფლიო წარმოების 94%-ზე მეტს მოიცავს. იმავე წელს საქართველომ საბჭოს თავმჯდომარეობა მოიპოვა, ხოლო გიორგი სვანიძე 2019–2020 და 2020–2021 წლებში ორგანიზაციის პრეზიდენტად აირჩიეს.



აღსანიშნავია, რომ 26 ნოემბერი ზეთისხილის მსოფლიო დღედ 2019 წელს UNESCO-ს გადაწყვეტილებით გამოცხადდა. საქართველოსთვის ამ დღის აღნიშვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ქვეყანა ზეთისხილის საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობს და მისი განვითარების პროცესის ნაწილია.

„სვანიძის ზეთისხილის“ დამფუძნებელი გიორგი სვანიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ზეთისხილის წარმოებას დიდი მომავალი აქვს. მისი საქმიანობის შედეგად ქვეყანაში შეიქმნა არა მხოლოდ ზეთისხილის ბაღები, არამედ წარმოების სრული ციკლი - ნერგების გამოყვანიდან და ნედლეულის მოყვანიდან დაწყებული, გადამუშავებით და მზა პროდუქციის წარმოებით დასრულებული.

საქართველოში გაშენებული ზეთისხილის ბაღების ფართობი დღეს 2 500 ჰექტარზე მეტია.

„ზეთისხილის ზეთი ადრე 100%-ით იმპორტირებული პროდუქტი იყო. ის თანხები, რაც აქამდე ქვეყნიდან გადიოდა, დღეს ქართველ ფერმერებსა და მეწარმეებს რჩებათ“, - აცხადებს გიორგი სვანიძე.

ქართული ზეთისხილის ინდუსტრიის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი 2025 წლის ოქტომბერში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ტარიბანას ველზე, ახალი ულტრათანამედროვე საწარმოს გახსნა გახდა. იტალიური და გერმანული წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოს დღეში 80 ტონამდე ზეთისხილის გადამუშავება შეუძლია. საწარმო ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება და სეზონზე 150-მდე ადამიანის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის.



ახალი საწარმოს განსაკუთრებული უპირატესობა ისიცაა, რომ იგი უშუალოდ ზეთისხილის ბაღების სიახლოვეს მდებარეობს. ეს მოსავლის აღებიდან რამდენიმე საათში გადამუშავების შესაძლებლობას იძლევა, რაც ზეთის უმაღლესი ხარისხის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია. საწარმო მხოლოდ კომპანიის საკუთარ მოსავალზე არ არის გათვლილი - მასში სხვა ქართველი ფერმერების მიერ მოყვანილი ზეთისხილის გადამუშავებაც არის შესაძლებელი.

„სვანიძის ზეთისხილი“ აწარმოებს 100%-ით ქართულ, ნატურალურ ექსტრა ვირჯინ ზეთისხილის ზეთსა და მარინადებს. პროდუქცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მზადდება და „ქართული ხარისხის“ ნიშნით არის წარმოდგენილი.

ქართული ზეთისხილის მიმართ ინტერესი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც იზრდება. კომპანიის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ექსპორტის გაფართოებაა. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, მათ შორის საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ასევე ყაზახეთი, ნიდერლანდები და ევროპის სხვა ბაზრები კომპანიის საექსპორტო საქმიანობისა და განვითარების პრიორიტეტებს შორისაა.

„სვანიძის ზეთისხილის“ საქმიანობა მხოლოდ ერთი კომპანიის წარმატებით არ შემოიფარგლება. ის საქართველოში ახალი აგრარული მიმართულების განვითარებას, ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას, რეგიონებში დასაქმების შესაძლებლობების შექმნასა და ქართველი ფერმერების ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზეთისხილის ბაღები იმ მიწების ათვისების შესაძლებლობას ქმნის, რომლებიც ადრე სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით ნაკლებად გამოყენებული იყო.

კომპანიის სამომავლო გეგმები კიდევ უფრო ამბიციურია: ზეთისხილის ბაღების გაფართოება, მილიონობით ახალი ხის დარგვა, წარმოების ზრდა, ასორტიმენტის გამრავალფეროვნება და საექსპორტო ბაზრების ათვისება. მიზანი საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე პრემიუმ ხარისხის ზეთისხილის ზეთის მწარმოებელ ქვეყნად დამკვიდრებაა.

26 ნოემბერი კიდევ ერთი შესაძლებლობაა, გავიხსენოთ, რომ ქართული ზეთისხილის წარმატების ისტორია მხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარებას არ ნიშნავს. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთი ადამიანის ხედვა, მრავალწლიანი შრომა და მიზანმიმართული ინვესტიცია მთელი დარგის განვითარების საფუძვლად იქცეს. დღეს ქართული ზეთისხილი უკვე აღარ არის მხოლოდ მომავლის შესაძლებლობა - ის ქართული წარმოების რეალური ისტორიაა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკი ქმნის განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს ზუგდიდში

26.11.2026.14:16

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. იმისთვის, რომ ხარისხიანი განათლება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს, ბანკი საგანმანათლებლო პროექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების უწყვეტი შესაძლებლობები ზუგდიდში.
საქართველოს ბანკის სტიპენდია ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა ბაკალავრიატის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული დაფინანსება 24 პარტნიორ უნივერსიტეტში, მათ შორისაა ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პარტნიორ უნივერსიტეტში დაფინანსების მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის სტუდენტებს. პროგრამაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 30 ნოემბერს დასრულდება. სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.
სტიპენდიატების შერჩევა სამ ეტაპად მიმდინარეობს:
o მაღალი GPA: სტუდენტების შერჩევა მათი აკადემიური მოსწრების მიხედვით მიმდინარეობს;
o სამოტივაციო წერილი: ყურადღება ექცევა სტუდენტის მოტივაციას;
o გასაუბრება: შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.
შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის - STEM სკოლა
STEM სკოლა VII–XI კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი პროექტია, რომელსაც საქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით ახორციელებს.
STEM სკოლაში სწავლა ონლაინ მიმდინარეობს და მასში ჩართვა ნებისმიერ მოსწავლეს, ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში, გაკვეთილები კვირაში ერთხელ ტარდება და 3 საათს გრძელდება.
ორი 4-თვიანი მოდულის ფარგლებში, მოსწავლეები სწავლობენ ელექტროინჟინერიას, მიკროკონტროლერებს (Arduino), სენსორებს, ფიზიკასა და პროგრამირებას, ბოლოს კი საკუთარ პროექტებს ქმნიან.
აღსანიშნავია ისიც, რომ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ბანკი ყოველწლიურად 90 სტიპენდიატს ავლენს, მათგან საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს სწავლას სრულად უფინანსებს, 30-ს კი - 50%-ით. 60 მოსწავლე სწავლისთვის საჭირო ყველა მოწყობილობასაც უფასოდ იღებს.
STEM სკოლაში მისაღები გამოცდები მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში ტარდება. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.
შესაძლებლობა მოზარდებისთვის - Code IT: დაეუფლე პროგრამირების საფუძვლებს
Code IT 14-18 წლის მოზარდებისთვის შექმნილი უფასო კურსია, რომელსაც საქართველოს ბანკი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) და ICT ასოციაციასთან ერთად ახორციელებს.
პროექტი 15 ლოკაციაზე ტარდება, მათ შორის გორში. ინიციატივის ფარგლებში, მოსწავლეები 6 თვის განმავლობაში სწავლობენ HTML-ს, CSS-ს, JavaScript-სა და React-ს, მუშაობენ გუნდურად და ყოველი მოდულის დასრულების შემდეგ სერტიფიკატს იღებენ. მათ, ვისაც ლეპტოპი არ აქვთ, შესაძლებლობა აქვთ, ადგილზე არსებული ტექნიკით ისარგებლონ.
შემდეგი მიღება გაზაფხულზე გამოცხადდება. Code IT-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.
პროფესიული აკადემიები - ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის, ვისაც პროფესიის შეცვლა სურთ
მათთვის კი, ვისაც პროფესიის შეცვლა ან საკუთარი უნარების გაძლიერება სურთ, საქართველოს ბანკი პროფესიულ აკადემიებში სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, დაეუფლონ ახალ მიმართულებას 100%-იანი დაფინანსებით.
მოსწავლეებისთვის: 13 კურსი 6 აკადემიაში, მათ შორის გრაფიკული დიზაინი და AI აგენტები. პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს და 20 ნოემბერს დასრულდება.
ზრდასრულებისთვის: იმ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც პროფესიის შეცვლა ან პროფესიული უნარების განვითარება სურთ, საქართველოს ბანკი 20-მდე პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს და 24 ნოემბერს დასრულდება.
AI სტიპენდია გოგოებისა და ქალებისთვის: მათთვის, ვისაც ხელოვნური ინტელექტის სწავლა სურთ, საქართველოს ბანკი UN Women-თან ერთად და Mastercard-ის მხარდაჭერით სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში გოგოებსა და ქალებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ ხელოვნური ინტელექტის კურსები 6 აკადემიაში, სრული დაფინანსებით. პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს და 25 ნოემბერს დასრულდება.
სამივე პროგრამის შემთხვევაში კანდიდატები ავსებენ განაცხადს და წერენ სამოტივაციო წერილს, შერჩეულ კანდიდატებს კი გასაუბრებაზე იწვევენ. პროფესიულ აკადემიებში სასტიპენდიო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge და განათლების გზაზე არ გაჩერდე!

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა