5 მიზეზი, რატომ უნდა გადმოწეროთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი
ბიზნესში ყოველი წუთი ფასეულია, ციფრული ინსტრუმენტები კი კარგი შესაძლებლობაა, საქმიანობა ეფექტიანად მართო და რაც მთავარია - კონკურენტუნარიანობაც შეინარჩუნო.
ამის კარგი მაგალითია საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი, რომელიც ნებისმიერი ტიპის ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, ფინანსები და პროცესები ერთი აპლიკაციიდან – როგორც ოფისში, ისე მის გარეთ მართონ. საერთაშორისო გადარიცხვებით დაწყებული, სატენდერო გარანტიების მიღებით დამთავრებული. აქ ყველაფერი მარტივად ხელმისაწვდომია.
ამ სტატიაში კი 5 მნიშვნელოვან ფუნქციას განვიხილავთ, რომლებიც დაგარწმუნებთ, თქვენი ბიზნესის უკეთ მართვისა და განვითარებისთვის საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი უნდა გადმოწეროთ.
1. საერთაშორისო გადარიცხვები ნებისმიერი ადგილიდან
ბიზნეს მობილბანკში თანხის გადარიცხვას საზღვარგარეთ, პირდაპირ აპლიკაციიდან შეძლებთ. საერთაშორისო გადარიცხვების ეს მარტივი მექანიზმი ფილიალში მისვლას არ საჭიროებს და შესაბამისად, დროსაც დაგიზოგავთ.
აქვე, შეგიძლიათ ისარგებლოთ SWIFT-ტრეკინგის ფუნქციით, რომლითაც გადარიცხვის სტატუსს რეალურ დროში ადევნებთ თვალის. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი პარტნიორი კომპანია თანხის მიღებამდე არ იწყებს მომსახურების გაწევას, თქვენ შეგიძლიათ წარადგინოთ ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ თანხა უკვე გადაირიცხა - თუნდაც ის ჯერ შუამავალ ბანკში იყოს.
თუ უცხოურ პარტნიორ კომპანიებთან ხშირად თანამშრომლობთ, აპლიკაციაში შეგიძლიათ მარტივად გახსნათ დამატებითი მულტისავალუტო ანგარიში, გადაანაწილოთ თანხა სხვადასხვა ვალუტაში და მართოთ ფინანსები უფრო მოქნილად.
სწორედ ამ ფუნქციონალით სარგებლობს სოციალური საწარმოს “დადარის” დამფუძნებელი არჩილ გობეჯიშვილიც, რომელსაც ბიზნეს მობილბანკი ევროპულ ბრენდებთან თანამშრომლობის პროცესს უმარტივებს.
2. ცენტრალიზებული სივრცე კომუნიკაციისთვის
აპლიკაციიდან შეგიძლიათ პირდაპირ გაუგზავნოთ ბანკს წერილი, მიამაგროთ საჭირო დოკუმენტები, ინვოისები ან ხელშეკრულებები, საჭიროების შემთხვევაში კი, კომუნიკაციაში ჩართოთ თქვენი თანამშრომლებიც.
ასე, პლატფორმა თქვენი ბიზნესის ორგანიზებულ და მარტივად სამართავ სამუშაო სივრცედ იქცევა, სადაც ყველა მნიშვნელოვანი მიმოწერა იყრის თავს, ფაილები დაცულად ინახება, ყველა პასუხი კი ყოველთვის ხელმისაწვდომია.
3. ამონაწერის ამოღება და სახაზინო გადარიცხვები - მარტივად
დეკლარაციის შევსების პროცესის გასამარტივებლად, ბიზნეს მობილბანკი ერთ სივრცეში ყველა საჭირო ფუნქციონალს აერთიანებს. აპლიკაციის დახმარებით, სწრაფად და მარტივად შეძლებთ როგორც ამონაწერის ამოღებას, ისე სახაზინო გადარიცხვების შესრულებას.
ეს ყველა შესაძლებლობა ერთ აპლიკაციაშია თავმოყრილი, რაც ფინანსური პროცესების მართვას, მათ შორის დეკლარირებას, ბევრად უფრო ეფექტურს ხდის.
4. სხარტი სესხი
თუ მცირე ან საშუალო ბიზნესი გაქვთ და მიზნის მისაღწევად დამატებითი რესურსები გჭირდებათ, ბიზნეს მობილბანკი თქვენ გვერდითაა.
ფინანსების მისაღებად ფილიალში მისვლა საჭირო არაა, არც დამატებითი საბუთების წარდგენა ან სესხის უზრუნველყოფა - ყველაფერი სრულად ციფრულად ხდება.
პროცესი ასეთია: შეავსეთ განაცხადი აპლიკაციაში და დაელოდეთ პასუხს სულ რამდენიმე წუთი.
5. მიიღეთ ხელშეკრულების შესრულების და სატენდერო გარანტია მარტივად
თუ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობთ და, პროცესის სხვადასხვა ეტაპზე, სატენდერო ან ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენა გიწევთ, ეს ფუნქციონალები აუცილებლად გამოგადგებათ
სატენდერო გარანტია - ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, შეგიძლიათ სატენდერო გარანტია 1 საათზე ნაკლებ დროში მიიღოთ. ეს ნიშნავს, რომ აღარ გიწევთ თანხის გაყინვა ტენდერის დასრულებამდე და ბიზნესის ფინანსებს თავისუფლად მართავთ. დამატებითი უპირატესობა კი ისაა, რომ 1 500 000 ლარამდე კონტრაქტებისთვის სატენდერო გარანტია უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა.
ხელშეკრულების შესრულების გარანტია - თუკი ხელშეკრულების შესრულების გარანტია გჭირდებათ, განაცხადზე პასუხს 1 წუთზე ნაკლებ დროში იღებთ, თავად დოკუმენტი კი თანხმობიდან დაახლოებით ერთ საათში მზადდება.
პროცესი სრულად დისტანციურია: დოკუმენტს ციფრული ხელმოწერით ადასტურებთ, სადაც არ უნდა იყოთ. ბეჭდური ვერსია შეგიძლიათ ფილიალში მიიღოთ ან თქვენთვის სასურველ მისამართზე ფოსტით გამოიწეროთ.
და ბოლოს, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიზნეს მობილბანკის ინოვაციურობა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი 2025 წელს აღიარა, როგორც ”საუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესისთვის ტრანსფორმაციის მიმართულებით”.
აპლიკაცია ყოველთვის ვითარდება. გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი და გადადით კომპანიის ციფრული ტრანსფორმაციის შემდეგ ეტაპზე!
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.