მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა მოითხოვოთ საქართველოს ბანკის ტერმინალი

news image
mbc image

ტერმინალი ბიზნესს შემოსავლების მიღების ეფექტიან ალტერნატივასთან ერთად, გადახდების მართვას, გამარტივებულ მომსახურებასა და მაქსიმალურ კომფორტს უნდა სთავაზობდეს. საქართველოს ბანკის ტერმინალს, რომელიც ონლაინ ანგარიშსწორებასა და ახალი მომხმარებლების მოზიდვის შესაძლებლობას გაძლევთ, არაერთი უპირატესობა აქვს.

ბლოგში საქართველოს ბანკის ტერმინალის მთავარ უპირატესობებს გაგაცნობთ.

1. ტერმინალზე გადახდა ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი ტიპის ბარათით შეიძლება

საქართველოს ბანკის ტერმინალზე მომხმარებელს შეუძლია ისეთი ტიპის ბარათებით გადახდა,  როგორებიცაა VISA, Mastercard, American Express, Diners Club Discovery, Union Pay, JCB და Georgian Card. გარდა ამისა, ტერმინალი ტრანზაქციებს იღებს საქართველოს ბანკის და სხვა ბანკების ციფრული ბარათებითაც, რომლებიც მიმაგრებულია Apple Pay-სა და Google Pay-ზე. მომხმარებლის მიერ საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდისას კომპანია ბაზარზე ტრანზაქციის ყველაზე დაბალი ტარიფით ისარგებლებს, ხოლო თქვენი მომხმარებლები საქართველოს ბანკის ბარათებით გადახდისას PLUS და MR ქულების დაგროვებას შეძლებენ. ამგვარად, ტერმინალი ორმხრივი კომფორტისა და სარგებლის იდეით შექმნილი პროდუქტია.  

2. ტერმინალით გადახდილი თანხა მაშინვე აისახება

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდილი თანხის ბიზნესანგარიშზე ასახვას ოპერაციის შესრულებიდან სულ რამდენიმე წუთი სჭირდება და ჩარიცხული თანხით სარგებლობა მომენტალურად შეგიძლიათ. თანაც ამ უპირატესობით სარგებლობა შესაძლებელია როგორც სამუშაო საათებში, ისე შაბათ-კვირას 24 საათის განმავლობაში.

3. ინოვაციური სერვისები

ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით საშუალებას გაძლევთ, ერთი მოწყობილობით დაბეჭდოთ ქვითარი როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებისას. კომპანიებს, რომლებიც საქართველოს ბანკის ტერმინალს ფლობენ, დაინტერესების შემთხვევაში შეუძლიათ გააქტიურონ ტერმინალის დამატებითი ფუნქციები, მათ შორის: სამადლობელი, ქულებით გადახდა და ა.შ.

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ტერმინალის სალაროსთან ინტეგრირების ფუნქციით, რაც ტრანზაქციის შესრულებას კიდევ უფრო ამარტივებს.

4. შეთავაზებები და მომხმარებლების მოზიდვის შესაძლებლობები

 საქართველოს ბანკი პარტნიორ სავაჭრო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში  მომხმარებლებს, რომლებიც სხვადასხვა ბარათით იხდიან, გადახდების წამახალისებელ აქციებს მუდმივად სთავაზობს. აქციების შესახებაც ინფორმაცია სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის გავლით საქართველოს ბანკის ბარათის მფლობელებს ეგზავნებათ. მსგავსი შეთავაზებები სავაჭრო ობიექტებისთვის ტრანზაქციების მოცულობისა და ახალი მომხმარებლების მოზიდვის შესაძლებლობაა.

5. ტერმინალის შეკვეთა და გააქტიურება სწრაფი და მარტივი პროცესით

თქვენი პირველი ტერმინალის მოთხოვნა  ბიზნეს მენეჯერიდან შეგიძლიათ. ამის შემდეგ ტერმინალით სარგებლობას და გადახდების მიღებას მომსახურების აქტივაციიდან უმოკლეს დროში შეძლებთ. გარდა ამისა, პარტნიორი კომპანიებისთვის, რომლებიც ტერმინალით სარგებლობენ, ფუნქციონირებს საქართველოს ბანკის სპეციალური ცხელი ხაზი (0 32 2 444 401), რომელიც საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს გაგიწევთ ტექნიკურ მხარდაჭერას. აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველთვის პერსონალური მენეჯერი შეეცდება თქვენს დახმარებას.

საქართველოს ბანკის ტერმინალის უპირატესობები მრავალფეროვანია:  ხარჯების დაზოგვა, გაყიდვების ზრდა, ახალი მომხმარებლების მოზიდვა, გამარტივებული მომსახურება და ა.შ. ტერმინალების ტიპების და დეტალური პირობების ნახვას შეძლებთ ბმულზე.

 

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა