3 დასახელების ბუშტში ჯანმრთელობისათვის საზიანო ნივთიერებები აღმოჩნდა
ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტომ საქართველოს სავაჭრო ქსელში სარეალიზაციოდ განთავსებულ 3 დასახელების ბუშტში ჯანმრთელობისათვის საზიანო ნივთიერებები აღმოაჩინა.
Momxmarebeli.ge-ს განცხადებით, 2 დასახელების ბუშტის შესახებ თავად გამყიდველმა, კომპანია „სამმა ძმამ“ გამოაქვეყნა ინფორმაცია.
„ძვირფასო მომხმარებელო, კომპანია „სამი ძმა“ ვალდებულებას იღებს გაცნობოთ, რომ ჩვენი პროდუქციიდან 2 დასახელების ბუშტის იმპორტირება და რეალიზაცია შეწყდა. ლაბორატორიულმა კვლევებმა უარყო ამ 2 პროდუქტის უვნებლობა, რის საფუძველზეც გადაწყდა მათი რეალიზაციიდან ამოღება და ასევე, უკვე რეალიზებული პროდუქციის უკან გამოთხოვა. თუ თქვენ შეიძინეთ აღნიშნული ბუშტები გთხოვთ, დაგვიბრუნოთ „სამი ძმის“ ნებისმიერ ფილიალში 60 დღის ვადაში“, - აცხადებენ „სამ ძმაში".
კომპანიის ინფორმაციით, ერთი დასახელების ბუშტში (სერია/მარკა AUF-20, მწარმოებელი: შპს „სამი ძმა“) ნიტროზამინის (NDMA, GAS NO 62-75-9) მიგრაცია ელასტომერში შეადგენს 0.08 მგ/კგ-ს, რაც 1.6-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას (<0.05მგ/კგ). მეორე დასახელების ბუშტებში კი (მწარმოებელი XIONG FENG) ნიტროზამინის (NDELA,CAS NO 1116-54-7) მიგრაცია ელასტომერში შეადგენს 0.18 მგ/კგ-ს, რაც 3.6-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას (<0.05 მგ/კგ).
რაც შეეხება მე-3 დასახელების ბუშტს, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს კვლევამ აჩვენა, რომ ნიტროზამინის (NDELA, CAS NO 1116-54-7) მიგრაცია ელასტომერში შეადგენს 0.097 მგ/კგ-ს, რაც 1.94-ჯერ აღემატება სტანდარტით (EN71-12) დასაშვებ ნორმას.
კომპანია „სამი ძმის“ ინფორმაციით, ნიტროზამინები კანცეროგენულ, მუტაგენურ ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკურ CMR ნივთიერებას წარმოადგენს. მასთან ხშირმა კონტაქტმა შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის ორგანიზმის გამოუსწორებელი დაზიანება, როგორიცაა: სიმსივნე, მუტაცია ან რეპროდუქციული მოწამვლა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.