მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.3
-0.006
flag
AZN 1.5541
-0.0005
flag
CNY 38.934
0.0027
flag
EUR 3.0237
0.0093
flag
GBP 3.528
0.0059
flag
KZT 55.82
0.0011
flag
TRY 0.0564
-0.0002
flag
USD 2.6415
-0.0009
news banner

5 ივლისი გაორმაგების დღეა - ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით Tbilisi Mall-ში

news image
mbc image

5 ივლისი გაორმაგების დღეა. საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS - ის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ბანკმა პარტნიორ Tbilisi Mall-თან ერთად მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზება მოუმზადეს.

5 ივლისს, სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილ პარტნიორ მაღაზიებში PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. შეთავაზება ვრცელდება ტანსაცმლის, აქსესუარების, საოჯახო ნივთებისა და სხვა კატეგორიების არაერთ ბრენდზე.

Tbilisi Mall-ში წარმოდგენილია საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდების ფართო არჩევანი, ამიტომ გაორმაგების დღე კარგი შესაძლებლობაა, სასურველი ნივთები კიდევ უფრო მომგებიანი პირობით შეიძინოთ.

პარტნიორი მაღაზიების სრული ჩამონათვალი იხილეთ აქ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image არქი ჰორაიზონმა ენერგოეფექტურობის მიმართულებით საუკეთესო შედეგები აჩვენა Societe Generale-ის ჯგუფის წევრის, ENVIROS-ის შეფასებით

03.07.2026.19:23

თბილისში, ორთაჭალაში მდებარე Archi Horizon-ის ენერგოეფექტურობის მაჩვენებლები საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ENVIROS-მა დამოუკიდებლად შეაფასა, რაც მოიცავს პროექტის სამ საცხოვრებელ A, B და C ბლოკის.

ENVIROS-ის დასკვნა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Archi Horizon-ის ენერგოეფექტურობას, მდგრადობასა და დაბალხარჯიან საცხოვრებელ კონცეფციას. დამოუკიდებელი საერთაშორისო აუდიტორის შეფასება წარმოადგენს სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მასალას.

ENVIROS ენერგოეფექტურობისა და მდგრადობის მიმართულებით სპეციალიზებული წამყვანი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელსაც 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. ის საერთაშორისო Société Générale Financial Group-ის ნაწილია. კომპანია, როგორც ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად სერტიფიცირებული ენერგოაუდიტორი, საქართველოში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად ოპერირებს.

„მოხარული ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ხელი მოგვეწერა თანამშრომლობის მემორანდუმზე საქართველოს ბაზარზე წამყვან დეველოპერ „არქისთან“. სულ ახლახან მოვამზადეთ „არქი ჰორაიზონის“ შეფასება, რომელიც ადასტურებს, რომ პროექტს ენერგოეფექტურობის მაღალი მაჩვენებლები აქვს და, ამავდროულად, შეესაბამება ენერგოეფექტურობის მიმართულებით არსებულ ევროპულ მოთხოვნებს“, - აღნიშნა იან ჰანუშმა, ENVIROS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

Archi Horizon-ის აპარტამენტები თბილისში მაცხოვრებლებისა და მოიჯარეებისთვის პრაქტიკულ სარგებელსაც ქმნის: შენობის გარსი ამცირებს სითბოს დანაკარგს ზამთარში და ხელს უწყობს უკეთეს თბოკონტროლს ზაფხულში, რაც გათბობისა და გაგრილების ხარჯების შემცირებას განაპირობებს.

აღსანიშნავია, რომ Archi-მ და ENVIROS-მა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მიზანიც Archi-ს პროექტების ენერგოეფექტურობისა და მდგრადობის მაჩვენებლების გაუმჯობესება იქნება. თანამშრომლობა შეეხება არა მხოლოდ პროექტირების ეტაპს, არამედ შენობების ექსპლუატაციის პერიოდსაც.

Archi-სთვის, როგორც საქართველოში #1 დეველოპერისთვის, ESG სტანდარტებთან შესაბამისობა, ენერგოეფექტურობა და მდგრადობა გრძელვადიანი განვითარების მნიშვნელოვანი მიმართულებებია. Société Générale Financial Group-ის წევრ ENVIROS-თან თანამშრომლობა კი კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, პროექტებში ენერგოეფექტური გადაწყვეტილებები კიდევ უფრო სისტემურად დანერგოს და მაცხოვრებლებს შესთავაზოს უფრო კომფორტული, მდგრადი და ეკონომიურად ეფექტიანი საცხოვრებელი გარემო“, - განმარტავს Archi-ს გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა