მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

5 ფაქტორი, რაც 2023 წლის IV კვარტალში ბიზნესსაქმიანობას ხელს უშლიდა

news image
mbc image

2023 წლის IV კვარტალში, 2023 წლის III კვარტალთან შედარებით, BAG ბიზნეს კლიმატი 4.5 ქულით გაუარესდა. აღნიშნულ პერიოდში, გამოკითხული კომპანიების მიერ მიმდინარე მდგომარეობის შეფასება გაუარესდა 6.1 ქულით, ხოლო მომდევნო 6 თვის მოლოდინის მაჩვენებელი გაუარესდა 2.8 ქულით.

2023 წლის IV კვარტლის შედეგები ასევე გაუარესებულია 2022 წლის IV კვარტალთან შედარებით, როდესაც BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 44.4-ს, მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 37.6-ს, ხოლო მომდევნო 6 თვის მოლოდინის ქულა 51.4-ს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის I კვარტლიდან BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი დადებითია და 2023 წლის III კვარტლამდე უმჯობესდებოდა. 

BAG ბიზნეს კლიმატი სექტორების მიხედვით

2023 წლის IV კვარტალში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი ყველა სექტორში დადებითია.

2023 წლის IV კვარტალში, 2023 წლის III კვარტალთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი გაუმჯობესდა მომსახურების სექტორში, ხოლო ვაჭრობის, მრეწველობისა და მშენებლობის სექტორებში გაუარესდა. 

2023 წლის IV კვარტალში, 2023 წლის III კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება გაუარესდა ოთხივე - მრეწველობის (-21.7 ქულით), ვაჭრობის (-7.7 ქულით), მშენებლობისა (-5.5 ქულით) და მომსახურების (-0.9 ქულით) სექტორებში.

სექტორებს შორის, მიმდინარე მდგომარეობა ყველაზე დადებითად შეფასდა ვაჭრობის სექტორის მიერ. აღნიშნულს შესაძლოა, განაპირობებდეს სექტორში გაზრდილი გაყიდვები (ვაჭრობის სექტორში კომპანიათა 55.6%-მა დააფიქსირა 2023 წლის IV კვარტალში გაყიდვების ზრდა).

რაც შეეხება ბიზნესის მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს, 2023 წლის IV კვარტალში, მაჩვენებელი დადებითია ყველა სექტორისთვის. სექტორებს შორის ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი მრეწველობის სექტორში ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის III კვარტალთან შედარებით, გაუარესება შეინიშნება ვაჭრობისა (-12.9 ქულა) და მშენებლობის (-21.8 ქულა) სექტორებში, ხოლო მოლოდინები გაუმჯობესებულია მრეწველობისა (6.7 ქულა) და მომსახურების (7.5 ქულა) სექტორებში.

ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორები

2023 წლის IV კვარტალში, 2023 წლის III კვარტალთან შედარებით, გაიზარდა იმ კომპანიების წილი (7 პროცენტული პუნქტით), რომლებიც თვლიან, რომ მათი ბიზნესსაქმიანობისთვის არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორები. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი 6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული 2022 წლის IV კვარტალთან შედარებით.

2023 წლის IV კვარტალში, ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ხუთი ფაქტორია: სპეციალისტების ნაკლებობა, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, სამუშაო ძალის ნაკლებობა, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა და მოთხოვნის სიმცირე. 

მოცემულ კვარტალში, პრობლემათა შორის პირველი ადგილი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბამ დაიკავა (აღნიშნულ პრობლემას კომპანიათა 63% ასახელებს ხელის შემშლელად).

სექტორებს შორის, სპეციალისტების ნაკლებობა ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორის კომპანიებისთვის (ყველა გამოკითხულმა კომპანიამ, რომლისთვისაც არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორები, აღნიშნული პრობლემა დაასახელა ხელის შემშლელად) წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს, ყველაზე ნაკლებად კი ვაჭრობის სექტორისთვის (38%) (იხილეთ გრაფიკი 12). საწარმოს ზომის მიხედვით5, ყველაზე მეტად მსხვილი ზომის კომპანიები ასახელებენ აღნიშნულ ფაქტორს ხელის შემშლელად (36%) 

2023 წლის IV კვარტალში, სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი ბა­რი­ე­რე­ბი ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 49%-მა დაასახელა. სექტორებს შორის, აღნიშნული პრობლემა ყველაზე მწვავე მშენებლობის სექტორისთვისაა (60%), ხოლო ყველაზე ნაკლებად - მომსახურების სექტორისთვის (46%). საწარმოთა ზომის მიხედვით, აღნიშნული ფაქტორი ყველაზე მეტად მსხვილი ზომის კომპანიებისთვის წარმოადგენს პრობლემას (33%-მა დაასახელა ხელის შემშლელად).

2023 წლის IV კვარტალში, სა­მუ­შაო ძა­ლის ნაკ­ლე­ბო­ბა ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 43%-მა დაასახელა. სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მწვავე მშენებლობის სექტორისთვისაა (80%). საწარმოთა ზომის მიხედვით, სამუშაო ძალის ნაკლებობა ყველაზე მეტად მსხვილი ზომის კომპანიებისთვის წარმოადგენს პრობლემას (29%-მა დაასახელა ხელის შემშლელად).

2023 წლის IV კვარტალში, ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გაც­ვ­ლი­თი კურ­სის არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 35%-მა დაასახელა. სექტორებს შორის, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორის კომპანიებისთვის (ყველა გამოკითხულმა კომპანიამ, რომლისთვისაც არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორები, აღნიშნული პრობლემა დაასახელა ხელის შემშლელად) წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს, ყველაზე ნაკლებად კი მომსახურების სექტორისთვის (17%). საწარმოს ზომის მიხედვით, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ყველაზე მეტად მცირე ზომის კომპანიებისთვის წარმოადგენს პრობლემას (30%-მა დაასახელა ხელის შემშლელად).

2023 წლის IV კვარტალში, მოთხოვ­ნის სიმ­ცი­რე ხელის შემშლელად გამოკითხულ კომპანიათა 18%-მა დაასახელა. მოთხოვნის სიმცირე, როგორც ხელის შემშლელი ფაქტორი, ყველაზე მეტად მრეწველობის სექტორის (33%) მიერ ფიქსირდება. საწარმოთა ზომის მიხედვით, მოთხოვნის სიმცირის პრობლემა ყველაზე მეტად მცირე ზომის კომპანიებს აქვთ (15%)

ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის, წინა კვარტალთან შედარებით, ყველაზე მეტად სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა შემსუბუქდა (6 პროცენტული პუნქტით). ხოლო ყველაზე მეტად მოთხოვნის სიმცირის პრობლემა გამძაფრდა (7 პროცენტული პუნქტით)

ბიზნესისთვის სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერების განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორები

2023 წლის IV კვარტალში, იმ კომპანიათა უმეტესობამ, რომლებმაც სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები დაასახელეს ხელის შემშლელ ფაქტორად, წინა პერიოდების მსგავსად, მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი გა­რე­მო მიიჩნიეს ყველაზე მნიშვნელოვან ბარიერად, რაც ხელს უშლის მათ ბიზნესსაქმიანობას.

სექტორებს შორის, მარეგულირებელი გარემო ხელის შემშლელ ფაქტორად ყველაზე მეტად დასახელდა მომსახურების სექტორში (92%), ხოლო აღნიშნული ფაქტორი ყველაზე ნაკლებად მშენებლობისა და ვაჭრობის სექტორების მიერ სახელდება (50%).

სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს შორის, მეორე ადგილს ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი სა­კითხე­ბი იკავებს. აღნიშნული ფაქტორი სექტორებს შორის, ხელის შემშლელ ფაქტორად ყველაზე მეტად მრეწველობის სექტორში დაფიქსირდა (100%), ხოლო ყველაზე ნაკლებად მშენებლობის სექტორში (0%). რაც შეეხება სა­სა­მარ­თ­ლო სის­ტე­მას, აღნიშნული ფაქტორი ხელის შემშლელად ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა (75%), ხოლო ყველაზე ნაკლებად მრეწველობის სექტორში (0%)

დაფინანსება 2023 წლის IV კვარტალში, დაფინანსების მოძიება სცადა გამოკითხულ კომპანიათა 48%-მა, რაც წინა კვარტალთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია (7 პროცენტული პუნქტით) (იხილეთ გრაფიკი 17). 2023 წლის IV კვარტალში, მათგან, ვინც ბოლო პერიოდში დაფინანსების მოძიება სცადა, 19% აცხადებს, რომ ფინანსებზე წვდომა პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით შემცირებულია (5 პროცენტული პუნქტით)

რაც შეეხება ბიზნესის დაფინანსების წყაროებს8, 2023 წლის IV კვარტალში, წინა პერიოდების მსგავსად, კომპანიათა უმეტესობის განცხადებით, ისინი ფინანსდებიან ადგილობრივი წყაროებიდან. ამასთან იმ კომპანიათა პროცენტული წილი, რომლებიც მხოლოდ უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან, 2023 წლის IV კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, 1 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი გამოითვლება BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გამოკითხვის საფუძველზე. კითხვარის მეშვეობით კომპანიები აფასებენ თავიანთ მიმდინარე მდგომარეობას და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს.

კომპანიები, ასევე, აფასებენ გაყიდვების, გაყიდვების ფასების, დასაქმებულთა რაოდენობის და დასაქმებულთა ანაზღაურების ცვლილებას გასულ და მიმდინარე კვარტლებში და აფიქსირებენ მოლოდინს მომდევნო კვარტლისთვის. დამატებით, კომპანიები ასახელებენ თავიანთი ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებს, აფიქსირებენ გაცვლითი კურსის შესახებ არსებულ მოლოდინს, და აფასებენ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. მიმდინარე კვარტალში კომპანიებმა ასევე შეაფასეს შრომითი რესურსების საჭიროება. აღნიშნული ინდექსის ფარგლებში, BAG-ის წევრები და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიები გადანაწილდა ოთხ სექტორში: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. 2023 წლის მეოთხე კვარტლის გამოკითხვა ჩატარდა 2023 წლის 20 ნოემბერი - 4 დეკემბრის პერიოდში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა