მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

5 მლნ გადაყვანილი მგზავრი და მეოთხე ბაზირებული ხომალდი: როგორი იყო WIZZ AIR-ის 2023 წელი?

news image
mbc image

Wizz Air კვლავ ქართული ავიაბაზრის ლიდერია

Wizz Air ქართული ავიაბაზრის ლიდერის პოზიციას უკვე რამდენიმე წელია არ თმობს. გასული წელი ნამდვილად გამორჩეული იყო ქართველების ყველაზე საყვარელი ავიაკომპანიისთვის - 2012 წელს ოპერირების დაწყებიდან დღემდე 5 მილიონ მგზავრს მოემსახურა. ეს არის არა მხოლოდ ინდიკატორი იმისა, რომ Wizz Air-ის სერვისი ნამდვილად ხელმისაწვდომი და მოსახერხებელია, არამედ გვაჩვენებს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის ცნობადობა იზრდება. საერთაშორისო ტურისტებისთვის, საქართველო გამორჩეული ლოკაციაა, Wizz Air კი, მათი მთავარი ავიაკომპანია.

Wizz Air მოგზაურების არჩევანია

საქართველოში, 2023 წლის ზაფხულის სეზონზე Wizz Air-მა შთამბეჭდავ 70%-იან ზრდას მიაღწია, მაგრამ აგვისტო-სექტემბერის პერიოდი კიდევ უფრო გამორჩეული იყო. ამ პერიოდში, ავიაკომპანიამ საქართველოში 2.25-ჯერ მეტ მგზავრს უმასპინძლა, ვიდრე წინა ზაფხულს. გასულ წელს, ქართველი მომხმარებლებისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულებები იყო: საბერძნეთი, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები. ქართული ავიაბაზრის ლიდერისთვის ეს მიღწევა აჩვენებს, რომ Wizz Air ქართველები მოგზაურების არჩევანია.

2023 წელს ქუთაისში დაბრუნდა მესამე ბაზირებული ხომალდი

2023 წელს, ქუთაისის აეროპორტში დაბრუნდა მესამე ბაზირებული ხომალდი და უახლესი Airbus A321 neo თვითმფრინავი ხუთ სრულიად ახალ მარშრუტზე ოპერირებს. რის შედეგადაც, ქართველ მგზავრებს შეუძლიათ იმოგზაურონ ბრიუსელის შარლერუაში, ფრანკფურტ ჰანში, ჰამბურგში, მადრიდსა და პოზნანში. ამ ნაბიჯით მარშრუტების რაოდენობა ბაზიდან 27-მდე გაიზარდა. ეს მარშრუტები დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ევროპასთან და სხვა მრავალ მიმართულებებთან აკავშირებს.

ისტორიაში პირველად, ქუთაისის აეროპორტს დაემატა Wizz Air-ის მეოთხე ბაზირებული თვითმფრინავი

და შესაბამისად, გაიზარდა ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით ფრენების სიხშირეც. ასევე, დაემატა კოპენჰაგენის მიმართულებაც - მეოთხე ბაზირებული ხომალდით, პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორჯერ ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის შესრულდება.

„2023 წელი საქართველოში ეს იყო წარმატებების, სიამაყისა და სიხარულის წელი. Wizz Air კიდევ ერთხელ დასახელდა ქართული ავიაბაზრის ლიდერად. ოპერირების დაწყების შემდეგ, 5 მილიონი მგზავრი ჩამოვიყვანეთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და 2023 წელს, მოვემსახურეთ ქართველი მომხმარებლების რეკორდულ რაოდენობას. დავაბრუნეთ მესამე ბაზირებული ხომალდი და დავამატეთ მეოთხეც. ავიღეთ მსოფლიო ტურიზმის ჯილდო და მთელს ქვეყანას დავანახეთ, რომ Wizz Air არა მხოლოდ მოგზაურების საყვარელი ავიაკომპანიაა, არამედ, Wizz Air-ის გამორჩეული ლოკაციაა საქართველო.

ამ ეტაპზე ვაგრძელებთ მიმართულებების დამატებას. ჩვენი მიზანია, დავაკავშიროთ ქუთაისი საინტერესო მიმართულებების კიდევ უფრო ფართო სპექტრთან, რომელიც ქართველ მომხმარებლებს უდავოდ მოეწონებათ, სხვადასხვა ევროპის ქვეყნიდან კი მეტ ტურისტს მოიზიდავს საქართველოში. გპირდებით, რომ მომდევნო წლები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და გამორჩეული იქნება“ – ჟაჟა ტრუბეკი, Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი.

2023 წელს, Wizz Air-ს მსოფლიო ტურიზმის ჯილდო გადაეცა

Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია გლობალურად, რიგით 30-ე მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების გამარჯვებულია, როგორც „ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია 2023“.

მსოფლიო ტურიზმის ჯილდო გადაეცემათ კომპანიებს, მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიაში წარმატებული და ინოვაციური ოპერირების აღსანიშნავად. ეს წოდება არის ინდიკატორი იმისა, რომ Wizz Air, გლობალური ლიდერი, მგზავრებს შეუდარებელი ხარისხით ემსახურება და გარემოს მინიმალურ ზიანს აყენებს.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა