50%-მდე ფასდაკლება ყოველდღიურ პროდუქტებზე Wolt Market-ში
ყოველდღიური საყიდლები ოჯახის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილია და ხშირად დიდ დროსაც მოითხოვს. მათთვის, ვისაც სურს ეს პროცესი უფრო მარტივი და ხელსაყრელი გახადოს, Wolt Market-მა Big Offers Day-ის ფარგლებში სპეციალური შეთავაზებები მოამზადა.
15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისში მომხმარებლებს პროდუქციის ფართო ასორტიმენტზე 50%-მდე ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ.
პროდუქტების ყოველკვირეული მარაგის შევსება, საოჯახო ნივთების შეძენა თუ ოჯახური ვახშმისთვის მომზადება მაღაზიაში მისვლის გარეშეც შესაძლებელია. Wolt Market-ის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ ერთ აპლიკაციაში შეარჩიონ საჭირო პროდუქტები და პირდაპირ სახლში მიიღონ.
ფასდაკლებები Big Offers Day-ის ფარგლებში, პროდუქციის სხვადასხვა კატეგორიაზე ვრცელდება: ახალი ხილ-ბოსტნეულიდან, რძის პროდუქტებიდან, ხორციდან და თევზიდან დაწყებული, პურ-ფუნთუშეულით, ტკბილეულით, სასმელებითა და გაყინული პროდუქტებით დასრულებული. სპეციალური შეთავაზებები ასევე მოქმედებს საწმენდ საშუალებებზე, სამზარეულოსა და სახლისთვის განკუთვნილ ნივთებზე, საკანცელარიო ნაწარმზე.
კამპანიის მთავარი იდეა ონლაინშოპინგის სიმარტივისა და ხელსაყრელი ფასების შეთავსებაა. მომხმარებელს შეუძლია საჭირო პროდუქტები ფასდაკლებით შეიძინოს და, ამავე დროს, დაზოგოს დრო, რომელსაც ჩვეულებრივ მაღაზიაში მისვლას უთმობს.
სპეციალური შეთავაზებების ნახვა Wolt-ის აპლიკაციაში, Wolt Market-ის Deals განყოფილებაშია შესაძლებელი. აქ თავმოყრილია კამპანიაში მონაწილე პროდუქტები, რომლებზეც ფასდაკლება, კონკრეტული პროდუქტის მიხედვით, 50%-ს აღწევს.
Big Offers Day 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.