5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ის აზიური რესტორანი Ming Lounge & Terrace უკვე გლოვოზეა
5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ის აზიური რესტორანი Ming Lounge & Terrace უკვე გლოვოზეა! აზიური სამზარეულოს გამორჩეული კერძების, მათ შორის სუში როლების, კორეული ბაოებისა და ატრიის, დაგემოვნება არა მხოლოდ ადგილზე, არამედ უკვე გლოვოთი შეკვეთითაც შესაძლებელია.
სხვა სიახლეები
როგორ აფასებს FantastiClean Georgia 2026 წლის პირველ კვარტალს
25.05.2026.18:00
2026 წლის პირველი კვარტალი ჩვენი კომპანიისთვის საკმაოდ აქტიური და პოზიტიური იყო , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს FantastiClean Georgia-ს დამფუძნებელმა ირაკლი ზამბახიძემ განუცხადა.
როგორ შეაფასებთ 2026 წლის პირველ კვარტალს და რა ძირითადი ტენდენციები გამოიკვეთა ამ პერიოდში?
2026 წლის პირველი კვარტალი ჩვენი კომპანიისთვის საკმაოდ აქტიური და პოზიტიური იყო. მნიშვნელოვნად გაიზარდა მომხმარებლის ინტერესი როგორც პროფესიონალური Car cleaning პროდუქტების, ასევე ეკომეგობრული მიკროფიბრის ხვეულების მიმართ. ბაზარზე აშკარად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ მომხმარებლები უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას ხარისხს, მრავალჯერად გამოყენებასა და ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტებს.

ასევე გაიზარდა მოთხოვნა car detailing მიმართულებით, რადგან ავტომობილის მოვლა უკვე მხოლოდ სერვისი აღარ არის, ჩვენი მომხმარებლისთვის ეს გახდა ავტომობილის მოვლის კულტურის ნაწილი.
როგორ ვითარდება car detailing & cleaning მიმართულება თქვენს საერთო სტრატეგიაში?
car detailing & cleaning დღეს ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი და სწრაფად მზარდი მიმართულებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელს შევთავაზოთ არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ სრულფასოვანი გამოცდილება და პროფესიონალური მოვლის კულტურა ჩვენთან ერთად.

ამ მიმართულებაში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ხარისხიან, პრემიუმ მიკროფიბრის ტილოებს, რომლებიც ეფექტურად გამოიყენება როგორც ავტომობილის ინტერიერის, ისე ექსტერიერის მოვლის პროცესში.
ჩვენი სტრატეგია დაფუძნებულია ხარისხზე, ინოვაციაზე და მომხმარებლის ნდობის გაძლიერებაზე.
