4 წლიანი საქმიანობის შემდეგომ საქართველოში წყლის ხარისხის გაუმჯობესების პარალელურად წყალმომარაგების შეწყვეტის შემთხვევები შემცირებულია, რასაც მომხმარებელიც ხედავს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი l Aqualia-ს რეგიონული დირექტორი
4 წლიანი საქმიანობის შემდეგომ საქართველოში წყლის ხარისხის გაუმჯობესების პარალელურად წყალმომარაგების შეწყვეტის შემთხვევები შემცირებულია, რასაც მომხმარებელიც ხედავს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი - ამის შესახებ, ხოსე ენრიკე ბოფილიმ, Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ინვესტიციების მოცულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ინვესტივიების ამჟამინდელი მოცულობა 5-ჯერ აღმატება იმ დროინდელს, როცა დავიწყეთ ოპერირება და ჩვენ ვაპირებთ მათ გაზრდას. ყველაზე მნიშვნელოვანია არა ინვესტიციის ოდენობა, არამედ ის რომ ეს ინვესტიცია იყოს დაბალანსებული იმ ტარიფთან, რომელიც მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს. უფრო მაღალი ინვესტიციის შემთხვევაში ეს გამოიწვევდა სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას, რაც ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემას წარმოშობდა მომხმარებლის დონეზე. ამდენად, მნიშვნელოვანია ამ ორი ელემენტის დაბალანსება. ინვესტიაცია უნდა იზრდებოდეს ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ და ამის პარალელურად მთლიანი სისტემის ეფექტიანობა უნდა უმჯობესდებოდეს, რათა მომხმარებელმა ეს საკუთარ თავზე იგრძნოს. ამჟამად, ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ, ვიდანდან 4 წლიანი საქმიანობის შემდგომ წყლის ხარისხის გაუმჯობესების პარალელურად წყალმომარაგების შეწყვეტის შემთხვევები შემცირებულია, რასაც მომხმარებელი ხედავს კიდევაც, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ამას ჭირდება დრო და ეს ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს, რათა მივაღწიოთ დასახულ შედეგებს და მომხმარებელმა შეძლოს დაუბრკოლებელი წყალმომარაგებისთვის ტარიფის გადახდა“, - აცხადებს ხოსე ენრიკე ბოფილი.
სხვა სიახლეები
ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით, გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია - პრემიერი
19.09.2026.16:42
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ფერმერის დღეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე თითოეული ჩვენგანისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფერმერის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფერმერის შრომაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული საქართველოში.
„ფერმერის შრომაზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, ეკონომიკური განვითარება, სასურსათო უსაფრთხოება, სოციალური სტაბილურობა და, რა თქმა უნდა, ფერმერის შრომაზე არის დამოკიდებული ძლიერი სოფელი და ძლიერი სოფლის მეურნეობა. აქედან გამომდინარე, თითოეულ თქვენგანს, ფერმერებს მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი შრომისთვის. ეს შრომა არის ნამდვილად პატრიოტიზმის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება.
ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით. ამ წინსვლას ადასტურებს კონკრეტული შედეგები. გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია. სოფლის მეურნეობაში შექმნილი მშპ 5.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა და ეროვნული ეკონომიკის თითქმის 6%-ს შეადგენს დღეისათვის. სოფლად დასაქმებულთა რაოდენობამ 577 ათასს გადააჭარბა, ხოლო უმუშევრობა 11.2%-მდე შემცირდა. ეს შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს მუდმივი წინსვლა, თუმცა სოფლის მეურნეობას სჭირდება მუდმივი ზრუნვა, მუდმივი განვითარება. ამისათვის სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებ