28 აპრილს, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის EBRD–ის ახალი ონლაინ საინფორმაციო პლატფორმის შესახებ ვებინარს გამართავს
28 აპრილს, 11:00-ზე გაიმართება EBRD–ის ახალი ონლაინ საინფორმაციო პლატფორმის https://businessguide.ebrd.ge რიგით მეხუთე ვებინარი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის თემებზე:
1. მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა
2. როგორ ავსახოთ ახალი კანონის შესაბამისად გაყიდული ერთეულების დაბრუნება ბიზნესის პროცესისა და ფინანსების მართვაში
ვებინარი ჩატარდება დისტანციური ფორმით, პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით.
ღონისძიებაზე დასასწრებად შეავსეთ მარტივი ფორმა https://bit.ly/3V3ur9T
ღონისძიებაზე დასწრება უფასოა
ვებინარი წარმოადგენს იმ ვირტუალი განხილვების სერიის ნაწილს, რომელსაც ახორციელებს EBRD პარტნიორებთან ერთად - ინვესტორთა საბჭო, კაისა სამართალი, Lightspeed Digital www.lightspeed.ge , დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, ბიზნეს ასოციაციებთან, აკადემიურ დაწესებულებებთან და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.