მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

5 ყველაზე მოთხოვნადი კურსი საქართველოს ბანკის Businesscourse.ge-ზე

news image
mbc image

უწყვეტი განათლება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად და ცვალებად ბიზნეს ლანდშაფტში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად ბიზნესის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეებს,  უახლეს ინფორმაციასა და ექსპერტულ გამოცდილებაზე წვდომა სჭირდებათ.

სწორედ ამ მიზნით, 2018 წლიდან, საქართველოს ბანკი საგანმანათლებლო პლატფორმას Businesscourse.ge ანახლებს, რომელიც ახლა უკვე ბიზნესების ერთიანი სივრცის — ბიზნეს 360-ის ნაწილია. პლატფორმა 60-მდე კურსსა და მასტერკლასს მოიცავს ფინანსების, მარკეტინგის, მენეჯმენტის, გაყიდვების და სხვა არაერთი თემატიკის გარშემო. ვიდეოლექციებს სხვადასხვა დარგის გამოცდილი სპეციალისტები უძღვებიან.

გასულ წელს პლატფორმის დახმარებით 15 ათასზე მეტმა ადამიანმა აიმაღლა კვალიფიკაცია. ამ სტატიაში კი გიამბობთ 5 ყველაზე პოპულარულ კურსზე, რომლებიც არა მარტო გამოცდილ ბიზნესებს, არამედ დამწყებ პროფესიონალებსაც ყოველდღიურ საქმიანობაში დიდ დახმარებას გაუწევს.

1. MS Excel-ის გამოყენება

ბიზნესკურსი MS Excel-ის შესახებ საინტერესოა ნებისმიერი ბიზნესისთვის, იმისდა მიუხედავად, თუ რა მასშტაბისაა ან რომელ ინდუსტრიაში ოპერირებს ის.  MS Excel-ს მჭიდრო კავშირი აქვს კომპანიის იმიჯთან და ბიზნესის ყოველდღიური პროცესების მართვას ამარტივებს.

კურსი დაგეხმარებათ, შექმნათ გამართული და მარტივად გამოყენებადი ფაილები MS Excel-ის დახმარებით; ისწავლით, როგორ დაამუშაოთ ბიზნესისთვის საჭირო მონაცემები და როგორ გამოიყენოთ წლიურად დაგროვილი მონაცემები ეფექტური ბიზნესგადაწყვეტილებების მისაღებად. კურსს უძღვება ელექტრონული აკადემიის დამფუძნებელი და MS Excel-ის ტრენერი, გიორგი დათუკიშვილი.

დარეგისტრირდით კურსზე MS Excel-ის გამოყენება მარტივად ამ ბმულზე.

2. სარესტორნო ბიზნესის მართვა

ბიზნესკურსს სარესტორნო ბიზნესის მართვის შესახებ სილქ ჰოსფითალითის ბრენდ შეფი, ირაკლი ასათიანი უძღვება. ეს კურსი მათთვისაა, ვისაც სტუმარმასპინძლობის სექტორში ბიზნესის წამოწყება ან არსებული კომპანიის განვითარება სურს.

 

ვიდეოლექციებით გაიგებთ, რა განსაზღვრავს სარესტორნო ბიზნესის წარმატებას, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, რა ტიპის მენიუ უნდა შეარჩიოთ თქვენი ბიზნესისთვის და სხვა.

 

გაიგეთ, როგორ მართოთ ან დაიწყოთ სარესტორნო ბიზნესი ამ ბმულიდან.

 

 3. ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა ბიზნესში დღითიდღე იზრდება. აღნიშნული კურსი სწორედ ამ საჭიროებებზე საპასუხოდ შეიქმნა და მცირე და საშუალო ბიზნესებს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს უკეთ გააცნობს.

კურსის ფარგლებში გაიგებთ, როგორ შექმნათ მარკეტინგული მასალები  ChatGPT, Gemini AI ან სხვა პლატფორმების დახმარებით, როგორ დააგენერიროთ სოციალური მედიისთვის კონტენტი, როგორ მართოთ შიდა სამუშაო პროცესები უფრო ეფექტიანად და სხვა. კურსს უძღვება ტექნოლოგიური ინჟინერი, ნანა დიხამინჯია.

დარეგისტრირდით კურსზე ამ ბმულიდან.

4. ბრენდინგი

ბრენდინგს ბიზნესის განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთი მთავარი როლი უჭირავს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, კომპანიებმა იცოდნენ, რა ნაბიჯები უნდა გადადგან ბრენდის ასაშენებლად, როგორ უნდა შეურჩიონ ბრენდს მთავარი საკომუნიკაციო გზავნილი, როგორ დაარქვან სახელი, რა დეტალები გაითვალისწინონ ბრენდის დიზაინის შექმნისას და ა.შ. კურსს უძღვება ალექს ჩიქოვანი, Live Branding-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

ბრენდისა და ბრენდინგის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს.

5. მეღვინეობა

ბიზნესკურსის პლატფორმაზე შეხვდებით ისეთ ნიშურ კურსს, როგორიცაა მეღვინეობა. კურსი ზედგამოჭრილია მათთვის, ვისაც სურს, ძალები მოსინჯოს ამ სფეროში, ან უკვე არის მეღვინე, მაგრამ სიახლეების აღმოჩენისკენ მიისწრაფვის.

კურსის ფარგლებში გაიგებთ ღვინის დაყენებისა და ჩამოსხმის სრული ციკლის შესახებ დეტალებს. კურსი მოამზადა კახა ჭოტიაშვილმა, ენოლოგმა, ღვინის სერტიფიცირებულმა ექსპერტმა და სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის წევრმა.

გაიარეთ მეღვინეობის ბიზნესკურსი ამ ბმულიდან.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა