მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

5 უნარი, რომელიც მომავალ STEM ოლიმპიადაში გამოგადგება – ფინალისტი გუნდის რეკომენდაციები

news image
mbc image

საქართველოში ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალი დასრულდა. STEM  ოლიმპიადასაქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ინიციატივით გაიმართა, რომლის მიზანიც ქვეყნისმასშტაბით მომავლის პროფესიების პოპულარიზებაა.  პირველ, თეორიულ ტურში 200-მდე სკოლის გუნდიჩაერთო, რომელთაგანაც თითოეულმა ტესტირება სკოლის ტრადიციულ საგნებში – ფიზიკაში, მათემატიკასადა ინფორმატიკაში გაიარა. მათ შორის ფინალში გადასვლა კი საუკეთესო ათეულმა მოახერხა. ფინალურ, პრაქტიკულ ტურში მონაწილეებმა ინჟინრული დავალებები შეასრულეს და ჭკვიანი სახლის პროექტებიშექმნეს.

გადამწყვეტ ტურში, რომელშიც კონკურენციის მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო, მე-3 ადგილისკოლა-ლიცეუმ “მწიგნობართუხუცესის” გუნდმა დაიკავა, გუნდის წევრებს – ანასტასია ჯანყარაშვილს, ნატაბეჭვაიას, სანდრო ვერულეიშვილს, დავით გილიგაშვილს, საბა ზარანდიას, ბაქარ ბუხსიანიძეს – საჩუქრადპლანშეტები და სერტიფიკატები გადაეცათ.

მესამეადგილოსანი გუნდის მენტორმა, ლალი ხატიაშვილმა, გაგვიზიარა რჩევები და უნარები, რომელთადახვეწაც ყველაზე მეტად დაგეხმარება ოლიმპიადაზე წარმატებისთვის:

1. გუნდური მუშაობა

 

STEM ოლიმპიადა ეყრდნობა გუნდურობის პრინციპს. ინდივიდუალური ნიჭი და ცოდნა საკმარისი არ არის.განსაკუთრებით მეორე ტურში, როდესაც ექვსეული ერთად ცდილობს გადაჭრას პრაქტიკული ამოცანა, უნდაშეძლო სხვადასხვა მოსაზრებების მოსმენა, გაანალიზება, საკუთარი არგუმენტების დასაბუთება. ჩვენიფინალური დავალება შედგებოდა სამი პროექტისგან: სახლის  უსაფრთხოების სისტემა, შლაგბაუმისმუშაობა,  მზის პანელის მართვა. პრობლემის გააზრების შემდეგ მოსწავლეებმა გაინაწილეს დავალებები,შეადგინეს მუშაობის გეგმა, ზოგი მუშაობდა წრედის აწყობაზე, ზოგიც პროგრამულ უზრუნველყოფაზე. დროის ოპტიმალურად გამოყენებისთვის აუცილებელია შეგეძლოს სწორად გადაანაწილოპასუხისმგებლობები.

2. კრეატიული აზროვნება

 

ყოველი პროექტის განხორციელებისთვის რამდენიმე გზა არსებობს, უნდა აირჩიო მიღწევადი, სასურველიდა ეცადო იყო ორიგინალური. STEM მიმართულება ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს უკავშირდება, იმისათვის, რომ შენი პროექტი, ხედვა იყოს ღირებული და გამორჩეული, აუცილებელია იფიქრორაციონალურად და თავისუფლად, არ შეგეშინდეს, რომ ცდები და აუცილებლად გაუზიარე შენი იდეებიგუნდის წევრებს.

3. მოვლენის გააზრება

 

იმისათვის, რომ დავალება კარგად შეასრულო, საჭიროა სწორად გაიაზრო პირობა. ოლიმპიადებზე თუგამოცდებზე, ზედმეტი სიჩქარისა და ნერვიულობის გამო, ხშირად არასრულად ვეცნობით დავალებისპირობასა და მოთხოვნებს. არასწორად გააზრებულ პირობას კი ცუდად შესრულებული დავალებამოჰყვება.  ამიტომ, ეცადე, მშვიდად გაიაზრო მოცემულობა, არ მოგერიდოს კითხვების დასმა, აზრებისმიმოცვლითა და კითხვებით აუცილებლად მიაღწევ სასურველ შედეგს.

4. კრიტიკული აზროვნება

 

კრეატიულ აზროვნებასთან ერთად საჭიროა, შეგეძლოს მოვლენებისა და მოსაზრებების კრიტიკულადშეფასება, მხოლოდ ასე შეძლებ ხარვეზების პოვნასა და გამოსწორებას. ჩვენი გუნდის მიერ შესრულებულიპროექტის განხილვის დროს ზოგიერთი სქემა ხარვეზებით მუშაობდა, მეორე დღეს  შევხვდით, ვისაუბრეთდა აღმოვაჩინეთ ამ ხარვეზების მიზეზები. ზომიერი კრიტიკა და ზოგჯერ თეორიის ეჭვქვეშ დაყენებაგეხმარება განვითარებაში.

5. ბუნების ერთიანი სურათის აღქმა

 

მათემატიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ურთიერთკავშირი გეხმარება სამყაროს მრავალმხრივიბუნების აღქმაში. გარდა ცალკეულ საგნებში ფაქტებისა და თეორიის სწავლისა, აუცილებელია, შეძლოდაგროვილი ცოდნის სინთეზი და ისე მიუდგე პრობლემას, სხვაგვარად ვერ შეძლებ ნასწავლი მასალისპრაქტიკაში გამოყენებას. STEM ოლიმპიადაში წარმატებისთვის კი აუცილებელია შეგეძლოს შენ მიერდაგროვილი ცოდნით რაღაც პრაქტიკულის და ხელშესახების შექმნა.

 

STEM არის ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიები, ფიზიკა, მათემატიკა, ინჟინერია დამომავლის პროფესიები. პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბური გახდება, ამიტომსაკმარისი დრო გაქვს, იმუშაო საკუთარ თავზე, შეკრა სკოლის გუნდი და მოემზადო შემდეგი სეზონისთვის, რომელზე რეგისტრაციაც ოქტომბერში გამოცხადდება.

ასე რომ,  გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების, გაითვალისწინე

რკო

ახალი კოლექცია

--> banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა