5 ივლისს „თეგეტა მოტორსში“ გაორმაგების დღეა
გაორმაგებული PLUS ქულები „თეგეტა მოტორსში“ - 5 ივლისს მომხმარებელი განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობს. აქციის ფარგლებში „საქართველოს ბანკში“ დაგროვილი PLUS ქულების ღირებულება ორმაგდება და მომხმარებელს საშუალება ეძლევა, საავტომობილო პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოს.
აქცია მოქმედებს როგორც „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, ისე ონლაინ პლატფორმა Tegetashop.ge-ზე. PLUS შეთავაზება 5 ივლისს ასევე იმოქმედებს Tbilisi Mall-სა და East Point-ში განთავსებულ „თეგეტა მოტორსის“ სტენდებზე.
ელენე კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „გაორმაგების დღე PLUS პროგრამის მომხმარებლებისთვის წლის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი შეთავაზებაა. ერთი დღის განმავლობაში, დაგროვილი ქულების ღირებულება ორმაგდება - ეს პრაქტიკულად ნიშნავს 50%-იან ფასდაკლებას საავტომობილო პროდუქტების სრულ ასორტიმენტზე. „თეგეტა მოტორსისთვის“ მნიშვნელოვანია, მომხმარებელს განსაკუთრებული პირობები შევთავაზოთ და საავტომობილო პროდუქტების შეძენა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი გავხადოთ. PLUS პროგრამა სწორედ ამ მიზანს ემსახურება - მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ჩვენი ერთგული პარტნიორი ხდება, ვცდილობთ, ამ ურთიერთობის ღირებულება რეალურ, ხელშესახებ სარგებელში აისახოს. PLUS ქულების გაორმაგების დღეც ერთ-ერთი ასეთი მაგალითია“.
ENERGIZER-ის სპეციალური შეთავაზება
მხოლოდ 5 ივლისს ENERGIZER-ის აკუმულატორის შეძენისას, მომხმარებელი ორ შეთავაზებას შორის შეძლებს არჩევანის გაკეთებას - PLUS ქულებით გადახდისას მოქმედი ფასდაკლებით ისარგებლებს, ან აქციით „1 ამპერი = 2 ლარი".
5 ივლისს, 09:30-დან 18:00 საათამდე, PLUS ქულების გაორმაგების აქცია მოქმედებს თეგეტა მოტორსის ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით — თბილისში, გორში, მარნეულში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისში, რუხში, ფოთსა და ბათუმში.
გარდა ამისა, შეთავაზებით სარგებლობა ასევე შესაძლებელია „თეგეტა მოტორსის“ სტენდებზე: East Point-სა (თვალჭრელიძის ქუჩა №2) და Tbilisi Mall-ში (დ. აღმაშენებლის ხეივანი, 213-ე კმ).
--
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისისმიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურებისსრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისადა მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიასმთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდეკორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდისოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.