მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7215.7
0.0405
flag
AZN 1.5431
0.0074
flag
CNY 39.105
0.0139
flag
EUR 2.9925
-0.0008
flag
GBP 3.4835
-0.0061
flag
KZT 58.99
0.0062
flag
TRY 0.0537
0.0002
flag
USD 2.6229
0.0125
news banner

31 იანვრამდე „პორშე ცენტრი თბილისის“ შოურუმში ახალი Cayenne Electric ექსკლუზიურად იქნება წარმოდგენილი

news image
mbc image

მაღალი შესრულება, იმპულსური დიზაინი და ინოვაციური ტექნოლოგიები - ეს ის მახასიათებლებია, რომლებსაც Porsche-ს ისტორიაში ყველაზე მძლავრი სერიული მოდელი - ახალი, სრულად ელექტრული Porsche Cayenne აერთიანებს. გერმანული ბრენდის ავტომობილი, რომლის გლობალური გაყიდვები მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დაიწყება, „პორშე ცენტრი თბილისის“ შოურუმში უკვე ხელმისაწვდომია - მომხმარებლები უახლესი მოდელის ექსკლუზიურად ხილვას 31 იანვრამდე შეძლებენ. 

თამარ ხოსროშვილი, „პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, Porsche-ს რიგით მეორე, სრულად ელექტრული SUV Cayenne Electric გაყიდვების ოფიციალურ დაწყებამდე 4 თვით ადრე, ექსკლუზიურად Porsche-ს ქართველ ენთუზიასტებს წარვუდგინოთ. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის აღმოჩნდა, რომლებმაც მომხმარებლებს უნიკალური შესაძლებლობა მისცეს, ავტომობილი თავად გამოცადონ და მის მახასიათებლებს დეტალურად გაეცნონ. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი შოურუმი სპეციალურად ამ მოდელის შესაბამისად იქნება გაფორმებული, რათა ავტომოყვარულებმა ექსკლუზიური გამოცდილება მიიღონ და სრულად შეიგრძნონ Cayenne Electric-ის ხასიათი და ინოვაციურობა“.

 

ახალი Cayenne უახლესი ტექნოლოგიებითა და დახვეწილი ინტერიერით გამოირჩევა, რომელიც ბრენდის სხვა მოდელებისგან განსხვავდება. აქ Porsche-ს ტრადიციული დნმ ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და ეკომეგობრულობას ერწყმის. ავტომობილი Porsche-ს ელექტრომობილების უახლეს არქიტექტურულ ბაზაზეა შექმნილი და სპორტული SUV-ს ბაზარზე ახალ სტანდარტს ამკვიდრებს, როგორც ვიზუალური, ისე კომფორტისა და ტექნიკური მახასიათებლების თვალსაზრისითაც:

  • სიმძლავრე: 1,156 ცხ.ძ
  • ⁠აჩქარება: 0-დან 100 კმ/სთ-მდე - 2.5 წმ
  • მაქსიმალური სიჩქარე: 260 კმ/სთ
  • ერთი დამუხტვით გაივლის 642 კილომეტრს
  • დამუხტვის სიმძლავრე 400 კვტ-მდე, 10-დან 80%-მდე დამუხტვის დრო - 16 წუთი

ახალი Cayenne Electric არა მხოლოდ სპორტულობასა და ექსკლუზიურობას აერთიანებს, არამედ ხაზს უსვამს Porsche-ს ერთგულებას მდგრადი მობილობისადმი. ახალი მოდელის წინასწარი შეკვეთები საქართველოში უკვე დაწყებულია. მომხმარებლებს კი, რომლებსაც ავტომობილის გაცნობა სურთ, 26-31 იანვარს შესაძლებლობა აქვთ, „პორშე ცენტრი თბილისის“ შოურუმს ეწვიონ.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია  მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს.  შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ,,პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გვჭირდება ⁠პოლიტიკის ჩარჩო, რომელიც აჩვენებს სადაზღვევო კომპანიებს თუ რა სიკეთის მოტანა შეუძლიათ ეკონომიკისთვის - მიხეილ ჯაფარიძე

24.09.2026.10:40

გვჭირდება ⁠პოლიტიკის ჩარჩო, რომელიც აჩვენებს სადაზღვევო კომპანიებს თუ რა სიკეთის მოტანა შეუძლიათ ეკონომიკისთვის - ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია „არდის" გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჯაფარიძემ, ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„Policy-ის რასაც ეძახიან, ჩარჩო გვჭირდება, რა საზოგადოებრივი სიკეთე იქმნება მაგ ნაწილში და ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ჩვენც გვაქვს ბევრი მოსაზრება. შეიძლება, იქითა მხარესაც, კანონმდებლობის მხრიდანაც, დაიბადოს ძალიან ბევრი იდეა, რომელიც ამ კუთხით დაეხმარება სექტორს.

იმიტომ, რომ ფაქტია, საბოლოო ჯამში, ეს არ უნდა განვიხილოთ არც ერთ შემთხვევაში და არ იქნება სწორი. ჩემი მხრიდან ნამდვილად ამას არც ვიზამდი, რომ კერძო სექტორს უნდა, რომ გაიზარდოს - პრინციპია. აქ საუბარია იმაზე, სადაზღვევო კომპანიებს რა სიკეთის მოტანა შეუძლიათ ეკონომიკაში.

თუ ამას ასე შევხედავთ, და რეალურად ასეც უნდა შეხედოს სახელმწიფომ, მერე უკვე ამის შემდეგ შეიძლება ითქვას, მაგალითად, რა როლი შეიძლება შეასრულოს სექტორმა რისკის მართვაში, რა როლი შეიძლება შეასრულონ დაგროვებითი სისტემების განვითარებაში.

მაგალითად, სიცოცხლის დაზღვევა უცხოეთში დაგროვების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, რომელიც საქართველოში არ არის განვითარებული. ახლაც ვცდილობთ, რაღაცები ვაკეთოთ, მაგრამ ძირითადად სიცოცხლის დაზღვევა, რაც საქართველოში არის, ეს არის ბანკის კრედიტი, როცა თქვენ სავალდებულო წესით უნდა დააზღვიოთ, იმიტომ რომ ბანკი თავის საკრედიტო რისკს აზღვევს.

აი, ასეთი ნიუანსებია, სადაც განვითარდა ახლაც რაც გვაქვს - ესეც კერძო სექტორიდან დავალდებულებული, სავალდებულო ტიპის პროდუქტებია“, - აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა