მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7128.7
-0.0325
flag
AZN 1.5411
-0.0009
flag
CNY 38.842
0.0018
flag
EUR 3.0274
0.0062
flag
GBP 3.5365
0.0149
flag
KZT 56.18
0.003
flag
TRY 0.0549
0
flag
USD 2.6198
-0.0012
news banner

4 სრულად დაფინანსებული კურსი Businesscourse.ge-ზე, თუ კონტენტის შექმნა გაინტერესებს

news image
mbc image

თუ კონტენტის შექმნა გაინტერესებს, საკუთარი ბიზნესისთვის სოციალური მედიის განვითარებას გეგმავ ან უბრალოდ გინდა, ციფრულ პლატფორმებზე უფრო პროფესიონალურად გამოჩნდე, საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა Businesscourse.ge რამდენიმე პრაქტიკულ და სრულად დაფინანსებულ კურსს გთავაზობს.

კონტენტის მენეჯმენტი

კონტენტის მენეჯმენტის კურსი დაგეხმარება, უკეთ გაიგო, როგორ უნდა წარმოადგინო პროდუქტი ან მომსახურება სხვადასხვა სოციალურ მედიაში და როგორ უნდა მიწვდე შენთვის სასურველ აუდიტორიას.

კურსის განმავლობაში გაიგებ:

• რა მნიშვნელობა აქვს კონტენტ მარკეტინგს დამწყები ბიზნესებისთვის;

• რა ტიპის კონტენტი მუშაობს სხვადასხვა ციფრულ არხში;

• როგორ უნდა შეადგინო კონტენტის სტრატეგია;

• როგორ დაგეგმო მცირე კონტენტ კამპანია;

• რომელი მარტივი აპლიკაციები დაგეხმარება კონტენტის შექმნაში;

• რა ტენდენციებია დღეს აქტუალური.

კურსი მოამზადა Esrti Content Studio-ს დამფუძნებელმა ლიანა მეტრეველმა.

გაიარე კურსი აქ

Canva მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

თუ გინდა, რომ შენი ბიზნესი სოციალურ მედიაში უფრო პროფესიონალურად გამოიყურებოდეს, Canva-ს კურსი ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული არჩევანია.

კურსზე გაიგებ, როგორ გამოიყენო Canva:

• სოციალური მედიის პოსტების შესაქმნელად;

• ვიდეოებისა და ვიზუალური მასალების დასამზადებლად;

• ისეთი მარკეტინგული კონტენტის შესაქმნელად, რომელიც მომხმარებელზე შთაბეჭდილებას მოახდენს.

კურსს ციფრული მარკეტერი ლაშა ხორგუაშვილი უძღვება. კურსი განსაკუთრებით საინტერესოა მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომლებსაც სურთ, საკუთარი ბრენდის ვიზუალური კომუნიკაცია უფრო გამართული და ეფექტური გახადონ.

გაიარე კურსი აქ

მასტერკლასი: როგორ შევქმნათ ვიდეო კონტენტი

ვიდეოკონტენტი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ფორმატია სოციალურ მედიაში. ეს მასტერკლასი დაგეხმარება, გაიგო, როგორ შექმნა ვიდეოები, რომლებიც სხვადასხვა პლატფორმისთვის ეფექტურად მუშაობს.

მასტერკლასზე გაიგებ:

• როგორ მუშაობს TikTok-ისა და Instagram-ის ალგორითმები;

• როგორ მოარგო კონტენტი სხვადასხვა პლატფორმას;

• რა შეცდომები უნდა აირიდო;

• რა ტექნიკა, განათება და პროგრამები გამოიყენო ვიდეოს შესაქმნელად.

ასევე ისწავლი, როგორ ააწყო შენი პლატფორმები ისე, რომ უფრო დიდ აუდიტორიამდე მიხვიდე და უკეთესი შედეგი მიიღო.

გაიარე მასტერკლასი აქ

მასტერკლასი: როგორ დავწეროთ ეფექტური ტექსტი

Copywriting-ის მასტერკლასი გასწავლის, როგორ წერო მიმზიდველი და ეფექტური ტექსტები, რომლებიც აუდიტორიის ყურადღებას მიიპყრობს და პროდუქტის სწორად გაყიდვაში დაგეხმარება.

მასტერკლასის დახმარებით ისწავლი:

• როგორ ესაუბრო შენს აუდიტორიას;

• როგორ შექმნა საინტერესო და დამაჯერებელი ტექსტი;

• როგორ აქციო კონტენტი გაყიდვების ინსტრუმენტად.

მასტერკლასი copywriter-მა მარიტა ფილაურმა მოამზადა.

გაიარე მასტერკლასი აქ

Businesscourse.ge-ზე ყველა კურსი სრულად დაფინანსებულია და მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ტემპით, ონლაინ ფორმატში მიიღონ პრაქტიკული ცოდნა. პლატფორმა აერთიანებს თანამედროვე ბიზნესისთვის საჭირო მიმართულებებს და მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერებას განათლების ხელმისაწვდომობით.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

11.08.2026.14:14

თიბისის მხარდაჭერით, წალკის მუნიციპალიტეტში, დაბა ბედიანთან სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა, რომელმაც წელს 50-ზე მეტ მონაწილესა და სტუმარს უმასპინძლა. ფესტივალი მიზნად ისახავს ახალ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტული ცოცვის განვითარებასა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას.

თიბისისთვის ცვლილება ახალი შესაძლებლობების შექმნიდან იწყება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ახალ თაობას მივცეთ სივრცე, სადაც ისინი საკუთარ ძალებს გამოცდიან, დამოუკიდებელ ნაბიჯებს გადადგამენ და საკუთარ შესაძლებლობებს ირწმუნებენ. ეს გამოცდილება კი მათ განვითარებასა და წინსვლას უწყობს ხელს, ამავდროულად კი რეგიონებში ახალ ინტერესს, მეტ ჩართულობასა და განვითარების საფუძველს ქმნის.

სპორტული ცოცვის ფესტივალი პირველად 2024 წელს სოფელ ნიქოზში გაიმართა და უკვე ტრადიციად ყალიბდება. ბოლო ორი წელია ფესტივალს ბედიანი მასპინძლობს. ორ დღიან ფესტივალში მონაწილეობდნენ როგორც გამოცდილი სპორტსმენები, ისე ნიქოზისა და ბედიანის მეკლდეურთა კლუბების წევრები, მოყვარულები და სპორტული ცოცვით დაინტერესებული ადამიანები. შეჯიბრება სამ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა.

პროექტი ხელს უწყობს არა მხოლოდ სპორტის პოპულარიზაციას, არამედ დაბა ბედიანისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათავგადასავლო ბანაკის ცნობადობის გაზრდას, ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას, მეტი ახალგაზრდის ჩართულობასა და სპორტული ცოცვის მიმართ ინტერესის გაზრდას. ამასთან, ფესტივალი ქმნის სივრცეს, სადაც ახალგაზრდები საკუთარი ძალების გამოცდას, დამოუკიდებლობას, გამოცდილების გაზიარებასა და ერთმანეთის მხარდაჭერას სწავლობენ. სწორედ ეს გამოცდილება აძლევს მათ შესაძლებლობას, საკუთარი ძალები რეალურ გამოწვევებში გამოსცადონ და წინსვლისთვის ახალი ნაბიჯები გადადგან.

„ბედიანის ცოცვის ფესტივალი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტის პოპულარიზაციისთვის, არამედ ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად. „კიდევ ხომ ჩატარდება?“ - ეს არის ის სიტყვები, რომლებიც ახალ ენერგიას მაძლევს, რომ ეს ფესტივალი მრავალი წლის განმავლობაში უნდა არსებობდეს. ფესტივალი ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებასა და ახალი მეგობრობების ჩამოყალიბებას. გვჯერა, რომ ასეთი ინიციატივები ახალგაზრდების განვითარებასთან ერთად თავად რეგიონის გარდაქმნასა და ახალი იდეების გაჩენასაც უწყობს ხელს“ - ლაზარე კომახიძე, მეკლდეური და ბედიანის ცოცვის ფესტივალის დამფუძნებელი.

თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა, მათი განვითარებისთვის შესაძლებლობების შექმნა და დამოუკიდებელი, აქტიური ცხოვრების წახალისება 30 წელზე მეტია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბრენდი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ახალგაზრდებს საკუთარი უნარების გამოვლენაში, ახალი გამოცდილების მიღებასა და წინსვლაში ეხმარება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა