5-ჯერ მეტი PLUS ქულა - საქართველოს ბანკის შეთავაზება PLUS ბარათის მომხმარებლებს ვალენტინობისთვის
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, PLUS ბარათების მფლობელებს, 14 თებერვალს, ვალენტინობას, საინტერესო შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ. მათ ამ დღეს City Mall-ის გლდანისა და საბურთალოს ფილიალში განსაკუთრებული პირობები დახვდებათ. კერძოდ:
PLUS ბარათით მინიმუმ 50 ლარის გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლები დააგროვებენ 5-ჯერ მეტ PLUS ქულას (მაქსიმუმ 20 000 PLUS-ის ოდენობით).
სავაჭრო ცენტრი City Mall 400-ზე მეტ მაღაზიას, რესტორანს, გასართობ ცენტრსა და მომსახურების ობიექტს ერთ სივრცეში აერთიანებს.
მისამართებია: ვაჟა ფშაველას 70 და ი. ვეკუას 1.
ინფორმაციისთვის, PLUS ბარათი საქართველოს ბანკის ლოიალურობის პროგრამის ნაწილია, რომლის მეშვეობით მომხმარებლები სტანდარტულზე მეტ PLUS ქულას აგროვებენ, ან სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობენ.
PLUS ბარათის შეკვეთა შესაძლებელია ონლაინ. ფიზიკური ბარათის შერჩევის შემთხვევაში, მას ბანკის სასურველ ფილიალში მიიღებთ, ციფრული PLUS ბარათის გააქტიურება კი საქართველოს ბანკის მობილბანკში, სულ რამდენიმე წუთში უფასოდაა შესაძლებელი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.