მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

30%-მდე ფასდაკლება შერჩეულ ფრენებზე - Wizz Air-ის Pink Friday

news image
mbc image

Wizz Air-ი, ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის რეგიონებში, გთავაზობთ 30 პროცენტამდე ფასდაკლებას ცალმხრივ ფრენებზე 29 ნოემბერს, ვარდისფერი პარასკევის ფარგლებში. აქცია ვრცელდება სხვადასხვა მარშრუტზე 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის მარტამდე, როგორც მობილურ აპლიკაციაში, ასევე ონლაინ wizzair.com-ზე. ეს ფასდაკლება არაჩვეულებრივი შეთავაზებაა მათთვის, ვისაც ახალ წელს ახალი ქვეყნის მონახულება სურს, ან უკვე გეგმავს  მოგზაურობას ვალენტინობის დღეს.

ზამთრის ცივ თვეებში Wizz Air-ის ბევრ მგზავრს სურს დასვენება სამხრეთის თბილ ქვეყნებში. ასე რომ გირჩევთ, შობა არ გაატაროთ ცივ ავსტრიაში, არამედ შეისწავლოთ საშობაო დღესასწაულები თბილ სამხრეთში. მალაგაში (ფრენები 39,99 ევროდან**) გლინტვეინის ნაცვლად, შეგიძლიათ მიირთვათ სანგრია პალმის ხეების ქვეშ. ქალაქი ასევე გთავაზობთ უგემრიელეს ტაპასებს და უნიკალურ ხელნაკეთ ნივთებს. თუ ჯანჯაფილის შემცვლელს ეძებთ, მას რომში ნახავთ (ფრენები 19,99 ევროდან**), მაგალითად, შობის დღესასწაულზე იქ ტრადიციულად მიირთმევენ Panettone-ს.

გარდა ამისა, Pink Firday ასევე გთავაზობთ შესანიშნავ შესაძლებლობას, გააოცოთ თქვენი პარტნიორი ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი მოგზაურობით. ნიცა (ფრენები 29,99 ევროდან**) ან კრეტა (ფრენები 35,99 ევროდან**) იდეალურია ხანმოკლე, რომანტიკული დასვენებისთვის.

 

Wizz Air-ის შესახებ:

Wizz Air-ი ოპერირებს 224 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი 62 მილიონი მგზავრისთვის 2024 ფინანსურ წელს (F24), რომელიც მთავრდება 2024 წლის 31 მარტს. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air დასახელდა, „წლის ავიაკომპანიად“ ATA-ს მიერ. CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air აღიარა ყველაზე მდგრად ბიუჯეტურ ავიაკომპანიად 2021-2024 წლებში, ხოლო 2024 წელს Wizz Air-ი დასახელდა , როგორც „წლის გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის რეგიონებში“.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა