30 ათასზე მეტი სტუმარი და 424 მონაწილე - მეღვინეობის ქალაქმა ყველაზე ხალმრავალ ფესტივალს უმასპინძლა
30 ათასზე მეტი სტუმარი და 424 მონაწილე - ქართული ღვინის 8000 წლიანი ისტორია გურჯაანში კიდევ ერთხელ გაცოცხლდა. მეღვინეობის ქალაქმა გურჯაანმა ყველაზე ხალხმრავალ ფესტივალს უმასპინძლა.
ფესტივალის მიზანს უნიკალური და ნატურალური პროდუქტის - ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოსარამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანისაბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებისპოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა წარმოადგენს. წელს ამ მოვლენას უამრავი ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი სტუმრობდა. 8 წლიანი ისტორია გრძელდება - კახეთის მთავარი მოვლენა ტრადიციულად ახტალას პარკში მოეწყო.
წელს, ფესტივალი 424 მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს აერთიანებდა, რომელსაც სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფები და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძები ამშვენებდა. ღონისძიებაზე ასევე შეგეძლოთ დაგეგემოვნებინათ ქართული ჭაჭა და კონიაკიც. წლევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ასევე ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ოქროსმედალოსანი ღვინოებიც, რომელთა დეგუსტაციაც საზეიმო ვითარებაში გაიმართა.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.