მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

5 მლნ მგზავრი 2012 წლიდან დღემდე - Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან გადაყვანილი მგზავრების რეკორდულ რაოდენობას აღნიშნავს

news image
mbc image

Wizz Air-ი ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანია, სიამაყით აღნიშნავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიღწეულ მნიშვნელოვან ეტაპს. ავიაკომპანია 2012 წელს ოპერირების დაწყებიდან დღემდე 5 მილიონ მგზავრს მოემსახურა. ეს მიღწევა არა მხოლოდ ასახავს Wizz Air-ის მიერ ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი მგზავრობის უზრუნველყოფას მოგზაურობის მსურველებისადმი, არამედ ხაზს უსვამს ქუთაისის აეროპორტის, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონული სატრანსპორტო კერის გამორჩეულ ზრდასა და ცნობადობას.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყებიდან დღემდე 5 მილიონი მგზავრის მიღება ადასტურებს იმ ურყევ მხარდაჭერასა და ნდობას, რომელიც ავიაკომპანიას ქართველი და ევროპელი მოგზაურებისგან ერგო. საქართველოში ფრენების დაწყების დღიდან, Wizz Air-ი მუდმივად ისახავს მიზნად გადააჭარბოს მგზავრების მოლოდინებს მიმართულებების ფართო სპექტრის, შეუდარებელი სერვისებისა და ბიუჯეტური ტარიფების შეთავაზებით, რაც მოგზაურობას ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. აღსანიშნავია, რომ Wizz Air 2017 წლიდან ლიდერობს საქართველოს საავიაციო ბაზარზე და 2023 წელსაც ბაზრის ლიდერია.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე 5 მილიონ მგზავრს მოვემსახურეთ - ეს მიღწევა ხაზს უსვამს ჩვენს მიმართ ნდობას და უზომოდ მადლიერები ვართ ამ ერთგულებისთვის. ცხადია, ვაგრძელებთ მიმართულებების დამატებას. ჩვენი მიზანია, დავაკავშიროთ ქუთაისი საინტერესო მიმართულებების კიდევ უფრო ფართო სპექტრთან, რომელიც ქართველ მომხმარებლებს უდავოდ მოეწონებათ, სხვადასხვა ევროპის ქვეყნიდან კი მეტ ტურისტს მოიზიდავს საქართველოში.“ - ჟაჟა ტრუბეკი, Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი.

საჰაერო მგზავრობაზე მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, Wizz Air მუდმივად აფართოებს ქუთაისის აეროპორტიდან საავიაციო ქსელს, ამყარებს ახალ კავშირებს სხვადასხვა მიმზიდველ მიმართულებასთან ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. Wizz Air ამჟამად ოპერირებს სამი A321 ტიპის ავიახომალდით, რომელიც ახორციელებს 28 რეისს 16 ქვეყნის მიმართულებით.

„მოხარულები ვართ Wizz Air-თან ერთად აღვნიშნოთ კიდევ ერთი შესანიშნავი მიღწევა.  სატრანსპორტო კომპანიის ფრენებზე მგზავრების მზარდი რაოდენობა არ არის მხოლოდ ნათელი სიგნალი იმისა, რომ საჰაერო მიმოსვლა აღდგა პანდემიის შემდეგ, არამედ ის ასევე ხაზს უსვამს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, როგორც რეგიონში განვითარებისა და დამაკავშირებელი საყრდენის როლს. თვიდან თვემდე ვაკვირდებით ჩვენს აეროპორტში მგზავრების რეკორდულ რაოდენობას, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს ამ მიღწევის მნიშვნელობას. ჩვენ გულწრფელად ვულოცავთ კომპანიას სწრაფ ზრდასა და ამ მნიშვნელოვან  მიღწევას“ - ირაკლი ქარქაშაძე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი.

იღბლიანი მგზავრი ქართველი საბა ადამაძეა, რომელიც ზუსტად მე-5 მილიონე აღმოჩნდა, Wizz Air-ით საქართველოში საბერძნეთიდან ჩამოფრინდა და ავიაკომპანიისგან სამოგზაურო ვაუჩერითა და სხვა სიმბოლური პრიზებით დასაჩუქრდა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა