5-13 აპრილს, ბათუმი საერთაშორისო პოკერის ტურნირს EAPT Batumi 2025 უმასპინძლებს
5-13 აპრილს, ბათუმი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ საერთაშორისო პოკერის ტურნირს EAPT Batumi 2025 უმასპინძლებს, რომლის საპრიზო ფონდი 1 მილიონი დოლარი იქნება.
როგორც ECLIPSE ENTERTAITMENT ჯგუფში განმარტავენ, ეს არის რიგით მეორე საერთაშორისო ტურნირი, რომელთა სერიასაც ECLIPSE POKER CLUB მასპინძლობს.
ტურნირის ორგანიზატორთა განმარტებით, აღნიშნული ღონისძიება ბათუმში არა მხოლოდ საერთაშორისო მოთამაშეებს მოიზიდავს, არამედ მას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს რეგიონის ეკონომიკური, ტურისტული და საერთაშორისო იმიჯის განვითარებაზე.
„საქართველოსთვის ასეთი მაღალი დონის პოკერის ტურნირები უპრეცედენტოა და ხელს შეუწყობს ათასობით მაღალშემოსავლიანი ტურისტის ჩამოსვლას რეგიონში, არა მხოლოდ ზაფხულის პიკის პერიოდში, არამედ არასეზონზე“, - აცხადებენ ECLIPSE ENTERTAITMENT ჯგუფში.
ტურნირები ითვალისწინებს მინიმუმ 2,000 მონაწილის და მათი თანმხლები პირების 10-15 დღიან ვიზიტს, რაც იწვევს 5,000-მდე ტურისტის ვიზიტს. მათი ხარჯები სასტუმროებში, რესტორნებში და სხვა მომსახურების სფეროებში მნიშვნელოვნად გააძლიერებს ადგილობრივ ეკონომიკას.
EAPT Batumi არის არა მხოლოდ პოკერის ტურნირი, არამედ უნიკალური შესაძლებლობა რეგიონისთვის, რომ აჩვენოს თავისი პოტენციალი საერთაშორისო არენაზე მაღალი კლასის საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძლად. ეს მოვლენა პასუხს სცემს სამ მთავარ გამოწვევას:
ECLIPSE ENTERTAITMENT ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა ჩაატაროს ბათუმში ამგვარი მასშტაბის ტურნირები არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბათუმის, როგორც საერთაშორისო გასართობი, ტურისტული და ბიზნეს ჰაბის განვითარებისათვის.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.