მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.1
-0.0065
flag
AZN 1.5242
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0067
flag
EUR 2.8423
-0.0124
flag
GBP 3.3968
-0.0191
flag
KZT 56.84
-0.0077
flag
TRY 0.0513
-0.0001
flag
USD 2.5926
-0.0007
news banner

40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - „თეგეტა მოტორსში“ Black Friday დაიწყო

news image
mbc image

ზამთარში მეტი რომ გაიარო, ავტომობილს შესაბამისი მომზადება სჭირდება.„თეგეტა მოტორსი“მძღოლებს საშუალებას აძლევს, სეზონურ ცვლილებებს მომზადებული დახვდნენ. კომპანიაში Black Friday-ს კვირეული უკვე დაიწყო - 24-დან 30 ნოემბრის ჩათვლით მომხმარებლებს საბურავებზე, ზეთებზე, აკუმულატორებსა და ავტონაწილებზე 40%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. შეთავაზებები ინდუსტრიის წამყვანი ბრენდების პროდუქციას მოიცავს და მძღოლებს შესაძლებლობას აძლევს, ავტომობილი ზამთრის სეზონისთვის ნაკლები დანახარჯებით მოამზადონ.

ელენკა კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „თეგეტა მოტორსისთვის“ მომხმარებელზე ზრუნვა მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზებით არ შემოიფარგლება. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ავტომობილის მფლობელებს ისეთი შესაძლებლობები შევუქმნათ, რომლებიც მათ საჭიროებებსა და ინტერესებზეა მორგებული და საერთაშორისო ბრენდების პროდუქციას უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

Black Friday-ს „თეგეტა მოტორსი“ წელსაც უერთდება. გვინდა, მომხმარებლებს მივცეთ შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი საავტომობილო პროდუქტები განსაკუთრებული ფასდაკლებით შეიძინონ, დროულად იზრუნონ ავტომობილზე და ზამთარშიც მეტი გაიარონ“.

ზამთრის სეზონისთვის ავტომობილის მომზადებისას განსაკუთრებული ყურადღება საბურავების მდგომარეობას უნდა დაეთმოს. გზის საფარისა და ამინდის პირობების ცვლილებასთან ერთად, შესაბამისი საბურავების გამოყენება მართვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. Black Friday-ს კვირეულის ფარგლებში, Bridgestone-ის საბურავებზე 25%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს, ხოლო Petlas-ის, HiFly-სა და Westlake-ის საბურავებზე - 20%-იანი. შეთავაზება სხვადასხვა მოდელსა და ზომას მოიცავს.

ცივ ამინდებში ძრავის გამართული მუშაობისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ხარისხისა და მახასიათებლების მქონე ძრავის ზეთის გამოყენებაც. ზეთის დროული შეცვლა ძრავის კომპონენტების დაცვასა და მისი ეფექტიანი მუშაობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. „თეგეტა მოტორსში“ Petronas-ის ზეთების შეძენას მომხმარებლები 40%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ, ხოლო Shell-ისა და Motul-ის ზეთებზე ფასდაკლება 25%-ს შეადგენს. გარდა ამისა, 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს ფილტრებზე.

დაბალი ტემპერატურა განსაკუთრებულ დატვირთვას აკუმულატორსაც უქმნის, ამიტომ ზამთრის დადგომამდე მისი მდგომარეობის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლაც ასევე მნიშვნელოვანია. Black Friday-ს ფარგლებში Energizer-ის აკუმულატორებზე 40%-იანი ფასდაკლება გავრცელდება, Varta-სა და Exide-ის აკუმულატორებზე - 25%-იანი, ხოლო Macpower-ის აკუმულატორებზე - 15%-იანი. აღსანიშნავია, რომ შეთავაზებაში წარმოდგენილ აკუმულატორებზე 3-წლიანი გარანტია მოქმედებს.

შეთავაზებები ავტომობილის სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებსა და ავტონაწილებსაც მოიცავს. კერძოდ, ATE-ის ავტონაწილებზე ფასდაკლება 40%-ია, სხვა ბრენდების ავტონაწილებზე კი – 25%. ATE-ის პროდუქციას გარანტიაც ახლავს: „თეგეტა მოტორსის“ ფილიალში მონტაჟის შემთხვევაში პრემიუმ ბრენდის ნაწილებზე გარანტიის ვადა 6 თვემდეა, სხვა სერვისცენტრში დაყენებისას კი – 3 თვემდე.

40%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი TOTAL-ისა და Milwaukee-ს ინსტრუმენტების შეძენა. რაც შეეხება დანადგარებს, მათზე 25% ფასდაკლება გავრცელდება.

Black Friday-ს კვირეულში „თეგეტა მოტორსის“ მომხმარებლებს, ფასდაკლებებთან ერთად, სიურპრიზიც ელოდებათ: ყოველი მე-100 მომხმარებელი განსაკუთრებულ გამოცდილებას მიიღებს - რუსთავის ავტოდრომზე, პროფესიონალი პილოტის გვერდით, Lamborghini-ს ან Porsche-ს სიჩქარესა და ადრენალინს შეიგრძნობს!
კვირეულის ფარგლებში შეძენილი პროდუქციის საფასურის გადახდა მომხმარებლებს უპროცენტო განაწილებითაც შეუძლიათ, რომლის დროსაც თანხა რამდენიმე თვეზე გაიყოფა. შეთავაზებებით სარგებლობა ვრცელდება „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებზე, „თეგეტას“ Online Shop-სა და Tegeta App-ზეც.

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის და UN Women-ის AI სასტიპენდიო პროგრამა გოგოებისთვის - დარეგისტრირდი და ისწავლე ხელოვნური ინტელექტი

24.11.2026.14:06

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) და Mastercard-თან თანამშრომლობით გოგოებისთვის AI სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს.

ინიციატივა მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ 100%-იანი დაფინანსება 10 პარტნიორ აკადემიაში და დაეუფლონ ხელოვნურ ინტელექტს.

პროგრამაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 25 ნოემბერს დასრულდება. განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ბმულს.

„ხელოვნური ინტელექტი დღეს უკვე მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმას, თუ რა უნარები იქნება საჭირო სხვადასხვა სფეროში - დასაქმების თუ განათლების კუთხით. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ცვლილებაში გოგოები და ქალები თანაბრად იყვნენ ჩართულნი - არა მხოლოდ როგორც ტექნოლოგიების მომხმარებლები, არამედ როგორც მათი შემქმნელები. სწორედ ამიტომ, UN Women-თან და Mastercard-თან ერთად სასტიპენდიო პროგრამას ვახორციელებთ - AI სტიპენდია გოგოებისთვის, რომლის ფარგლებშიც სტიპენდიატებს შესაძლებლობას ვაძლევთ, ისწავლონ ხელოვნური ინტელექტი 10 პარტნიორ აკადემიაში, სრული დაფინანსებით“, - აღნიშნავს ანი ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი. 

გოგოები ტექნოლოგიებში: გამოწვევები, რომლებიც კვლავ რჩება

საქსტატის მონაცემებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში ICT პროფესიას ქალების მხოლოდ 20–22% ირჩევს. პროფესიულ პროგრამებში ეს მაჩვენებელი შედარებით მაღალია და დაახლოებით 29%-ს შეადგენს, თუმცა საერთო სურათი მაინც უთანასწორობაზე მიუთითებს. მიზეზი კი ინფორმირებულობის ნაკლებობაა, განსაკუთრებით რეგიონებში, ტექნოლოგიებსა და ინტერნეტზე შეზღუდული წვდომა, ენის ბარიერი და რეალური მაგალითებისა და მენტორობის ნაკლებობა.

„დღეს ხელოვნური ინტელექტი სწრაფად ცვლის ეკონომიკას, შრომის ბაზარს და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, თუმცა არსებობს სერიოზული რისკი, რომ იგი გააძლიერებს არსებულ გენდერულ უთანასწორობას, თუ ქალები ამ პროცესში სრულფასოვნად არ იქნებიან ჩართულნი. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ქალები და გოგოები არ არიან მხოლოდ ციფრული ტექნოლოგიების მომხმარებლები - აუცილებელია, მათი ხმა და წვლილი იყოს წარმოდგენილი ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში“, - აღნიშნავს ელენე გაბელაია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) პროექტის ანალიტიკოსი.

სასტიპენდიო პროგრამის პირველ ნაკადზე განაცხადი 1500-ზე მეტმა მსურველმა შეავსო.

„იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება გოგოების მხრიდან დაინტერესება და ეს ინტერესი და ჩართულობა შედეგებშიც გადაითარგმნება - მეტი კურსდამთავრებული შეძლებს ტექნოლოგიების მიმართულებით დასაქმებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას“, - აღნიშნავს ელენე გაბელაია.

მისივე შეფასებით, საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დიდ კომპანიებს შეუძლიათ მასშტაბური და სისტემური ინიციატივების წამოწყება, ცნობიერების ამაღლება და თემის ფართო აუდიტორიამდე მიტანა.

„დიდი კომპანიების ჩართულობა ქმნის მაგალითს სხვა ბიზნესებისთვის, რაც გენდერული თანასწორობის მიმართულებით მეტი ინიციატივის გაჩენას უწყობს ხელს. საბოლოოდ, ასეთი პარტნიორობები ქმნის ეკოსისტემას, სადაც ქალების გაძლიერება არა მხოლოდ სოციალური მიზანი, არამედ ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება“, - აღნიშნავს ელენე გაბელაია.

„საქართველოს ბანკისთვის განათლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამ მიზნით, 40-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. AI სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში კი გვსურს, გოგოებს მივცეთ შესაძლებლობა, უფრო მეტად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი ტექნოლოგიების მიმართულებით, აღმოაჩინონ ახალი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები”, - აღნიშნავს ანი ლომთაძე. 

ვის შეუძლია სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

საქართველოს ბანკის და UN Women-ის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქალს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის შესწავლა სურს. სტიპენდიატები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან, ხოლო დაფინანსების მიღების პირობებს თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს.

როგორ შეგიძლია მიიღო საქართველოს ბანკის AI სტიპენდია გოგოებისთვის?

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარადგინონ სამოტივაციო წერილი. აპლიკაციების პირველადი გადარჩევის შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებს შესაბამისი აკადემიები გასაუბრებაზე მოიწვევენ. საჭიროების შემთხვევაში, შერჩევის პროცესი შეიძლება დამატებით ტესტირებას ან პროფესიული უნარების შეფასებასაც მოიცავდეს.

აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე:  ganatleba.bog.ge და განათლების გზაზე არ გაჩერდე.

საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა