მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.1
-0.0006
flag
AZN 1.5283
-0.0001
flag
CNY 38.909
0.0002
flag
EUR 2.9163
0.0036
flag
GBP 3.4784
0.0124
flag
KZT 58.09
0.0038
flag
TRY 0.0524
0
flag
USD 2.5976
-0.0002
news banner

5 ყველაზე მოთხოვნადი კურსი საქართველოს ბანკის Businesscourse.ge-ზე

news image
mbc image

თანამედროვე ციფრულ ეპოქაში წარმატებას აღწევს ის, ვინც იცის, როგორ განავითაროს საკუთარი სამეწარმეო უნარები, მიიღოს უახლესი ინფორმაცია და შეძლოს ცვლილებებთან ადაპტაცია. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის პლატფორმა — Businesscourse.ge — მეწარმეობითა და ბიზნესის მართვით დაინტერესებულ ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, გაიღრმავონ ცოდნა ამა თუ იმ მიმართულებით და დარგის ექსპერტების უნიკალურ გამოცდილებას გაეცნონ.

Businesscourse.ge-ზე უკვე 60-ზე მეტი კურსი ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია. ამ სტატიაში კი გიამბობთ პლატფორმის ხუთ ყველაზე მოთხოვნად კურსზე, რომლებიც უკვე ათასობით ადამიანს კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარა.

1. როგორ ვივაჭროთ საფონდო ბირჟაზე

საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა ბევრს რთული ეჩვენება, მაგრამ ამ მასტერკლასის შემდეგ გაიგებთ, რომ ინვესტირება ყველასთვისაა და მისი დაწყება მცირე თანხითაც შესაძლებელია. კურსზე შეიტყობთ, როგორ მუშაობს ბირჟა, ვინ არიან ბაზრის მონაწილეები, როგორ განისაზღვრება აქციების ფასი და როგორ შეიძლება მიიღოთ გადაწყვეტილება აქციების ყიდვასა და გაყიდვაზე. კურსს გალტ & თაგარტის საბროკერო მიმართულების გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნიკა მაზანაშვილი უძღვება.

2. როგორ დავწეროთ ბიზნესგეგმა

თუ საკუთარი ბიზნესის წამოწყება გსურთ ან უკვე გაქვთ და გეგმავთ მის გაფართოებას, ეს კურსი საინტერესო პერსპექტივებს გაგაცნობთ. მისი დახმარებით შეისწავლით, როგორ ჩამოაყალიბოთ ბიზნესგეგმა — როგორ შეაფასოთ ბაზარი, განსაზღვროთ, ვინაა თქვენი მომხმარებელი, გაანალიზოთ კონკურენტები და შექმნათ მარკეტინგული და ფინანსური გეგმა. კურსის გავლის შემდეგ შეძლებთ, დამოუკიდებლად მოამზადოთ სრული, პროფესიონალური ბიზნესგეგმა, რომელიც თქვენს იდეას სტრუქტურასა და მიმართულებას მისცემს.

3. როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გალტ & თაგარტის საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელის, დავით ნინშნიანიძის კურსი შესანიშნავი გზამკვლევია მათთვის, ვინც ინვესტირებაში პირველ ნაბიჯებს დგამს. კურსით გაიგებთ, რა პროდუქტებში შეიძლება ინვესტირება, როგორ მუშაობს კაპიტალის ბაზარი, რა არის დივერსიფიკაცია და როგორ უნდა განსაზღვროთ რისკები.

4. წინსვლის 7 პრინციპი

ეს კურსი გერი ჯონ ბიშოპის ცნობილ წიგნს “დაეხსენი ფიქრებს და დაუბრუნდი სიცოცხლეს” ემყარება. კურსი პიროვნული განვითარებისა და თვითშეგნების პრაქტიკული გზამკვლევია და მონაწილეებს სთავაზობს, გაეცნონ 7 საკვანძო მოსაზრებას, რომელთაც, ავტორების აზრით, თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ ან უარესობისკენ შეცვლა შეუძლია. ეს გააზრება მომავალში შეიძლება პიროვნული და პროფესიული განვითარების “გარღვევის” საფუძველიც კი გახდეს. კურსი მოამზადა ალექსანდრე ჯეჯელავამ გამოცდილმა ტრენერმა, ქოუჩმა და ბიზნეს-კონსულტანტმა.

5. ბრენდინგი

ალექს ჩიქოვანის კურსი “ბრენდინგი” ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ იარაღს — ბრენდს — სიღრმისეულად გაგაცნობთ. გასწავლით, საიდან იწყება ბრენდის შექმნა, როგორ უნდა აირჩიოთ მისი მისია, ხედვა და ფასეულობები, როგორ განასხვავოთ შიდა და გარე ბრენდინგი, შექმნათ ემოციური კავშირი მომხმარებელთან და შეიმუშაოთ სწორი საკომუნიკაციო ტონი. კურსი გაძლევთ ყველა საჭირო ინსტრუმენტს იმისთვის, რომ ბრენდი არა უბრალოდ არსებობდეს, არამედ გავლენას ახდენდეს.

ამ და სხვა კურსებზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.businesscourse.ge 

აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი ბიზნეს 360°  პლატფორმის ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს

22.10.2026.09:04

24 ოქტომბერს არქი გრანდ ავენიუში, დიდი ფასდაკლების დღე გაიმართება. მხოლოდ ერთი დღით მომხმარებლები ქალაქის ახალ ცენტრში ბინის შეძენას სპეციალურ ფასად და გადახდის განსაკუთრებული პირობებით შეძლებენ.
არქის გენერალური დირექტორის, შიო ხეცურიანის განმარტებით, ამ დღის მიმართ ინტერესი უპრეცედენტოდ მაღალია.

„სულ რაღაც ორ დღეში Archi Grand Avenue-ის სამ ახალ ბლოკში მომხმარებლები ბინების შეძენას განსაკუთრებული პირობით შეძლებენ. უპრეცედენტოდ მაღალი მომართვიანობის გამო, ჯერჯერობით ყველასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. ჩვენი გუნდი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, რომ თითოეულ დაინტერესებულ მომხმარებელს მოემსახუროს“, - აცხადებს შიო ხეცურიანი.

ერთი წლის წინ არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღეზე სულ რაღაც 5 საათში რეკორდული რაოდენობის - 644 ბინა გაიყიდა. მას შემდეგ პროექტში ბინების ფასი 27–28%-ით გაიზარდა.

არქი გრანდ ავენიუ 21 ჰექტარ ტერიტორიაზე ვითარდება, საიდანაც 15 ჰექტარი რეკრეაციულ სივრცეს დაეთმობა. პროექტი აერთიანებს საცხოვრებელ შენობებს, Hilton-ის ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, Wyndham-ის ბრენდირებულ რეზიდენციებს, მასშტაბურ სპორტულ კომპლექსსა და მრავალფუნქციურ ინფრასტრუქტურას.

თუ Archi Grand Avenue-ში ბინის შეძენას გეგმავთ, არ გადადოთ - დარეგისტრირდით დღესვე და ისარგებლეთ 24 ოქტომბრის ექსკლუზიური ფასებით, რომლებიც აღარ განმეორდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა