29.90 ლარი 69.90 ლარის ნაცვლად - ვოლტ+ ის წლიური გამოწერის შეძენა სპეციალური აქციის ფარგლებშია შესაძლებელი
მორიგი სიახლე მომხმარებელს მიტანის სერვისის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი, ფინური კომპანია ვოლტისგან - ვოლტ+ ის წლიური გამოწერის შესაძენად სპეციალური აქცია 9 აგვისტოდან ამოქმედდა.
ვოლტ+ის წლიური გამოწერის ფასი 69.90 ლარისნაცვლად 29.90 ლარი იქნება. სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა მხოლოდ შეზღუდული დროით იქნება შესაძლებელი.
Wolt+ არის კარგი საშუალება, დაზოგოთ თანხა და ისარგებლოთ უფასო მიტანის სერვისით მთელი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, „ვოლტი“ Wolt+-ის მომხმარებელს სპეციალურ ფასდაკლებებსაც სთავაზობს.
მუდმივი დამატებითი ღირებულებების შექმნა ვოლტის პრიორიტეტია და კომპანია მომხმარებელს მომავალში კიდევ არაერთ სიახლეს ჰპირდება
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.